სესხის რამდენი პროცენტით გაიაფება შეიძლება მოვთხოვოთ ბანკს – ინტერვიუ

„უნდა ევაჭრონ მსესხებლები ბანკს და საუკეთესო პირობა წამოიღონ“ – ამბობს „საზოგადოება და ბანკების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა შემთხვევაში შეიძლება გაიაფდეს სესხი, როცა რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა? „მსესხებელმა უნდა გაიგოს რამდენიმე ბანკის პირობა და შეადაროს ეს მონაცემი. შეიძლება რეფინანსირება გააკეთონ იმავე ბანკში, სადაც სესხი აქვთ, ან ამ სესხის პორტირება მოახდინონ სხვა ბანკში,“ – განმარტავს …

რა ვალები აქვს ბათუმს

ბათუმის მთავარი ფინანასური დოკუმენტის მიხედვით, 2023-2026 წლებში, ორი მნიშვნელოვანი სესხის ვალდებულებების დასაფარად 157 მილიონ ლარზე მეტის გადახდა მოგვიწევს. სასესხო ვალდებულებების დაფარვისთვის, ბათუმის მერიამ, 2023 წლის ბიუჯეტში 32 მილიონ 451 200 ლარი გაითვალისწინა. ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციით, გაწერილია სასესხო მომსახურებების თანხა 2026 წლის ვადით.  ბათუმის ბიუჯეტი წლის დასაწყისში 285 მილიონ 950 000 ლარი იყო. მერიის განმარტებით, პროგრამის …

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, როცა ლარი მყარდება

რატომ არ მცირდება რეფინანსირების განაკვეთი, ან შემცირდება თუ არა იგი, როცა ეროვნული ვალუტის კურსი ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკულ დოლართან მიმართებაში სტაბილურად მყარდება? – ეროვნული ბანკის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ საკითხს მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე 23 ივნისს განიხილავენ. რეფინანსირების განაკვეთს, რაზეც შემდეგ საბანკო სესხების გაზრდა ან შემცირებაა დამოკიდებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს. კომიტეტის სხდომების კალენდარი წინასწარაა განსაზღვრული. მაგალითად, …

ბათუმელი პოლიციელი, რომელსაც გამოსახლებას უპირებენ და რომელმაც საკონსტიტუციოში დავა მოიგო

„თუ საკუთარი უფლება არ დავიცავი, სხვას როგორ დავიცავ?“ – კითხულობს რემზი შარაძე, რომელიც უკვე 25 წელია უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობს. რემზი მაჭახლის ხეობაში მუშაობს. ეს ის უბნის ინსპექტორია, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში დავა იუსტიციის მინისტრს მოუგო. ამჯერად ისევ ბათუმის სასამართლომ უნდა განსაჯოს – გამოასახლებენ თუ არა ბინიდან უბნის ინსპექტორს და მის ოჯახს. რემზი შარაძეს 2014 წელს „იშ …

„მთელ პენსიას ბანკის სესხში ვიხდი“ – პენსიონერი, რომელიც სამუშაოს ეძებს [ვიდეო]

67 წლის პენსიონერმა, მერი ჯიჯავაძემ, რომელიც წლებია თურქეთში, ჩაის მკრეფავად მუშაობდა, პანდემიის გამო შემოსავლის ეს წყარო დაკარგა და ახლა აქ ცდილობს სამუშაოს პოვნას და სესხის გადახდას, რომელიც უსახსრობის გამო გამოიტანა ბანკიდან. მერი სოციალურად დაუცველია. „17 წელი თურქეთში ვიმუშავე, ჩაის ვკრეფდი. 2020 წელს გამიჭირდა და ავიღე სესხი, თურქეთში სამუშაოდ კი ვერ წავედი პანდემიის გამო. ახლა ხან …

ბანკებს 38 მილიარდი ლარი სესხი აქვთ გაცემული – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა [ბანკთაშორისი სესხების გარდა], 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 48.22 მილიონი ლარით [0.13%-ით] შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის ჯამში 38.17 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მილიონი ლარით [0.53%-ით] შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით …

ბანკის სესხს ნახევარმილიონზე მეტი ადამიანი ვერ იხდის – „დაყადაღებული საქართველო“

საქართველოში ნახევარმილიონზე მეტი მოქალაქე ვალს დროულად ვერ იხდის. ქვეყანაში დღეს 545 029 ფიზიკურ პირს ბანკის, მიკროსაფინანსო თუ სხვა ორგანიზაციის ვადაგადაცილებული სესხი აქვს. სესხის ჯამური მოცულობა 2,4 მილიარდს აჭარბებს [ექვივალენტი ლარში]. გარდა ამისა, 9 669 პირი არის თანამსესხებელი, ხოლო 90 487 პირი – გარანტორი. „დაკანონებული ყაჩაღობა“ – ასე აფასებენ სახელმწიფოს პოლიტიკას საფინანსო სექტორში ის მოქალაქეები, რომლებიც …

სესხი რეპეტიტორებისთვის — ტერაბანკმა ახალი პროდუქტი შექმნა

ტერაბანკმა კონკრეტულ სეგმენტზე მორგებული კიდევ ერთი ახალი პროდუქტი შექმნა. ამჯერად ბანკი მარტივად სესხით სარგებლობის შესაძლებლობას იმ მომხმარებლებს აძლევს, რომლებიც კერძო რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან. სესხის მიღება მარტივი პირობებითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თანხის გაცემისას ტერაბანკი არა მხოლოდ ხელფასს, არამედ კერძო მოსწავლეებისგან მიღებულ დამატებით შემოსავლებსაც ითვალისწინებს. „გადავწყვიტეთ, კონკრეტულად რეპეტიტორებისთვისაც შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მათ არა მარტო სესხის მიღების პირობებს …

ერთი წლის მძიმე ავადმყოფი ბავშვის დედის ღია წერილი „კრედო ბანკს“

2016 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოსგან“ სესხის სახით ავიღე 2000 ლარი. თანხა უნდა დამეფარა 2018 წლის 2 იანვრისთვის. ცხრა თვის განმავლობაში კეთილსინდისიერად ვასრულებდი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას და ამ ხნის განმავლობაში გადახდილი მაქვს 1305,65 ლარი [ძირი თანხა]. გადასახდელი თანხა მთლიანად იყო – 3249 ლარი. თანხის აღება პირადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამჭირდა – ფეხმძიმობის პერიოდში ვირუსი შემეყარა. სამწუხაროდ, …

Exit mobile version