ბათუმში გაზი 39 ქუჩაზე ითიშება 5 დღით – მერიამ ხიდზე სამუშაოები ზღვის სეზონს დაამთხვია

ხვალ, 13 ივლისს, გაზი 5 დღით გაითიშება ბათუმში, ზუსტად 39 ქუჩაზე და კიდევ 3 სოფელში, რომელიც ბათუმის საზღვრებშია. მიზეზი გოროდოკის დასახლებაში ხიდის მშენებლობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში უნდა გახსნილიყო. ხიდის ასაშენებლად გაზსადენის მილების გადატანა გახდა საჭირო. ბათუმის მერიის მიერ დაფინანსებულ ამ პროექტში მილების გადატანას გაზაფხულის დასრულების შემდეგ – ზაფხულის შუა სეზონზე იწყება. ბათუმის …

ბათუმში ახალი წლის ღამეს ათასობით აბონენტს გაზი არ მიეწოდება

ბათუმში დღეს, 31 დეკემბერს გაზის მიწოდება ეტაპობრივად შეუწყდა რამდენიმე ქუჩას [გენერალ ასლან აბაშიძის, ალექსანდრე ჩხაიძის, ლერმონტოვის და სხვ.] „ბათუმელებმა“ სცადა კომპანია „სოკართან“ დაკავშირება, თუმცა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. ზარებს არ უპასუხეს „სოკარის“ ცხელ ხაზზეც. მოგვიანებით კომპანიამ აბონენტებთან მოკლე ტექსტური შეტყობინებები დააგზავნა: „ბუნებრივი გაზის სისტემაში წნევის მკვეთრი ვარდნის გამო შეგიწყდათ გაზის მოწოდება. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 2026 …

როდის აღდგება გაზის მიწოდება ბათუმში სრულად

ბათუმში გაზის მიწოდება ეტაპობრივად მიმდინარეობს და 13 მარტს დღის ბოლომდე დასრულდება – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“. გაზის მიწოდება გუშინ, 11 მარტს შეწყდა. „გაზის მიწოდება გუშინ საღამოს დავიწყეთ და ეტაპობრივად გრძელდება. ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე გაზის მიწოდება ყველა აბონენტს სრულად აღუდგება. რაც შეეხება დაზიანებას – აღმოფხვრილია“ – განაცხადეს დღეს, 12 მარტს „სოკარში“. „სოკარის“ …

აჭარასა და გურიაში გაზის შეწყვეტაზე „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

ქობულეთის ტერიტორიაზე „აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებთან“ დაკავშირებით „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოების გამო 2025 წლის 11 მარტის „11:00 საათიდან 16:00 საათამდე საჭიროა დაიკეტოს ამავე განშტოების 45,6 კილომეტრზე და აჭარის გამზომ კვანძზე [67,3 კმ-ზე] არსებული ონკანები. აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება შეეზღუდება ლაითურის, ურეკის, ოჩხამურის გაზგამანაწილებელ სადგურებს და აჭარის გამზომ კვანძს. …

ბათუმს, ქობულეთსა და ხელვაჩაურს გაზის მიწოდება შეუწყდა

დღეს, 11 მარტს, გაზის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ გაზის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავარიაა. „სოფელ ცეცხლაურთან დაზიანდა ცენტრალური გაზსადენი მილი, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საკუთრებაშია. უკვე ადგილზეა სამუშაო ჯგუფი და დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. ვვარაუდობთ რომ ხვალ, 12 მარტის დილიდან დავიწყებთ გაზის მიწოდების აღდგენას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ …

ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება – სოკარი

„ბათუმში გაზის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება, აღდგენის პროცესი უკვე დაიწყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვახტანგ ბერიშვილმა, კომპანია „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორმა. წუხელ მთელი ღამით გაზი ბათუმში დაახლოებით 18 ათას აბონენტს ჰქონდა  გათიშული. ვახტანგ ბერიშვილის განმარტებით, პრობლემა თოვის დროს მოხმარების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია, ასევე დაფიქსირდა ხის დაცემის გამო მილების დაზიანება, რაც უკვე აღმოფხვრილია. გაზის მიწოდება ბათუმში …

ბათუმში 8 ათასამდე აბონენტი გაზის გარეშეა

ბათუმში დღეს, 19 ივნისს, 8 ათასზე მეტ აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. კომპანია „სოკარის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიზეზი ავარიაა: „ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ მიწისქვეშა გაზსადენი მილი დააზიანა“. „ამ დროისთვის [16:40 სთ] გაზის მიწოდების აღდგენა დაწყებულია. ჩართვა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღის ბოლომდე ყველა აბონენტს აღუდგება გაზის მიწოდება. კონკრეტულ დროს ვერ გეტყვით. მიმდინარეობს მუშაობა“ – გვითხრეს …

როდის მიაწვდიან გაზს 6000 აბონენტს ბათუმში

ბათუმში 6000 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „დღეს, დღის 2 საათიდან ან უფრო ადრე დაიწყება გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად და დღის ბოლომდე სრულად აღდგება. ქსელში დაზიანების გამო ფაქტობრივად ყველა აბონენტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, გაფრთხილებულია,“  – გვითხრეს „სოკარში“ შენიშვნა: დღეს, „სოკარის“ აბონენტებმა დამატებით მიიღეს შეტყობინება, რომ გართულებული …

როდის ჩაირთვება გაზი ბონის დასახლებაში

ბათუმში, ბონის დასახლებაში, მაიაკოვსკისსა და მიმდებარე ქუჩებზე, აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი გუშინ საღამოს შემდეგ არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით გაზის შეწყვეტის მიზეზი მილსადენის დაზიანება გახდა, რომელსაც სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა. „აბონენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა გაზის მიწოდება დღეს, 20 აპრილის 13:30 საათიდან დაიწყება. აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“ – გვითხრეს „სოკარში“.

ქობულეთის ნაწილს 5 თებერვალს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 5 თებერვალს, 13:00-დან საღამოს 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ნაკაიძეებში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, ქობულეთში ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები …

Exit mobile version