დასავლეთის მიღმა პუტინი იმაზე ნაკლებად იზოლირებულია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ – ვაშინგტონ პოსტი

სტატია გამოქვეყნებულია „ვაშინგტონ პოსტში“, ენტონი ფაიოლა და ლესლი როუტონი ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობამ თავი შეიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობისგან და მას მოსკოვსა და ნატოს შორის დაპირისპირება უწოდა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ თქვა, რომ მისი ერი „არ დაიჭერს მხარეს“ კონფლიქტში, მიუხედავად იმისა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კნინობითად „კომიკოსი“ უწოდა. სამხრეთ აფრიკის მაღალი თანამდებობის …

ბრაზილიაში „რიოს ქრისტეზე“ მაღალ ქანდაკებას დგამენ

ბრაზილიის სამხრეთით მდებარე ქალაქ ენკანტადოში დგამენ ქრისტეს ქანდაკებას, რომელიც სკულპტორის ჩანაფიქრის მიხედვით იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე რიო დე ჟანეიროს ქრისტეს ცნობილი ქანდაკებაა. ახალი ქანდაკება მსოფლიოში სიმაღლით ქრისტეს მესამე ყველაზე დიდი სკულპტურა იქნება, 43 მეტრი სიმაღლის. ქანდაკების სიგანე 36 მეტრია. მასში ლიფტს დაამონტაჟებენ, რომელიც ვიზიტორებს 40 მეტრის სიმაღლეზე აიყვანს, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, საიდანაც ვრცელი ხედები იშლება …

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში 1 მილიონს გადააჭარბა იმ პირთა რაოდენობამ, რომელთაც ახალი კორონავირუსი დაუდგინეს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ ქვეყანაში დადასტურებულია Covid19-ით ინფიცირების 1 032 913 შემთხვევა. მათგან ნახევარ მილიონზე მეტი, 576 779 ადამიანი უკვე განიკურნა, 49 976 კი – გარდაიცვალა. ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში Covid19-ის გავრცელების მასშტაბით, აშშ-ის შემდეგ. კორონავირუსის ეპიდაფეთქებაა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც: პერუში [ინფიცირებულია …

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 35 000 შემთხვევა დადასტურდა 24 საათში

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა – თითქმის 35 000 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ლათინური ამერიკის ეს ქვეყანა უკვე მეორე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელებით აშშ-ის შემდეგ. ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს უახლოვდება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამჟამად ბრაზილიაში დადასტურებულია 955 377 შემთხვევა, ვირუსისგან გარდაიცვალა 46 510 ადამიანი. „იმის …

1500-მდე გარდაცვლილი დღე-ღამეში – კორონავირუსის ანტირეკორდი ბრაზილიაში

ბრაზილიაში კორონავირუსის პანდემიამ ბოლო 24 საათში 1473 ადამიანი იმსხვერპლა. ეს ახალი ანტირეკორდია ქვეყანაში, რომელშიც პანდემიის შედეგად 614 941 ადამიანია ინფიცირებული. ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით, აშშ-ის შემდეგ. მიუხედავად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობისა, ბრაზილიის ულტრაკონსერვატორი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ Covid19-ს უბრალო გრიპს უწოდებს.  პანდემიის მიმდინარეობისას ბრაზილიაში გადადგა ჯანდაცვის ორი მინისტრი და ამ დრომდე ამ პოსტზე …

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტია

ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 3 ივნისის მონაცემებით, ბრაზილიაში დადასტურებულია Covid-19-ის 555 383 შემთხვევა, მათგან გარდაიცვალა 31 199 და განიკურნა 223 638 ადამიანი. ბრაზილია მეორე ადგილზეა ახალი კორონავირუსის გავრცელებით, აშშ-ის შემდეგ. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გაიზარდა ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც. პერუში დადასტურებულია Covid-19-ის 170 039 შემთხვევა [გარდაიცვალა 4 634 …

დიდი შვიდეული ამაზონის ხანძრების ჩასაქრობად 22 მილიონ დოლარს გამოყოფს

მსოფლიო შვიდეულის ლიდერებმა სამიტზე გადაწყვიტეს, ამაზონის ტყის ხანძრების შესაჩერებლად მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსი გამოყონ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, რომ  დიდი შვიდეულის ქვეყნები ხანძრების შესაჩერებლად 22 მილიონ დოლარს გამოყოფენ. მისივე თქმით, პირველ რიგში, სასწრაფოდ შეიძენენ ამ მასშტაბის ხანძრის ჩასაქრობად საკმარის სახანძრო ვერტმფრენებს. დიდ შვიდეულში კანადა, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და …

Exit mobile version