მესტიაში დენის მოხმარება არც ხატზე დაფიცების შემდეგ შემცირდა – რას ამბობენ ენერგოპროში

მესტიაში მოსახლეობის ნაწილმა 30 დეკემბერს ხატზე დაიფიცა, რომ მაინერებს, იგივე კრიპტოვალუტის მომპოვებელ აპარატებს გამორთავენ. მიუხედავად ამისა, „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება, დეკემბრის თვესთან შედარებით, იანვარში არ შემცირებულა. „450 ათასი კილოვატი იყო მოხმარება საშუალოდ დღე-ღამეში 30 დეკემბრამდე და ანალოგიური მაჩვენებელია მიმდინარე წლის იანვარშიც. ვიდრე მაინერების პრობლემა დადგებოდა, მესტია მოიხმარდა დაახლოებით 200-230 ათას კილოვატს …

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით, ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, 2020 წელს კი ქვეყნის ეკონომიკა, პანდემიის გამო, პრაქტიკულად გაჩერდა, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ საკმაოდ ძვირად. რატომ …

კრიპტომატის საშუალებით მოცდის გარეშე თანხის განაღდების ლიმიტი 3000 ლარამდე გაიზარდა

„კრიპტომატი“ (Cryptomat) – კრიპტოვალუტების ორმხრივი ბანკომატების ოპერატორი კომპანია მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს. ამიერიდან, 3000 ლარამდე თანხის განაღდება, მომხმარებლებს სწრაფად, ყოველგვარი მოცდის გარეშე: ე.წ. Redemption Code-ისა და ბლოკჩეინის ქსელში დადასტურების გარეშე, ტრანზაქციის დასრულებისთანავე შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ „კრიპტომატი“ კრიპტოვალუტებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს კრიპტოვალუტების  –  ბიტკოინის (BTC) ლაითკოინის (LTC), ბიტკოინ ქეშისა (BCH) და ეთერიუმის (ETH) ლარში ყიდვისა და გაყიდვის …

ბინები ბათუმში ბიტკოინითაც იყიდება – როგორ გადაიხდის კომპანია გადასახადებს

ბათუმში ერთ-ერთი კომპანია, რომლის დამფუძნებლებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ [რუსეთი-საქართველო], მსურველს სთავაზობს ბინის შეძენის საფასური გადაიხადოს ბიტკოინითაც. საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ არის გადახდის კანონიერი საშუალება. „ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, როგორ დაიბეგრება კომპანია, თუ გამყიდველი ქონების გაყიდვის ხელშეკრულებაში ვირტუალურ ვალუტას, ბიტკოინს მიუთითებს. ნებისმიერი კომპანია, რომელიც, ვთქვათ, საცხოვრებელ ბინებს ყიდის, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის დამატებითი ღირებულების …

Exit mobile version