რომელი უსახლკარო ოჯახები მიიღებენ ბინებს – ნახეთ კრიტერიუმები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახ(ებ)ის განსახლების კრიტერიუმები დაამტკიცა. სწორედ ამ კრიტერიუმებით შეაფასებენ იმ ოჯახებს, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლი/ბინა უნდა გადასცენ. სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემის პროგრამა 2024 წლის 9 იანვრიდან შევიდა ძალაში და წლის ბოლომდე იმოქმედებს. ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში …

უსახლკარო ოჯახებისთვის ბინის გადაცემის პროცედურა – ახალი პროგრამა

საქართველოს მთავრობამ ახალი პროგრამა გამოაქვეყნა, რომელიც გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართობის [სახლი/ბინა] საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს. ახალი პროგრამით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლია „მძიმე საცხოვრებელ პირობებში ან სხვის საკუთრებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, რომლის შემადგენლობაში არის 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი და მშობელი [მშობლები] ან არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელი“. პროგრამა დღეს, 2024 წლის …

„ოცნების ქალაქის მცხოვრებლების განსახლების პროცესი კვლავ ბუნდოვანია“ – განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებას „ოცნების ქალაქის“ – მცხოვრებლებისთვის ბინების გადაცემის კრიტერიუმების განსაზღვრის საკითხზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალობა, მოსახლეობის პროაქტიული ინფორმირება განსახლების პროცესის შესახებ და პროცესის ისე წარმართვა, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა მოსახლის მოწყვლადობა და საჭიროებები. ცენტრის ცნობით, „მოსახლეობა მიიჩნევს, რომ კრიტერიუმები, რომელთა შესახებაც მედიასაშუალებებიდან შეიტყვეს, არ არის ცხადი, განმარტებას მოითხოვს …

ცხოვრება მაგისტრალის ქვეშ – როგორ უნგრევენ ადამიანებს საცხოვრებელ გარემოს

„სახლები დაიბზარა, გვეშინია დაძინების, მაგისტრალი ჩვენს აივნებზე შემოდის პირდაპირ, ხმაურია აუტანელი, მტვერი…“ – პრობლემების ჩამონათვალი დიდი აქვთ სალიბაურში მცხოვრებ ადამიანებს. მათი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა, როცა დაახლოებით ორი წლის წინ სახლების აივნებისა და ეზოების პირდაპირ ბათუმის შემოვლითი გზა გაიყვანეს. მანამდე სალიბაური ერთი მშვიდი და ქალაქთან ახლოს მდებარე სოფელი იყო. 15 ოჯახი, რომლებსაც ახლა უკვე ცხოვრება …

მოსახლეობა: ჩვენი სახლებიდან 2-5 მეტრში ავტობანს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე აშენებენ

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ათამდე ოჯახი აცხადებს, რომ მათ საკარმიდამო ნაკვეთებში, საცხოვრებელი სახლებიდან 2-5 მეტრში, ისე გაჰყავთ ახალი გზა, რომ არანაირ კომპენსაციას არ უხდიან. ეს ოჯახები ამბობენ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ განსასახლებელთა სიაში იყვნენ. დღეს, როცა სამუშაოები ფაქტობრივად მათ ეზოებშია დაწყებული, ეუბნებიან, რომ არც განსახლების სიაში არიან და არც კომპენსაციას სთავაზობენ. „შეიცვალა გზის მიმართულებაო, …

შუახევში დამეწყრილ ადგილებს გეოლოგები სწავლობენ

გეოლოგიური შესწავლის მოთხოვნით მიმდინარე წელს შუახევის მერიას წერილობით 170- მა ოჯახმა მიმართა და საცხოვრებელი სახლისა თუ მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლა სთხოვა. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მერიამ გეოლოგები ბათუმიდან მიიწვია და გეოლოგიური შესწავლა ერთი კვირის წინ დაიწყო. შუახევის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ზაზა ზოიძის ინფორმაციით, გეოლოგებმა ამ დროისთვის 120 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს. „სამი გეოლოგი იმყოფება შუახევში. ვფიქრობთ …

