ბათუმის მერიამ საკონტეინერო გადასახადი დააწესა – ბიუჯეტი 3-5 მილიონით უნდა გაიზარდოს

დღეს, 26 თებერვალს, ბათუმის საკრებულომ, მერიის ინიციირებით დააწესა საკონტეინერო გადასახადი, რომლის მიხედვითაც გადამზიდავი ვალდებულია გადაიხადოს უკვე დაწესებული გადასახადი საქონლით დატვირთული კონტეინერის საზღვაო ნავსადგურიდან გატანამდე ან საზღვაო ნავსადგურში კონტეინერის გახსნამდე. გადამზიდავი ასევე ვალდებულია გადაიხადოს გადასახადი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლით დატვირთულ კონტეინერზე, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით კონტეინერის რეგისტრაციამდე. იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი არ არის სპეციალური ელექტრონული …

ბათუმის პორტიდან უკან გააბრუნეს სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული გემი

„თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს,“ – აღნიშნავენ შემოსავლების სამსახურში ტანკერის შესახებ, რომელმაც ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული ნავთობპროდუქტები შემოიტანა. „რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს – კანონმდებლობის სრული დაცვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც …

ბათუმის პორტში საფრანგეთის საზღვაო ძალების ხომალდი შემოვა

ხვალ, 22 ნოემბერს, ბათუმის ნავსადგურში ფრანგული ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვევა. „კომანდან ბირო“ საფრანგეთის საზღვაო ძალების სამხედრო საპატრულო ხომალდია. გემის სახელწოდება უკავშირდება ფრანგული გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრს, საზღვაო ოფიცირს, როჟერ ბიროს, რომელიც 1942 წელს დაიღუპა.

“თავისუფლების ჩემპიონი” – ამერიკული სამხედრო გემი ბათუმშია

ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78)  ბათუმის ნავსადგურშია. ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას. “ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე საქართველოში. გემის სლოგანია “თავისუფლების ჩემპიონი”, ზუსტად თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რასაც ეფუძნება ჩვენი ქვეყანა და ეს არის საქართველოსა და ამერიკას შორის …

ბათუმში თურქულ გემზე 263 სტუდენტი წვრთნებს გაივლის

დღეს, 9 სექტემბერს, ბათუმის ნავსადგურში თურქული გემი TCG SANCAKTAR-ი შემოდის. გემზე თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო საზღვაო სასწავლებლის პირველი კურსის სტუდენტები გაივლიან სწავლებას, რომელიც მათ გემისა და ნაოსნობის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარება. სტუდენტები წვრთნებს გაივლიან სანავიგაციო, ტექტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში პირველი რანგის კაპიტნის, ეროლ ქუჩუქის მეთაურობით. ბათუმში თურქეთის საკუნსულოს ინფორმაციით, წვრთნებში 263 სტუდენტი …

200-ტონიანი გემი თითზე მობმული თოკით ხუთ მეტრზე – რეკორდი ბათუმის ნავსადგურში

საქართველოს რეკორდების ფედერაციის ინფორმაციით, ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ფედერაციის ორგანიზებით, გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და გაწია საზღვაო ბუქსირი  „თამარა 2“, რომლის წონაც 200 ტონას აღემატება. ქართველმა რეკორდსმენმა გემის გადათრევა 5 მეტრზე შეძლო. ფედერაციის ინფორმაციით, მსგავსი რეკორდი მსოფლიოში აქამდე არასდროს დამყარებულა. 29 წლის როსტომაშვილი არაერთი ძალისმიერი რეკორდის ავტორია, 2015 წელს კი  „რეკორდსმენთა …

ადამიანები, ვისაც 200 მილიონზე მეტი შეაქვთ ქვეყნის ბიუჯეტში – ფოტორეპორტაჟი

დღეს, 13 ივლისს, ბათუმში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს. მეზღვაურებმა საზეიმო მსვლელობა 13:00 საათზე ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყეს. See more

ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა შემოვიდა

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, 10-13  ივნისს ბათუმის ნავსადგურში თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღა TCSG – 307  შემოდის, თურქეთ-საქართველოს სანაპირო დაცვის ორმხრივი ურთიერთობების გეგმის ფარგლებში. საკონსულოს ცნობით, აღნიშნული გეგმის ფარგლებში, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სანაპირო დაცვის ორი თურქი და ორი ქართველი თანამშრომელი გაცვლით პროგრამაში ჩაერთვება. TCSG-307 თურქეთის სანაპირო დაცვის კატარღის დათვალიერება  ვიზიტორებს  11 ივნისს, სამშაბათს – …

ბათუმის ნავსადგურში ორი თურქული გემი შემოვა

6-8 მარტს ბათუმის ნავსადგურში ორი თურქული სამხედრო გემი, TCG FATİH-ი და TCG KILIÇ-ი  შემოვა. გემები ბათუმში სამხედრო საზღვაო წვრთნების – „ცისფერი სამშობლო 2019“-ის ფარგლებში შემოვლენ. სამხედრო საზღვაო წვრთნები 27 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით შავი ზღვის, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარეობს და მასში სულ 103 გემი მონაწილეობს. 6 მარტს,  10:30 საათზე, ბათუმის ნავსადგურში გემების დახვედრის ცერემონია გაიმართება. გემების დათვალიერება ვიზიტორებს 6 მარტს – 14:00-16:00 საათზე და 7 მარტს 10:00-12:00 საათზე შეეძლებათ. ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს სანაპირო დაცვის გემების მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები გაიმართება.

პატარაძე ბათუმის პორტზე: გამოვნახავთ ფორმულას, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის

„ჩვენ გამოვრიცხავთ ყველა სახის მანიპულაციას. დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმით, რომ ინვესტორებმა იმუშაონ ჩვენს რეგიონში“, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სადაც დღეს თქვეს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ბათუმის პორტს მიზანმიმართულად აკოტრებს და პორტის ხელში ჩაგდებას ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია ცდილობს. ზურაბ პატარაძე: „ეს არის აბსურდული განცხადება, უსაფუძვლო და პროვოკაციული. მინდა შევახსენო მათ, …

თურქეთის ხომალდები ბათუმის პორტში [ფოტო]

დღეს დილით ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები – TGG Fatih-ი და TGG Volkan-ი შემოვიდნენ.  ვიზიტი ერთობლივ წვრთნებს – “ზღვის ვარსკვლავი 2018” –  უკავშირდება. ხომალდების ეკიპაჟს, რომელსაც ვიცე-ადმირალი ჯემალ ოზდენ იაზიჯიოღლუ ხელმძღვანელობს, ბათუმის პორტში  თურქეთის კონსული, ბათუმის  მერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დახვდნენ. საპორტო ვიზიტის შემდეგ, რომელიც პირველ აპრილს დასრულდება, 2 აპრილს საქართველოს სანაპირო დაცვის გემებთან …

ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ფსკერდამაღმავებელი სამუშაოები ჩაატარეს

ბათუმის ნავსადგურის აკვატორიაში ფსკერდამაღმავებელი სამუშაოები ჩაატარეს. პორტის ადმინისტაციის ინფორმაციით მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლოს ორმოცი წლის წინ ჩატარდა. შემსრულებელმა კომპანიამ ნავსადგურის აკვატორიიდან გაიტანა 186 121 კუბური მეტრი გრუნტი, რაც პორტის სპეციალისტების განმარტებით „ხელს შეუწყობს უფრო დიდი ტვირთამწეობის გემების დამუშავებას.“ სამუშაოები კომპანია „DLEX Trade Consult“ და „Milford“ -მა მიწასაწოვის გამოყენებით ჩაატარეს. სამუშაოების დაწყებამდე პორტის ადმინისტრაციას გარემოზე ზემოქმედების ანგარიში არ მოუმზადებია. …

რა იცვლება ნავსადგურის ტერიტორიაზე

ბულვარში, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  ინფრასტრუქტურული სამუშაოები  მიმდინარეობს.  აჭარის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია დასუფთავდა, მწვანე საფარი გაიწმინდა უსახური ჯიხურებისა და მცურავი სატრანსპორტო საშუალებებისგან, „რომლებიც აღნიშნულ ადგილას ნებართვის გარეშე იყო განთავსებული“. ამავე ინფორმაციით, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ნარგავებით გამწვანების, კორდის დაგების, ბორდიურების, ველო და სასეირნო ბილიკების, სანიაღვრე სისტემების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოები მოკლე …

NATO-ს გემები ბათუმის ნავსადგურში [ვიდეო]

დღეს, დილით, ე.წ. „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, ბათუმს ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) 5 გემი ეწვია. ჯგუფის მეექვსე წევრი ITS GAETA (იტალია) ვიზიტს  მოგვიანებით შეუერთდება. ვიზიტის მიზანია ერთობლივი საქმიანობის გაფართოება და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება.   SNMCMG2 -ის საპორტო ვიზიტის პარალელურად, დღესვე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, …

Exit mobile version