კურორტ გოდერძიზე და გომარდულში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახალი სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების მოწყობას გეგმავს. ამასთან, გოდერძიზე დაგეგმილია არსებული და ახალი საბაგირო გზების ერთმანეთთან „წრიულად“ დაკავშირება: ზანკები-ჭანჭახი-[გოდერძის უღელტეხილი / მეტეო – ახალი გზა]-ზანკები. სპორტულ-ტურისტული სასრიალო ტრასებისა და საბაგირო გზების სადგურების შერწყმის, ასევე ახალი საბაგირო გზების დასხდომის სადგურების ნიშნულების განსაზღვრაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის …
Tag Archives: გეოგრაფიკი
როდის დაამტკიცებენ ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონას?- ლაშა კომახიძის პასუხი
სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხი ისევ არ გვაქვს, ვერც დაზუსტებულ და ვერც მიახლოებულ თარიღს ბათუმის მერი ვერ ასახელებს. ლაშა კომახიძის თქმით, მან დღეს, 2 აგვისტოს, მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც მიმართა კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელს სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნის თაობაზე: „იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები ამ საკითხზე“. ვიდრე „გეოგრაფიკი“ კონსულტაციებისთვის მოიცლის და მერიას უპასუხებს, შემდეგ კი ჩამოყალიბდებიან და დოკუმენტებს განაახლებენ …
ბათუმის ზონების დამტკიცების თაობაზე მერია „გეოგრაფიკს“ შეხვდება
ბათუმის მერიისგან ჯერ ისევ არ გვაქვს არც დაზუსტებული და არც სავარაუდო პასუხი კითხვაზე, როდის გააგზავნის ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. ამ დროისთვის არც კვლევაა დაწყებული დოკუმენტის იმ ნაწილის განახლებისთვის, რის გამოც, როგორც მერი, ლაშა კომახიძე ხსნის, მისი დამტკიცება ჯერ სასურველი არ არის. როგორც მერიაში განმარტავენ, გასაახლებელია რუკების ნაწილი, რადგან …
Continue reading “ბათუმის ზონების დამტკიცების თაობაზე მერია „გეოგრაფიკს“ შეხვდება”
ბათუმში 23 ისტორიულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭა
შპს „გეოგრაფიკის“ მიერ ბათუმში ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ სახლებს [23 სახლი] კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა [სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე] მოაწერა ხელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტული ობიექტების მიმართ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონით გათვალისწინებული ყველა დამცავი რეჟიმი ამუშავდება. ბრძანების მიხედვით, სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის …
Continue reading “ბათუმში 23 ისტორიულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი მიენიჭა”
როცა დოკუმენტი ამბობს ერთს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კი, ამტკიცებს საპირისპიროს
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამტკიცებენ, რომ ბათუმის მერიის მიერ ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ შენობებთან დაკავშირებული დოკუმენტები არასრულია, სწორედ ამ მიზეზით, ერთ წელზე მეტია ბათუმის მერიის მიერ წარდგენილი 24 ობიექტიდან საბჭოს სხდომაზე განსახილველად ერთიც არ გაუტანია. შესაბამისად, მათთვის არც ძეგლის სტატუსი მიუნიჭებიათ. მიენიჭოს შენობას ძეგლის სტატუსი თუ არა – შენობის ღირებულებას ეროვნული სააგენტოს საბჭო აფასებს და …
რეაქცია – რა იცოდნენ საკრებულოში „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის შეცვლაზე
„რუკა სარეკომენდაციოა და ის, რომ სპეციალისტებმა მოამზადეს, არ ნიშნავს, რომ მასში ცვლილების შეტანა არ შეიძლება“, – გვითხრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. სულიკო თებიძემ მეოთხედ შეხმიანების შემდეგ გაიხსენა „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც საკრებულოს უმრავლესობამ მოიწონა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე აღმოჩნდა ბათუმის ისტორიული დაცვის ზონის მიღმა ზღვისპირა ტერიტორიები, სადაც ახლო მომავალში ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. საქმე იმაშია, რომ „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული …
რატომ ამბობს უარს „გეოგრაფიკი“ მის მიერ მომზადებული დოკუმენტის ავტორობაზე – მერიის პასუხი
დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ბათუმის მერიამ ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაადგინოს, „გეოგრაფიკმა“ თავისი ლოგოს მოხსნა მოითხოვა. თავის დროზე ეს დოკუმენტი სწორედ „გეოგრაფიკმა“ მოამზადა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კომპანიამ ამ მოთხოვნით ბათუმის მერიას ოფიციალურად მიმართა. საუბარია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დამტკიცებისთვის საჭირო სარეკომენდაციო დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, მერიას ქალაქში ისტორიული ზონის საზღვრები უნდა დაედგინა. მერიამ ამ დოკუმენტის მომზადებისთვის …
საკრებულოს გადაწყვეტილება „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია მოიწონა. „კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე“ საკრებულოს მიერ მიღებული განკარგულება ადგენს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იმ ნაწილისათვის გარკვეულ ზონებს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს წარმოადგენს. განკარგულების მიხედვით, შპს „გის და დზ საკონსულტაციო …
მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი – ცვლილება ბათუმის განაშენიანების წესში
ბათუმის საკრებულო განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილების შეტანის მიზნით შესაბამისი დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. ამის თაობაზე ხვალ, 15 თებერვალს, საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება უნდა დაიწყოს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის თაობაზე – „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტის მოწონების მიზნით. კიდევ ერთი დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც 15 თებერვალს საკრებულომ სხდომაზე უნდა …
Continue reading “მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი – ცვლილება ბათუმის განაშენიანების წესში”
4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის
„პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ფასების ცხრილში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ დღგ-ს თანხა ნაცვლად 34322,04 ლარისა, მოცემულია 34322 ლარი, ხოლო სულ ჯამის თანხა ნაცვლად 225000,04 ლარისა მოცემულია 225000… რაც საბოლოოდ 0,04 ლარით აღემატება პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ საბოლოო ფასს…“ – აღნიშნულია ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის ოქმში. კომისიისთვის 4 თეთრის უზუსტობა ერთ-ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისა, რომ კომპანია „გეოგრაფიკი“ [გის …
Continue reading “4 თეთრი უზუსტობა – დავა ბათუმის მერიასა და „გეოგრაფიკს“ შორის”
შენობას ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა – სააგენტოს განმარტება და მშენებლობა ზუბალაშვილის #37-ში
გაზეთ „ბათუმელების“ N15-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „ბიზნესი მორიგი ძეგლის განადგურების ხარჯზე“, რომელშიც საუბარია ბათუმში, ზუბალაშვილის N37-ში მდებარე შენობის დემონტაჟზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რასაც ადასტურებდა სააღრიცხვო ბარათი N0103320, რომელშიც აღწერილი იყო ძეგლის მახასიათებლები. სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ კომენტარს …
კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში
ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაციაში, შპს „გეოგრაფიკს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 99 ათას ლარს გადაუხდის. შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიასა და სააგენტოს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა [სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 100 ათას ლარიან ტენდერში მხოლოდ „გეოგრაფიკი“ მონაწილეობდა]. კომპანიამ, სატენდერო პირობების თანახმად, უნდა უზრუნველყოს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია, …
Continue reading “კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში”