არჩევნების წინ ბიუჯეტი ბათუმის მერიამაც შეცვალა – უფასო სასადილოს დაფინანსება შემცირდა

წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ბათუმის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ცვლილებები შეიტანა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტში. საარჩევნო კოდექსი ბიუჯეტში ცვლილებას არჩევნების დღემდე 2 თვით ადრე კრძალავს, იმ მოტივით, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული რესურსი არ გამოიყენოს ამომრჩევლის გულის მოსაგებად. ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები საკრებულომ 9 აგვისტოს სხდომაზე დაამტკიცა. სხდომაზე განსახილველ საკითხებში, რომელიც საკრებულომ ადრე დააანონსა, ბიუჯეტის ცვლილებების …

„თუ ამდენი ბაღია, 45 ბავშვი რატომ არის ერთ ოთახში?“ – რა ხდებოდა ბათუმის ბიუჯეტის განხილვაზე

„ეს ციფრები რომ იზრდება კარგია, მაგრამ თუ აკონტროლებს ვინმე, როგორ იხარჯება?“ – მერიის სამსახურის უფროსებს მიმართა მოქალაქე მანანა ხაბაძემ, როგორც კი, პრეზენტაცია დასრულდა ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ. დღეს, 8 დეკემბერს, ბათუმის ერთ-ერთ დასახლებაში, კონკრეტულად კი, ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოს, ბათუმის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბათუმის მერიამ მსგავსი დისკუსია რამდენიმე დასახლებაში გამართა. მიუხედავად …

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2024 წლის ბიუჯეტი რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე დღეს, 8 დეკემბერს, 13 ხმით დაამტკიცა. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ. აჭარის ბიუჯეტის დაჩქარებული წესით მიღების წინააღმდეგი იყო უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია, თუმცა, საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განმარტებით, რიგგარეშე სესიის ჩანიშვნა გადაწყდა იმიტომ, რომ მომდევნო პერიოდში სხვა საკითხებიც აქვთ განსახილველი, რასაც ბიუჯეტის პროექტის …

2024 წლის ბათუმის ბიუჯეტი „იაფი სახლის“ გარეშე – რას აკლდება და რას ემატება დაფინანასება

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 365 მილიონი იქნება, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა საკრებულოში განსახილველად უკვე გადააგზავნა. შეიძლება ითქვას, რომ ბიუჯეტში ახალი პროექტი არ არის. ძირითადად აკლდება ან ემატება თანხები მიმდინარე პროექტებს. ხელფასები იზრდება ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, იზრდება ბათუმის მერიის, მასზე დაქვემდებარებული უწყებებისა და საკრებულოს დაფინანსება, მათ შორის შრომის ანაზღაურების ნაწილში. ხელფასებისთვის …

საჯარო უწყებებში ხელფასები იზრდება? – როგორია აჭარის ბიუჯეტის პროექტი საარჩევნო წელს

მომავალი, საარჩევნო წლის ბიუჯეტის წარდგენამდე ხუთი დღით ადრე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დააანონსა, რომ 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 700 მილიონ ლარს გადააჭარბებდა: „მალე მილიარდსაც მივუახლოვდებით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. კანონით განსაზღვრულ ვადაში, პირველ ნოემბერს, აჭარის მთავრობამ აჭარის უმაღლეს საბჭოს რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი ვარიანტი წარუდგინა განსახილველად. უმაღლესი საბჭო ბიუჯეტს განიხილავს და შენიშვნებით დაუბრუნებს მთავრობას. უმაღლესი საბჭო მეორე …

Exit mobile version