გერმანიის საელჩო სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. დღეს, 28 თებერვალს, საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ თანამშრომლობის შეჩერება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევას. ტექსტში ასევე ნათქვამია: „როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, …
Tag Archives: გაცვლითი პროგრამები
რა სჭირდება სტუდენტს, ბსუ-ს გაცვლითი პროგრამით რომ ისარგებლოს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამები 2015 წლიდან მოქმედებს. უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამებს 2020 წლიდან დაემატა პუნქტი, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო გაცვლითი პრაქტიკის მიღებასაც სთავაზობს. გაცვლით პროგრამებსა და პრაქტიკაზე „ბათუმელები“ ნანა ყურშუბაძეს, ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, „ერაზმუს +“ გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სამივე საფეხურის – ბაკალავრიატის, …
Continue reading “რა სჭირდება სტუდენტს, ბსუ-ს გაცვლითი პროგრამით რომ ისარგებლოს”
რატომ დუმს სამინისტრო საპატრიარქოსა და რუსულ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტსა და რუსეთის ფედერაციის – დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმებაზე კომენტარს არ აკეთებენ. საპატრიარქოს უნივერსიტეტს ხიჭაურში [შუახევის მუნიციპალიტეტი], საპატრიარქოს გავლით, მთლიანად სახელმწიფო აფინანსებს – წელიწადში სამ მილიონზე მეტ ლარს იღებს ბიუჯეტიდან. „ბათუმელების“ კითხვაზე, რადგან უნივერსიტეტს სახელმწიფო დაფინანსება აქვს, უნდა იყოს თუ არა მისი …
როგორ შეუძლია ქართველ მასწავლებელს მიიღოს ევროპული ხარისხის ნიშანი
პედაგოგები, რომელთაც ევროპელ კოლეგებთან ერთად მუშაობა, მათი გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების განხორციელება სურთ, უნდა დარეგისტრირდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის პროგრამაზე – eTwinning Plus–ი. ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პედაგოგებსაც, რომლებმაც უცხო ენა არ იციან. პროექტში ჩართული პედაგოგები მოიპოვებენ დამატებით კრედიტქულებს სქემის ფარგლებში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში და მიიღებენ ევროპული ხარისხის ნიშანს. პროექტის კოორდინატორი ხატია …
Continue reading “როგორ შეუძლია ქართველ მასწავლებელს მიიღოს ევროპული ხარისხის ნიშანი”
რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი უცხოეთში ისწავლის
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად გაემგზავრება. გაცვლით პროგრამაში სტუდენტები სხვადასხვა ფაკულტეტიდან შეირჩა, რომლებიც იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, ლიტვისა და პოლონეთის ურნივერსიტეტებში ერთ სემესტრს გაივლიან. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროკომისიის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა სამეტაპიანი შესარჩევი კონკურსი გაირეს, რომელიც ინგლისური ენის ტესტირებას, აკადემიურ მოსწრებასა და გასაუბრებას მოიცავდა. ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტმა …
Continue reading “რუსთაველის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი უცხოეთში ისწავლის”