ხულოს ყოფილი გამგებელი აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა

ხულოს ყოფილი გამგებელი და 2017 წლის მოწვევის ხულოს საკრებულოს წევრი ბესიკ ბაუჩაძე აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტზე შეუდგა მუშაობას. ბაუჩაძემ ხულოს საკრებულო დატოვა. „აქტიურ სადეპუტატო უფლებამოსილებას ვერ განვახორციელებდი, ეს გავითვალისწინე და ისე მივიღე გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ბესიკ ბაუჩაძემ „ბათუმელებთან“. ბესიკ ბაუჩაძე პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ფინანსების აღრიცხვისა და …

კონკურსი ხულოს გამგეობაში ახალი თანამშრომლის შესარჩევად

მიუხედავად იმისა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება არსებობს და განყოფილებაში ორი თანამშრომელია დასაქმებული, ხულოს გამგებელი, ბესიკ ბაუჩაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თანაშემწის აყვანას აპირებს გამარტივებული კონკურსით. კონკურსის პირველი ეტაპი – განცხადების გადარჩევა უკვე დასრულდა. შემდეგი ეტაპი გასაუბრებაა, რომელსაც კონკურსანტები მუნიციპალიტეტის გამგებელთან ან მის უფლებამოსილ პირთან გაივლიან. რაში სჭირდება თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში გამგებელს, როდესაც …

აჭარის მუნიციპალიტეტების გამგებლების შემოსავლები

2016 წელს, ქედის, ხულოს, შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან, ყველაზე მეტი ანაზღაურება – 51 326 ლარი და 31 თეთრი ხელვაჩაურის გამგებელ ნადიმ ვარშანიძეს აქვს აღებული, გასულ წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით.  ნადიმ ვარშანიძეს, როგორც ბათუმის საზღვაო აკადემიის სრულ პროფესორს, შარშან, ხელფასის სახით, 26 000 ლარიც მიუღია. ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის ივლისის თვეში შეუვსია შუახევის გამგებელ ტარიელ ებრალიძეს. მას, …

 ქვედა თხილვანელთა განსახლების ვადა სექტემბერში იწურება

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრები 63 ოჯახიდან, ორმა ოჯახმა, სახელმწიფო განსახლების პროგრამაში ჩართვასა და 25 000 ლარის მიღებაზე უარი განაცხადა. მისივე ინფორმაციით ორ ოჯახს ბინა, ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანის სოციალურ სახლში გადაეცა, ხოლო დანარჩენ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების შესაძენად, 25 000 ლარი, პირად ანგარიშებზე დაერიცხათ. „ორმა ოჯახმა უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, თუმცა მათთვის …

ვახშმები ხულოს ბიუჯეტის ხარჯზე

კვირის ბოლოს ხულოში „სელიმობას“ აღნიშნავენ. ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 5256 ლარი და 90 თეთრი დაიხარჯება. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი – 2987 ლარი და 50 თეთრი, ვახშმისთვისაა გათვალისწინებული. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და კომპანია „არსი 2“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში იპოვით ჩამონათვალს, თუ რა არის გათვალისწინებული „სელიმობისთვის“. სია ბუკლეტების დაბეჭდვით და ვარდების შეძენით იწყება და გრძელდება იმ კერძების ჩამოთვლით, …

ხულოს გამგებელი თხილვანელებზე: საკუთარი ნებით თუ არ წამოვლენ, შესაძლოა იძულებით გამოვასახლოთ

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის ინფორმაციით, სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ იმ 32 ოჯახს, რომლებიც სახელმწიფოს განასახლების პროგრამაში ჩაერთო,  25 000 ლარი მიმდინარე კვირიდან ჩაერიცხება, ხოლო 28 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით 25 000 ლარი უკვე ჩაერიცხა, სახლის შესაძენად  სამთვიანი ვადა აქვს. სამი თვის განმავლობაში ყველა მათგანმა ადგილობრივ ხელისუფლებას საკუთრებაში არსებული ახალი საცხოვრებელი სახლის შესაბამისი …

