„მოდის ხალხი და ფასს რომ იგებს, უკან ბრუნდება, მიდის ცარიელი,“ – ამბობს თამაზ დარჩიძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველს ყიდის. წინასაახალწლო დღეებში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა, თუმცა ყველი განსაკუთრებით. ამას ყველით მოვაჭრეებიც არ უარყოფენ. „12 – 13 ლარი რომ ღირდა იმერული ყველი აქამდე, ახლა 18 ლარი ღირს კილოგრამი, სულგუნის ფასი 25 ლარია, შებოლილი სულგუნი – …
Tag Archives: ბაზარი
ბოშა ქალის ერთი დღე სახლსა და ბაზარში
ქობულეთში, სოფელ გელაურში, მცხოვრები ბოშა ქალები თავს ბაზრებში ვაჭრობით ირჩენენ და ოჯახებსაც არჩენენ. სამუშაო დღე მათთვის ადრე დილას იწყება. ალაგებენ სახლს, ამზადებენ სადილის, შემდეგ კი ჩანთებს და ასე მძიმე ჩანთებაკიდებულები მიდიან სავაჭროდ. ასეთია გელაურელი ბოშა ქალების ყოველდღიურობა – ისინი უმეტეს შემთხვევაში, ბათუმში დადიან სავაჭროდ. ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე ბოშა ქალები მუდამ ეზიდებიან მძიმე ტვირთს ჩანთებით, …
ბოსტნიდან პირდაპირ ბაზარში
ბათუმის ცენტრალურ ბაზარში ხილ-ბოსტნეულით სავსე დახლებს მიღმა, გარდა გადამყიდველებისა ნახავთ გლეხებსაც, რომლებიც საკუთარ ბოსტანში მოყვანილ მწვანილს, ბაღის ციტრუსს და რძის პროდუქტებს, სოფლის კვერცხს ყიდიან. გადამყიდველებთან შედარებით ბაზარში გლეხები ცოტანი არიან. სახელდახელო დახლები ძირითადად ერთად აქვთ მოწყობილი – ყვავილების გრძელი მწკრივის პირდაპირ. ზოგი სეზონურ ხილს ყიდის, ზოგი მხოლოდ მწვანილს, ზოგს ტყეში ახალდაკრეფილი ეკალა აქვს ჩამოტანილი სოფლიდან. …
„ფერმერებს უჭირთ პროდუქციის უწყვეტი მიწოდება“ – რატომ ვერ შევდივართ ევროპის ბაზარზე
„ოფიციალური მონაცემებით, გვაქვს 100-პროცენტიანი შესრულება ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი, სავაჭრო შეთანხმების სოფლის მეურნეობის ნაწილში, მაგრამ ეს ვერ აისახა ფერმერებზე…“ – აღნიშნა შეხვედრაზე ნათია დაღელიშვილმა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის ოფიცერმა და ბიზნესადმინისტრირების დოქტორმა, ის ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების პროცესზე მუშაობს. 31 იანვარს, პოლიტიკის ინსტიტუტმა ევროინტეგრაციის გამოწვევებზე ჟურნალისტებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა. „ბათუმელებმა“ ნათია დაღელიშვილს …
რატომ ვერ გააქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე
რამდენიმე დღეში მანდარინის კრეფის სეზონი დაიწყება. შევა თუ არა წელს ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე? – ციტრუსის ექსპორტიორები ამ კითხვაზე დამაიმედებელ პასუხს ვერ იძლევიან. ექსპორტის მნიშვნელოვნად გაზრდის მოლოდინი არც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს აქვს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან ციტრუსის ექსპორტის მაჩვენებლები იკლებს. „ძირითადად მომხმარებლები არიან ისევ პოსტსაბჭოთა ქვეყნები …
Continue reading “რატომ ვერ გააქვთ ქართული ციტრუსი ევროპის ბაზარზე”
მაცივრები დაიჟანგა – ყველისა და ხორცის სექციები ბათუმის ბაზარში ცვლილებებიდან 2 წლის შემდეგ
ბათუმის ბაზარში ყველი რომ მხოლოდ მაცივრებიდან უნდა გაყიდულიყო, ორი წლის წინ გადაწყდა. როგორც 2016 წელს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია “ბათუმელებთან” ამბობდა, ამ სექციაში ცვლილებების მიზანი სექციის ევროსტანდარტების დონეზე მოწყობა იყო. როგორც ბათუმის ბაზარში მოვაჭრეები ამბობენ, მაცივრებმა არ გაამართლა. ბათუმის აგრარულ ბაზარში 2016 წელს ცვლილებები ყველისა და ხორცის სექციებს შეეხო, რომელთა რეკონსტრუქციის პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს …
საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება
საქართველოს მთავრობამ „ტექნიკური რეგლამენტი – საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესი“ დაამტკიცა, რომელიც „განსაზღვრავს ბაზარზე განთავსებული საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებსა და ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს.“ ხორცის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხორცისა და ხორცის პროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. სავალდებულო …
Continue reading “საქონლის ხორცის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება”
ბათუმის ბაზარში ყველი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება
ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, მეორე სართულზე, ყველის სექცია მოეწყობა. ის იზოლირებული იქნება და იქ მხოლოდ რძე და რძის პროდუქტები გაიყიდება. სექციას მოემსახურება ცალკე ლიფტი. ყველი და რძის სხვა პროდუქტები სექციაში მხოლოდ ამ გზით მოხვდება. სარემონტო სამუშაოები დაწყებულია. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორია, შემოტანილია მაცივრები და თითო მოვაჭრისთვის თითო მაცივარია გათვალისწინებული. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ …
Continue reading “ბათუმის ბაზარში ყველი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება”