ბათუმის „დინამომ” მარტვილის „მერანი” 1:0 დაამარცხა [ფოტო]

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, დინამოს სპორტულ ბაზაზე ბათუმის „დინამო” მარტვილის „მერანს” დაუპირისპირდა და გაიმარჯვა კიდეც. ერთადერთი გოლი 70-ე წუთზე „დინამოს“ ფორვარდმა, ამირან აბუსერიძემ გაიტანა. საფეხბურთო მატჩი ანგისის ახალი სპორტული ბაზის მოედანზე გაიმართა, სადაც შეხვედრის დაწყებამდე სპორტული ბაზის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. გახსნის ცერემონიალზე „ნიკოლშოუმ“ ბათუმისადმი მიძღვნილი ორი ჰიმნი შეასრულა. მატჩის დაწყებამდე ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრები საყვირებით …

ბათუმის „დინამო“ აკურთხეს

12 აპრილს ანგისის დასახლებაში არსებული ბათუმის „დინამოს“ სტადიონი და გუნდი აკურთხეს. „გუშინ მოედანი დახაზეს და პირველად ივარჯიშა „დინამომ“ ბუნებრივსაფარიან მოედანზე. მამა სერგი მოვიდა და მოედანი აკურთხა. გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, დგინდება ეს საკითხი. მოედანს ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ იყენებენ ფეხბურთელები“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლუბის პრესსამსახურში. გუნდისა და სტადიონის კურთხევის ამსახველი ფოტოები გუნდის პიარისა …

ანგისის ახალი სპორტული ბაზა შესაძლოა „დინამო ბათუმთან“ ერთად გაიყიდოს

ანგისის სპორტული ბაზის ოფიციალური გახსნა მიმდინარე წლის 14 აპრილსაა დაგეგმილი. ამავე დღეს ახალ სპორტულ ბაზაზე პირველად ჩაატარებს შეხვედრას ბათუმის „დინამო“, რომელიც თბილისის „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდება. „დინამო ბათუმის“ გაყიდვის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას, ამასთან, კლუბთან ერთად, შესაძლოა, ანგისის ახალაშენებული ბაზაც გაიყიდოს. ბაზის აშენებაში ბათუმის ბიუჯეტიდან 4,1 მილიონი ლარი დაიხარჯა. ანგისის სპორტული ბაზა ბათუმის მერიამ შპს …

ბათუმის „დინამოს“ ყიდვისთვის ორი ბიზნესჯგუფი იბრძოლებს

საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ ყიდვა ორ ბიზნესჯგუფს სურს. ბათუმის მერიაში წინადადება “ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მფლობელს, აიეტ კუკავას და “ლამინი გრუფის” ხელმძღვანელს, არჩილ ბერიძეს აქვთ შეტანილი. იმისთვის, რომ კლუბი გაიყიდოს, ბათუმის მერიამ აუქციონი უნდა გამოაცხადოს. რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის „დინამოს” შეძენა და როგორ ხედავთ კლუბის მომავალს? – ამ კითხვით მიმართა “ბათუმელებმა” დაინტერესებულ ინვესტორებს. “ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, საქართველოს …

მერია: ბათუმის „დინამო“ არ გაყიდულა

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საფეხბურთო კლუბი „დინამო“ არ გაყიდულა. „ვერ გეტყვით, რატომ გავრცელდა ინფორმაცია გაყიდვის თაობაზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ „დინამო“ არ გაყიდულა და ისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია,“ – ამბობს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, თეკლა ჩიჩუა. გასული სეზონი შედეგების მიხედვით „დინამო“ ეროვნულ ლიგას გამოეთიშა. პირველი მარტიდან გუნდი ეროვნული „ლიგა ორის“ გათამაშებაში ახალი მთავარი მწვრთნელით …

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს

ბათუმის „დინამო“ შესაძლოა გაიყიდოს – ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ეს საკითხი განიხილება, თუმცა, ჯერჯერობით, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და გუნდი არც აუქციონზეა გატანილი. „დინამოს“ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი ამბობს, რომ მათთვის კლუბის გაყიდვა მისაღებია, ასე გუნდი სახელმწიფოს ჩამოშორდება. „გუნდს საკუთარი ბაზა აქვს, სტადიონი შენდება, ბავშვთა სკოლა აქვს, ინვესტორისთვის დღესდღეობით მისაღებია ბათუმის „დინამო“. ადრე არ …

ბათუმის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

29 მაისს ბათუმის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ახალ მთავარ მწვრთნელად  კონსტანტინ ფროლოვი დაინიშნა. „ბათუმის დინამოს“ ხელმძღვანელის, ოთარ ფედიჩკინის თქმით, ახალ მწვრთნელთან ბათუმის „დინამომ“ კონტრაქტი 2018  წლის ბოლომდე გააფორმა. „დინამომ“ ახალ მწვრთნელთან ერთად უკვე გამართა პირველი ვარჯიში.  

ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდი პორტუგალიაში მიემგზავრება

ბათუმის „დინამოს“ ქვიშის ფეხბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად 26 მაისს პორტუგალიაში გაემგზავრება.  ქალაქ ნაზარეში ევროპის  ჩემპიონთა თასის გათამაშება 29 მაისი – 4 ივნისის შუალედში გაიმართება. გუნდი სამი ქართველი, ოთხი – ესპანელი, ორი – იტალიელი, ერთი შვეიცარიელი და ერთი ტრინიდად-ტობაგოელი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული. C ჯგუფში მოასპარეზე ბათუმის „დინამოს“   მწვრთნელი იტალიელი მარკო კასარსაა. ჯგუფში რომის …

მუხრან ვახტანგაძის ტურნირისა და „ბათუმის დინამოსთვის“ მერია დაფინანსებას ზრდის

ბათუმის მერია ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას გეგმავს, პროექტის მიხედვით , რომლის დამტკიცებაზეც ბათუმის საკრებულომ ხვალ, 24 მარტს სხდომაზე უნდა იმსჯელოს, ბიუჯეტი შემოსულობების ხარჯზე 4 მილიონ 301 ათას 900 ლარით იზრდება. ამ თანხიდან ძირითადი ნაწილი ინფრასტრუტურულ პროექტებზე გადანაწილდება. იგეგმება „ბათუმის დინამოს“ კაპიტალის გაზრდაც, ცვლილებების შესახებ ბიუჯეტის პროექტში „ბათუმის დინამოსთვის“ 290 ათასი ლარი გაითვალისწინეს. გარდა ამისა 15 ათასი ლარით …

„ადელის“ სტადიონის ადგილზე აპარტამენტები აშენდება [ფოტო]

ბათუმში სტადიონი „ადელი“ აღარ არსებობს. ხიმშიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, სადაც სტადიონი იყო განთავსებული, დღეს შპს „ორბი ჯგუფი ბათუმის“ საკუთრებაშია. ტერიტორიაზე სხვადასხვა სამუშაო ტარდება – ბალახის საფარი უკვე აღებულია. „ბათუმელებს“ „ორბი ჯგუფში“ უთხრეს, რომ ამ ადგილზე სასტუმრო ან/და საცხოვრებელი აპარტამენტების აშენება კონცეფციის დონეზე განიხილება. თუმცა, კონკრეტული პროექტი ჯერ არ არის [შესაბამისად, არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული]. სტადიონის ტერიტორია თავიდან შპს …

”დინამო” 85 000 ლარად ორკვირიან შეკრების ხარჯებს შეისყიდის

ბათუმის საფეხბურთო კლუბმა „დინამომ“ 2016 წლის 5 იანვარს, თურქეთში საშეკრებო ხარჯების შესასყიდად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შედის, სასტუმროში დაბინავება, კვება და სათამაშო მოედნით უზრუნველყოფა. ტენდერის სავარაუდო ღირებულებაა 85 000 ლარი. შემსყიდველმა, ამ თანხით უნდა უზრუნველყოს 5 საწვრთნელო ამხანაგური მატჩი; 35+1 კაციანი (კლუბის მენეჯერი უფასოდ) შემადგენლობის ანტალიაში (ბელეკში) 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება (ზღვიდან არაუმეტეს 300 მეტრის …

Exit mobile version