ხულოში ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები 5 წელია ცარიელია

ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემის ცენტრში, სოფელ ყინჩაურში, ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი ბინები ამ დრომდე უფუნქციოდაა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამეწყრილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების მოსაწყობად ყოფილი საავადმყოფოს შენობას რეაბილიტაცია 2012 წელს ჩაუტარა, ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე საბავშვო ბაღის, მეორე და მესამე სართულზე შვიდი ბინის მოსაწყობად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მთლიანობაში 72 000 ლარი დახარჯა. „ბათუმელების“ კითხვაზე – იმ სოციალურ და ეკოლოგიურ ფონზე, რაც …

ხულოს საკრებულოს წევრი ხელისუფლებისგან თხილვანელთა განსახლების გეგმა-გრაფიკს ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ჯორბენაძემ სოფელ ქვემო თხილვანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. „თხილვანაში რთული ვითარებაა. ის პროგრამები, რომლითაც დახმარებას ხელისუფლება მოსახლეობას სთავაზობს, არაადეკვატურია. ამ დრომდე ხელისუფლებამ რეაგირების მოხდენა ვერ მოახერხა, ხალხი ითხოვს შველას ხელისუფლებისაგან, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპი ჩაიშალა იმის გამო, რომ მოსახლეობას ხელისუფლებამ არ …

თოვლი აჭარაში – უშუქობა და გადაადგილების პრობლემები სოფლებში

აჭარის მაღალმთიანეთში თოვის გამო გარკვეული პრობლემებია რიგ სოფლებში. გამგეობების ინფორმაციით ქედის, შუახევისა და ხულოს ზოგიერთ სოფლამდე მისასვლელი გზა თოვლისგან ვერ იწმინდება, ზოგ სოფელში კი მხოლოდ ორხიდიან ავტომობილებს შეუძლიათ ასვლა. გზებს ძირითადად დაბებამდე წმენდენ. პერიოდულად შეზღუდვებია ელექტროენერგიის მიწოდებაშიც. გამგეობებში აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესები არსად განვითარებულა. ხულოს გამგებლის თქმით, სტაბილური ვითარებაა სოფელ ქვემო თხილვანაშიც. ქედის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან …

სოფელი ცივი ზამთრის მოლოდინში

თოვლმა პრობლემები შექმნა უკვე აჭარის მთიანეთში. ჩაიკეტა სოფლებში შიდა გზები, ზოგიერთ სოფელს შეუწყდა შუქის მიწოდება და რიგ სკოლებსა თუ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა. რამდენად მომზადებული ხვდება მთიანი აჭარა დაანონსებულ ცივ ზამთარს? ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი კურცხალი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია ხულოში. აქ ნალექი უხვად მოდის და ზამთარი დიდხანს გრძელდება. გასულ კვირას მოსულმა თოვლის საფარმა კურცხალში …

ხულოს გამგებლის მძღოლი წელიწადში 143 დღე მივლინებაში

ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩაძის მძღოლმა – მერაბ ცეცხლაძემ 2014 წელს მივლინებაში 167 დღე გაატარა, 2015 წელს კი – 143 დღე. თავად ბესიკ ბაუჩაძეს 2015 წელს, ოფიციალურად, სულ ხუთი სამივლინებო დღე ჰქონია. გამგებელი იმის გამო, რომ მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს, ხშირად სამსახურში არ იმყოფება – ეს პრეტენზია ბესიკ ბაუჩაძის მიმართ იმ ადამიანებს აქვთ ხულოდან, რომლებიც ამბობენ, …

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი

შეღავათები, რომლებსაც ე.წ. „მთის კანონი“ ითვალისწინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა მაღალმთიანეთში მცხოვრებზე, თუ მას კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ასეთი სტატუსის მისაღებად მოქალაქმ უნდა მიმართოს შესაბამისი დასახლების გამგებელს ან მერს. მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია დაბა ქედა, შუახევი, ხულო და ამ სამი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე უკლებლივ ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე …

Exit mobile version