ქედაში მცხოვრები 30-მდე ოჯახი განსასახლებელია – გეოლოგიური დასკვნა

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ოჯახი განსასახლებელია, ორი ოჯახი ქვათა ცვენის საფრთხის წინაშე იმყოფება, ექვსი ოჯახის საცხოვრებელი სახლი გამაგრებას საჭიროებს, ხოლო 22 საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედელია მოსაწყობი – ეს დასკვნა გეოლოგებმა ქედის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით ბოლო გეოლოგიური შესწავლის საფუძველზე დაწერეს. გეოლოგიური დასკვნებით, განსახლებას სოფელ მეძიბნაში მცხოვრები გენადი დუმბაძის, კვაშტაში – შუქრი ბერიძისა და …

 ქვედა თხილვანელთა განსახლების ვადა სექტემბერში იწურება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები 63 ოჯახიდან, ორმა ოჯახმა, სახელმწიფო განსახლების პროგრამაში ჩართვასა და 25 000 ლარის მიღებაზე უარი განაცხადა. მისივე ინფორმაციით ორ ოჯახს ბინა, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლში გადაეცა, ხოლო დანარჩენ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების შესაძენად, 25 000 ლარი, პირად ანგარიშებზე დაერიცხათ. „ორმა ოჯახმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, თუმცა მათთვის …

ხულოს გამგებელი თხილვანელებზე: საკუთარი ნებით თუ არ წამოვლენ, შესაძლოა იძულებით გამოვასახლოთ

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ იმ 32 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფოს განასახლების პროგრამაში ჩაერთო,  25 000 ლარი მიმდინარე კვირიდან ჩაერიცხება, ხოლო 28 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით 25 000 ლარი უკვე ჩაერიცხა, სახლის შესაძენად  სამთვიანი ვადა აქვს. სამი თვის განმავლობაში ყველა მათგანმა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთრებაში არსებული ახალი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი …

სარეაბილიტაციო გზა ხულოდან გოდერძიმდე [რუკა]

ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს. განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელიც 2013 წლის ივნისში იყო მომზადებული, ჩვენი ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში შეიცვალა, თუმცა საქართველოს საავტომობილო …

ხულოს საკრებულოს წევრი ხელისუფლებისგან თხილვანელთა განსახლების გეგმა-გრაფიკს ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ჯორბენაძემ სოფელ ქვემო თხილვანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. „თხილვანაში რთული ვითარებაა. ის პროგრამები, რომლითაც დახმარებას ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, არაადეკვატურია. ამ დრომდე ხელისუფლებამ რეაგირების მოხდენა ვერ მოახერხა, ხალხი ითხოვს შველას ხელისუფლებისაგან, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი ჩაიშალა იმის გამო, რომ მოსახლეობას ხელისუფლებამ არ …

ხულო-გოდერძის გზის მშენებლობის გამო განსახლება თებერვლის ბოლოს დაიწყება

ხულო-ზარზმის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახლების პროცესი თებერვლის ბოლოს ან მარტის თვეში დაიწყება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახლების პროცესი ამინდზეც არის დამოკიდებული, მაგისტრალის მშენებლობა კი, ჯამში შეეხება 354 ოჯახის კუთვნილ 561 მიწის ნაკვეთს. კონკრეტულად ვის შეეხება ავტომაგისტრალის მშენებლობა, დეპარტამენტში არ დაგვიკონკრეტეს და აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამასთან არ გვითხრეს, თუ …

ბათუმის შემოვლითი გზა – განსახლებას 774 ოჯახი ექვემდებარება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში, განსახლებას, საერთო ჯამში 774  ოჯახი ექვემდებარება, აქედან 218 ოჯახთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. „ოჯახების უმრავლესობა დათანხმდა შეთავაზებულ პირობებს და განსახლების პროცედურები გრძელდება. დეპარტამენტმა, თავის მხრივ მოსახლეობის განცხადებები განიხილა და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა“ – აცხადებენ დეპარტამენტში. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი, 14 კილომეტრიანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, …

ქვემო თხილვანა – რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში და რამდენად ადეკვატურია მთავრობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყერი მიმდინარე წლის 10 იანვარს განვითარდა. გეოლოგიური დასკვნით, დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 1200-1500 მეტრში, დაგროვილია ნახევარ მილიონ კუბურ/მეტრზე მეტი მიწის მასა. ეს მეწყრულ-ღვარცოფული  მასა შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიძრას, რაც საფრთხეს უქმნის მთლიანად სოფელს. ოჯახების გაყვანა უსაფრთხო ადგილას აუცილებელია, მათთან პირობებზე შეთანხმებას კი მთავრობა დღემდე ვერ ახერხებს. მეტიც, აჭარის მთავრობას სტიქიიდან ორი კვირის …

Exit mobile version