პირველი სხდომა საკონსტიტუციოში საგანგებო რეჟიმის შემდეგ, საგანგებოს ერთ-ერთ შეზღუდვაზე

სამართლიანი იყო თუ არა მარნეულსა და ბოლნისში გადაადგილების შეზღუდვა – ამ საკითხზე მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 15 მაისს, დაიწყო. ეს პირველი სხდომაა საკონსტიტუციოს სხდომათა დარბაზში მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული სხვადასხვა აქტი ჯამში ხუთმა მოქალაქემ და ორგანიზაციამ გაასაჩივრა. ერთ-ერთი სარჩელის არსებითად განხილვაზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე უარი თქვა – საქმე ეხებოდა …

„ზოგი 3-4-ჯერ იღებს დახმარებას, ზოგი ერთი თვე ელოდება“ – რა ხდება მარნეულსა და ბოლნისში

მარნეულსა და ბოლნისში ათობით ოჯახი ისევ ელოდება მთავრობის ე.წ. სურსათის კალათის მიღებას. ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ცხელ ხაზზე დღემდე აქტიურად რეკავენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სასურსათო კალათა ერთი თვის დაგვიანებით მიიღეს ან ჯერ კიდევ არ მიუღიათ. „ამ დროს, აღმოჩნდნენ ისეთი ოჯახები, ვინც 3-4-ჯერ მიიღო სასურსათო დახმარება, მხოლოდ იმიტომ, რომ რწმუნებულებთან ახლობლობენ“, – ამბობს …

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა – შსს

შსს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში – ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო. შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ. შშ ინფორმაციით, საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. „სოფელ ხატისოფელის, ვანათისა და მუშევანის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები“. ამავე …

162 000 ადამიანი ცხოვრობს მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინია

საქართველოს ორ მუნიციპალიტეტში – მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მკაცრი კარანტინის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 00:30 საათზე გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, 162 200 ადამიანი ცხოვრობს. აქედან მარნეულში  106 800 ადამიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი 55 400 ადამიანი. გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვერ ხდება მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა და ქვეყანა …

როგორ აბარებენ არაქართულენოვანი პედაგოგები პროფესიულ უნარებს

შესწორება: „ბათუმელებმა“ აღნიშნული სტატია გამოქვეყნა 24 იანვარს, სათაურით, – „არაქართულენოვანმა პედაგოგებმა არ იციან,რომ უნარების ჩაბარება უცხო ენაზეც შეუძლიათ“.  სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, არაქართულენოვანი სკოლებიდან პედაგოგები ისევ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გამოცდების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. „ბათუმელები“ ხელმეორედ დაუკავშირდა გამოცდების ეროვნულ ცენტრს და აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება მოითხოვა.  ამჯერად განმარტება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული …

Exit mobile version