18 ივნისის მონაცემებით რუსებმა უკრაინაში 323 ბავშვი მოკლეს

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 18 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 323 ბავშვია მოკლული. უკრაინის არასრულწლოვანთა პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 323 ბავშვი და დაშავდა 583-ზე მეტი. ▪️ 16 ივნისს ზაპოროჟიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, პოლოგის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, მტრის რაკეტის აფეთქების შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა. ▪ 17 ივნისს მიკოლაივის ოკუპანტების მიერ დაბომბვისას …

„რუსეთმა მათი ბავშვობა მოიპარა“ – უკრაინაში დღეს ბავშვებს ნაღმებთან ქცევას ასწავლიან

დღეს, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება, უკრაინელი 1-4 კლასის მოსწავლეებისთვის „იუნისეფი“ ონლაინგაკვეთილს მართავს, სადაც ბავშვებს ასაფეთქებელი ობიექტების გარჩევას, აღმოჩენილ ნაღმებთან მოქცევასა და უსაფრთხოების სხვა წესებს ასწავლიან. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ბავშვები UNICEF-სგან საჩუქრებსაც მიიღებენ. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, …

რუსების ტყვეობიდან სამხედრო ქალის შვილი უკრაინის კონტრდაზვერვამ სპეცოპერაციით გამოიხსნა 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ტყვეობიდან გაათავისუფლა სამხედროს ვაჟი, რომლის სანაცვლოდაც რუსი ჯარისკაცები სადაზვერვო ინფორმაციას ითხოვდნენ. ბავშვის გასათავისუფლებლად უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩერნიგოვის რაიონში სპეცოპერაცია მაშინ ჩაატარა, როდესაც ეს რეგიონი რუსების მიერ იყო ოკუპირებული. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, ბიჭის დედამ, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო მოსამსახურეა, იგი უსაფრთხოებისთვის გაგზავნა ჩერნიგოვის რაიონის ერთ-ერთ …

საწოლიც კი არ გვაქვს ჩვილისთვის, რომელიც ახლა დაიბადება – უკრაინელი დარია ბათუმში

უკრაინაში ომს გამოქცეული 30 წლის დარია დანელია მესამე შვილს ბათუმში გააჩენს. მან ჯერ არ იცის, რას დაარქმევს შვილს. ამაზე ფიქრისთვის ჯერ ვერ მოიცალა: „ომის ლტოლვილი როცა ხარ, მიუსაფარი ძაღლის ცხოვრება გაქვს. ჩვენი გონება ახლა სხვა საზრუნავზე ფიქრითაა დაკავებული: ვეძებთ საკვების მოპოვების გზებს, ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო რესურსს, ბავშვის სახელზე ჯერ არ გვიფიქრია. სად არის ამის დრო“, …

ბათუმის მე-20 სკოლაში უკრაინული სექტორი გახსნეს, სადაც 100 ბავშვი ისწავლის

დღეს, 18 მაისს, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. სკოლაში ასი უკრაინელი ბავშვი ისწავლის 1-4 კლასების ჩათვლით. სექტორის გახსნას ესწრებოდნენ  საქართველოს და აჭარის განათლების მინისტრები, ასევე, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრი კასიანოვი. უკრაინელი მოსწავლეები ბათუმში განათლებას მშობლიურ ენაზე მიიღებენ. უფრო ადრე უკრაინელი სექტორი თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, …

აზოვსტალში დაღუპული მებრძოლის მეუღლეს მე-3 შვილი გაუჩნდა, მას ქმრის მეგობრები დახვდნენ

„აზოვის“ პოლკის დაღუპული მებრძოლის ცოლს, ტატიანას ზაპოროჟიეს სამშობიაროდან გამოსვლისას რამდენიმე ადამიანი დახვდა. თავად მამა შვილის დაბადებას ვერ მოესწრო – წერს უკრაინული გამოცემა „უნიანი“. ქალმა მესამე ბავშვზე იმშობიარა და მას სრულიად მარტოს მოუწევს შვილების გაზრდა. უნიანის თქმით, ეს არ არის ამ ქალის ცხოვრებაში ერთადერთი განსაცდელი: მან ომში დაკარგა დედა და ძმა. ახლა ის სრულიად მარტოა სამ …

ბათუმის საჯარო სკოლებში 202 უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა

6 მაისის მონაცემებით, ბათუმის საჯარო სკოლებში 202 ლტოლვილი უკრაინელი ბავშვი ჩაირიცხა. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ უთხრა. მისივე თქმით, თუ მოთხოვნა გაიზრდება და გამოჩნდებიან სხვა უკრაინელი ბავშვებიც, ვისაც სკოლაში სწავლის გაგრძელება სურთ, მათ ამის შესაძლებლობას რესურსცენტრი მისცემს. „ვცდილობთ, უკრაინელი ბავშვები სკოლის მიღმა არ დარჩნენ. არ გვქონია შემთხვევა ვინმე სკოლის გარეთ დაგვეტოვებინა. ეს არ …

დაიღუპა 226 და დაიჭრა 415 ბავშვი – უკრაინის გენპროკურატურა

10 მაისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე დაიღუპა 226 და დაიჭრა 416 ბავშვი – ინფორმაციას ტელეგრამარხზე უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. გენპროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვები საბოლოო არაა, რადგან სამართალდამცველები ჯერ კიდევ აზუსტებენ მონაცემებს დროებით ოკუპირებული და გათავისუფლებული რეგიონებიდან, ასევე, იმ ადგილებიდან, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ყველაზე მეტი არასრულწლოვანი დაიღუპა და დაშავდა დონეცკის (139), …

ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების უმეტესობა კერძო სკოლაში ჩარიცხეს

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმში უკრაინიდან ლტოლვილი 20 ბავშვია მხოლოდ ამ ეტაპზე სკოლებში ჩარიცხული. აქედან ორი ბავშვი საჯარო სკოლაში ჩაირიცხა, 18 კი – კერძო სკოლაში. ბათუმის რესურსცენტრის განმარტებით, სკოლებს ამ დრომდე 30-ზე მეტმა უკრაინიდან ლტოლვილმა მშობელმა მიმართა. „უკრაინელი ბავშვები ჩაირიცხნენ კერძო სკოლაში – „გიმნაზია 21-ე საუკუნე“, რადგან ამ სკოლას აქვს რუსული სექტორი. საჯაროში კი, ჯერჯერობით მხოლოდ …

პოდოლიაკი: რუსებმა ჩვენი ბავშვები ომის შვილებად აქციეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მიხაილო პოდოლიაკი, Twitter-ზე თავისი შვიდი წლის შვილის ნახატს ავრცელებს და წერს: „რუსებმა ჩვენი ბავშვები „ომის შვილებად“ აქციეს. ვისაც სარდაფებში სძინავთ, ვინც გამუდმებული სარაკეტო ცეცხლის ქვეშაა, ვინც ხედავს შეიარაღებულ თავდამსხმელების მიერ ძარცვას, სროლასა და მოროდიორობას. ჩემი შვიდი წლის ვაჟი ისე ხედავს ომს, როგორც ამ ნახატზეა. ახლა ყოველივე ეს ჩვენი ბავშვების მეხსიერებაშია“. The …

Exit mobile version