ვის აცრიან კოვიდზე მეორე ბუსტერდოზით – მინისტრის ახალი ბრძანება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურა აზარაშვილის 13 ივნისის ბრძანებით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე ბუსტერდოზით აცრა ჩაუტარდება 50 წლის და უფროსი ასაკის ყველა მსურველს. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „განსაკუთრებული რეკომენდაციაა“ ამ ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების, ასევე ხანგრძლივი მოვლის თავშესაფარში მცხოვრები პირების აცრა მეორე ბუსტერდოზით. მეორე ბუსტერდოზით აცრა ჩაუტარდება ასევე 12-49 წლის ასაკის იმუნოკომპრომეტირებული და ქრონიკული …

ბუსტერ დოზამდე ინტერვალი ყველა ვაქცინისთვის 3 თვემდე შემცირდა

რამდენიმე წუთის წინ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ბუსტერ დოზამდე ინტერვალი, რომელიც აცრის მეორე დოზიდან აითვლება, ყველა ვაქცინისთვის 3 თვემდე შემცირდა. აქამდე ბუსტერ დოზის გაკეთება “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინისთვის მეორე დოზიდან 5 თვეში იყო შესაძლებელი,  “სინოფარმისა” და “სინოვაკის” შემთხვევაში კი ეს ინტერვალი 3 თვეს შეადგენდა. ამიერიდან, საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ნებისმიერი ვაქცინისთვის ბუსტერ …

სრულად აცრილად, შესაძლოა, მხოლოდ ბუსტერ დოზის შემდეგ ჩაითვალოთ – ახალი ინიციატივა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმუნიზაციის საბჭო განიხილავს მათ რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ მალე სრულად აცრილად ჩაითვალოს არა მხოლოდ ორჯერადად აცრილი, არამედ ბუსტერ დოზით აცრილი ადამიანი. „ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულ აცრილად ჩაითვალოს უკვე არა ორჯერ აცრილი ადამიანი, არამედ ბუსტერიზებული ადამიანი,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე. დღეს, 22 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ამირან …

რატომ არის საჭირო ბუსტერ დოზა?

ბუს­ტერი არის ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბი­თი დოზა, რო­მე­ლიც კეთ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი კომ­პლექ­სის დას­რუ­ლე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გასვლის შემდეგ, რათა გა­აძ­ლი­ე­როს იმუ­ნუ­რი დაც­ვა. ბუს­ტე­რის მიზანი იმუ­ნი­ტე­ტის უფრო ხან­გრძლი­ვი დროით შენარჩუნებაა. ბუსტერ დოზისგან განსხვავებით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლა­დი კომ­პლექ­სის ფარგლებში გაკეთებული მეორე დოზის მიზანი იმუნური პასუხის გაძლიერება, დაავადების წინააღმდეგ ეფექტურობის საკმარისი დონის დასამყარებლად, რადგან ვაქცინის ერთჯერადი დოზა მხოლოდ მოკლევადიან დაცვას უზრუნველყოფს. ჯანმოს …

ომიკრონის გამო ბუსტერ დოზამდე ინტერვალი შესაძლოა შემცირდეს

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზაზე დაწესებული ინტერვალის შემცირებას განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, პირველ დეკემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა: „რაც გაჩნდა ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ, ბევრმა ქვეყანამ გადახედა ბუსტერ დოზამდე ინტერვალს და შეამცირა ინტერვალი ზოგიერთ შემთხვევაში ექვსი თვიდან ხუთ თვემდე, ზოგან – ექვსიდან ოთხ თვემდე. „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ შემთხვევაში ეს არის 3 …

ბუსტერ დოზებზე რეგისტრაცია იწყება

Covid19-ის ვაქცინის ბუსტერ დოზებით აცრა სამედიცინო დაწესებულებებში, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე არის შესაძლებელი. ბუსტერ დოზით აცრა უნდა მოხდეს  ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ ის დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას …

Exit mobile version