ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დალი ფუტკარაძე დანიშნეს

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად დალი ფუტკარაძე დანიშნეს. მანამდე ამ პოსტს დავით დიასამიძე იკავებდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა. „აქვს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ – წერს მერია. დალი ფუტკარაძე ამ თანამდებობაზე წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. მან 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ …

2021 წელს ბათუმში არც ერთი საბავშვო ბაღი არ აშენდება – ბიუჯეტის პროექტი

ვერც მომავალ სასწავლო წელს შეძლებს ბათუმის მერია საბავშვო ბაღებში ყველა მსურველი ბავშვის მიღებას, ეს საკითხი ისევ მწვავე პრობლემების ჩამონათვალში რჩება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სკოლამდელი აღზრდის დაფინანსება მილიონი ლარით მცირდება, თუმცა თანხა არ აკლდება ბათუმის ბაღების გაერთიანების ბიუჯეტს. 2021 წლის ბიუჯეტში არც ერთი ახალი ბაღის მშენებლობა დაფინანსებული არ არის. თუმცა განმარტებების მიხედვით, რომელიც მერიამ …

„ჩემს შვილს საბავშვო ბაღიდან საკვები არ მიუღია“- მშობელი

„ჩემი შვილი ბათუმის მე-11 საბავშვო ბაღში დადის.  კორონავირუსის პანდემიის გამო, რადგან ბაღები დაიკეტა, ითქვა, რომ ბავშვები საკვებ პროდუქტებს სახლში მიიღებდნენ. ჩემს შვილს პროდუქტები არ მიუღია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ირმა შარაძე. მშობელი ამბობს, რომ პროდუქტების მიღებასთან დაკავშირებით ის ბაღის მასწავლებელს ესაუბრა, რომელმაც მას უთხრა, რომ როცა მისი რიგი მოვიდოდა, შეატყობინებდნენ. „არავის არაფერი არ აუხსნია პროდუქტების …

ბათუმში საბავშვო ბაღის გარეშე წელს 1 659 ბავშვი დარჩა

წელს ბათუმში  საბავშვო ბაღის გარეშე 1659 ბავშვი დარჩა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ბაღებში მოხვედრას გასულ წელსაც ცდილობდნენ, თუმცა ადგილის არარსებობის გამო ისევ ბაღის გარეშე დაჩნენ. საერთო ჯამში ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, ამ ბაღებში აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი – 8 080. წელს საბავშვო სააღმზრდელო კურსი სრულად დაასრულა და ბათუმის სკოლების პირველ კლასებში გადანაწილდა 2 577 …

ბათუმში საბავშვო ბაღების აღმზრდელები და ძიძები სექტემბრიდან 20%-ით გაზრდილ ხელფასს მიიღებენ

ბათუმის საბავშვო ბაღებში მუშაობა 17 სექტემბრიდან გაახლდება. ბაღების გაერთიანების პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს ბათუმის საბავშვო ბაღებში 8035 ადგილია. ამ დროისათვის გაერთიანებაში ვერ ასახელებენ, რამდენი ბავშვი დარჩა წელს ბაღის გარეშე, რომელიც მშობელმა ბაღში ჩარიცხვის მიზნით დაარეგისტრირა. „ამ დროისთვის ინფორმაციას ვამუშავებთ და  დაახლოებითი მონაცემი 17 სექტემბრის შემდეგ გვექნება“, – გვითხრეს პრესსამსახურში. გასულ წელს მხოლოდ ბათუმში საბავშვო ბაღების გარეშე …

ნატალია ზაქარეიშვილს მამუკა შამილიშვილი შეცვლის

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნატალია ზაქარეიშვილმა, თანამდებობა დატოვა. „ბათუმელებთან“ საუბარში მან განაცხადა, რომ სამსახურიდან წასვლა მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მუშაობას ისევ საჯარო სამსახურში გააგრძელებს: „მუშაობას გავაგრძელებ განათლების ან კულტურის მიმართულებით.“  თუმცა ის არ აკონკრეტებს, რომელ საჯარო უწყებაში დასაქმდება. ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თანამდებობას კი მამუკა შამილიშვილი დაიკავებს, რომელიც ამავე სამსახურში მოადგილე იყო …

საკრებულოს წევრი: ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღი სახიფათო მდგომარეობაშია

ბათუმის საკრებულოს წევრის, ნოდარ დუმბაძის ინფორმაციით, სახიფათო მდგომარეობაა ბათუმის 27-ე საბავშვო ბაღში – შენობის კედლები დაბზარულია და იქ ყოფნა ბავშვებისთვის სახიფათოა. „ვიდრე იქ რაიმე მოხდება, მანამ მივიღოთ გადაწყვეტილება“, – მიმართა მან საკრებულოს თავმჯდომარეს. ინფორმაცია დაადასტურა ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნატალია ზაქარეიშვილმა. მან თქვა, რომ ბაღის შენობის კედლები დაიბზარა ისე, რომ მუჭი შეეტევა ბზარებში: “ჩვენ ადრეც დაგვიდგა …

Exit mobile version