ბოშების ვაქცინაციის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის – რუსუდან შავიშვილი

აჭარაში, კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში, 250-მდე ბოშა ცხოვრობს. როგორც თემის ბარონი რომა ასლანოვი „ბათუმელებთან“ ამბობს, თემში ბოშების ნაწილს ვაქცინაციაზე არ აქვს სრული ინფორმაცია, ნაწილს კი სურვილი აქვს აიცრას, მაგრამ ვერ ახერხებს. „ზოგს ეშინია აცრის, ზოგი ამბობს, რომ რუსეთში ადამიანები გარდაიცვალნენ აცრისგან. ზოგს უნდა აცრა, მაგრამ მაინც ვერ იღებს ბოლომდე გადაწყვეტილებას. ვცდილობთ დავიცვათ წესები და …

როგორც ცხოვრობენ ქობულეთელი ბოშები უმუშევრად და უკომპენსაციოდ 

ქობულეთში, გელაურის დასახლებაში 250-მდე ბოშა ცხოვრობს. მათი მდგომარეობა პანდემიაში საქართველოს დანარჩენ მოსახლეობაზე მეტად რთულია – კულტურული, ენობრივი თუ ეკონომიკური იზოლაციის გამო. ბოშები ბოლო წლების განმავლობაში ვაჭრობით ირჩენდნენ თავს. 2008 წლიდან ბოშა ბავშვებმა სკოლაშიც დაიწყეს სწავლა. ახლა კი, როცა სწავლება დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, უფროსკლასელი ბოშებიდან გაკვეთილებს თითქმის ვეღარავინ ესწრება სმარტფონისა და კომპიუტერის უქონლობის გამო. ბავშვებს შინ …

ბოშა ქალის ერთი დღე სახლსა და ბაზარში

ქობულეთში, სოფელ გელაურში, მცხოვრები ბოშა ქალები თავს ბაზრებში ვაჭრობით ირჩენენ და ოჯახებსაც არჩენენ. სამუშაო დღე მათთვის ადრე დილას იწყება. ალაგებენ სახლს, ამზადებენ სადილის, შემდეგ კი ჩანთებს და ასე მძიმე ჩანთებაკიდებულები მიდიან სავაჭროდ. ასეთია გელაურელი ბოშა ქალების ყოველდღიურობა – ისინი უმეტეს შემთხვევაში, ბათუმში დადიან სავაჭროდ. ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე ბოშა ქალები მუდამ ეზიდებიან მძიმე ტვირთს ჩანთებით, …

ალექს ჩიღვინაძე: ბოშები ჩაკარგული არიან უთანასწორო საზოგადოებაში გაჩენილ უფსკრულში

ალექს ჩიღვინაძე, მწერალი ბოშები არათუ საკმარისად ინტეგრირებული, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია და მათ ცხოვრებაზე ბუნდოვანი წარმოდგენები გვაქვს.  მე, პირადად, არ გამიგია, რომ ქართული სახელმწიფო რამეს აკეთებდეს არათუ ბოშათა პრობლემების მოსაგვარებლად, ზოგადად, ნებისმიერი უმცირესობისა და მარგინალიზებული ჯგუფისთვის. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო დაკავებულია დღესასწაულების გამოგონებით, ამ დღესასწაულების აღსანიშნავი ზეიმების ორგანიზებით და არაფერს აკეთებს იმ უფსკრულის ამოსავსებად, რომელიც …

ალექსანდრე ლორდქიფანიძე ბოშებზე: მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის შანსის მიცემა

ბოშები არათუ საკმარისად, საერთოდ არ არიან ინტეგრირებულნი. ზოგადად, სხვადასხვა თემისა თუ ჯგუფის საზოგადოებაში ინტეგრაცია სახელმწიფოსა და სამოქალაქო სექტორის თანაბარი პასუხისმგებლობა მგონია. ერთმა მატერიალური პირობები უნდა შეუქმნას, მეორემ – სოლიდარობა გამოიჩინოს და მიიღოს. სტიგმები და სტერეოტიპები ერთსა და იმავე მორევში ატრიალებს აღნიშნულ ჯგუფს და ისევ უბიძგებს თავადაც ამ სტერეოტიპების (ქურდები, მათხოვრები, მჩხიბავები) მიმართულებით იმოძრაონ, რადგან საზოგადოებაში არ …

რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ბოშებზე – „ეს ეთნიკური უმცირესობა მივიწყებულია“

მიშა ჩარკვიანი, რეჟისორი ბოშები საერთოდ არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში. ეს ეთნიკური უმცირესობა მივიწყებულია. როგორც ვიცი, ძალიან ბევრი პირადობის მოწმობის გარეშეა და ისინი ვერ სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევით, ვერ იღებენ ვერავითარ დახმარებას, განათლებას, ვერ ვითარდებიან… მათი ცხოვრება ძალიან შორსაა იმ ელემენტარული საჭიროებებისგან, რაც ადამიანს ყოველდღიურად უდგას. ჩვენს ქვეყანაში ისედაც ძალიან ცოტა ადამიანს ეძლევა საშუალება, გაიუმჯობესოს ცხოვრება. ეს …

რა სჭირდება გადასარჩენად ბოშათა პირველ ბენდს საქართველოში

„მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. რომ იყოს რამე  ისეთი, მუსიკასთან დაკავშირებული, მთაზე ავალ  და იქ დავუკრავ,“ – ასე იწყებს საუბარს მურმან დერბიში. მურმანი მუსიკოსია. 10 წლის წინ, ბიძამისმა, ნიკოლოზ ალიმოვმა, მუსიკალური ბენდი შექმნა, “მიქსი” დაარქვა და მუსიკოსები შემოიკრიბა. „ექვსნი ვიყავით თავიდან ბენდში – მე, ბიძაჩემი კოლია, იურა შაბანოვი, იურა ალიმოვი,  ჯამბულ მელამედოვი და ზურა ძნელაძე. მერე ზურა …

ნარგიზ ჯინჭარაძე – ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში

ნარგიზ ჯინჭარაძე,  ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში.  მას შემდეგ, რაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მათთან და გააქტიურდა ეს პრობლემა, იქედან თუ ავითვლით, ინტეგრაციის საკმაოდ კარგი ხარისხი და დინამიკაა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის.  ეს არის გრძელვადიანი საკითხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელწიფოსა და საზოგადოების როლებს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს …

სასკოლო ასაკის 10 ბავშვი ერთ ოჯახში – რატომ ვერ მიდის ყველა სკოლაში

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას „ბოშები გელაურიდან“. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. დღეს მოგითხრობთ ბოშების ერთ ოჯახზე, სადაც 12 ბავშვი ცხოვრობს. მათგან ათი სკოლაში დადის. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა რამდენიმე დღეში დაიწყება, ბავშვებს სკოლაში წასასვლელად საჭირო ნივთები ჯერ კიდევ არ აქვთ. ეს დარიკო მელამედოვაა. ცხოვრობს გელაურში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დარიკო ბოშაა. იღებდა …

ელენე პროშიკიანი: სამწუხაროდ, ამჟამად ბოშათა მიმართ ნდობა დაკარგულია

ელენე პროშიკიანი, ბოშათა საკითხების კოორდინატორი „ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრში“ ჩემი აზრით, საქართველოში მცხოვრები ბოშები საერთოდ არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში. სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება ნაკლებია, რადგან საქართველოში მცხოვრები ბოშები არ არიან იმდენი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებად განიხილონ და მათთვის რამე გააკეთონ. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ძალიან გვეხმარება, მაგალითად, პირადობის მოწმებების აღებაში. ეს სერვისი არ არის უფასო, ამაში ხელს …

როგორ იცნობ ბოშებს? | ქვიზი

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას “ბოშები გელაურიდან”. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. თვალი გვადევნეთ და გაიგეთ მეტი.

Exit mobile version