რა ნომერზე უნდა დარეკოთ კოვიდის დადასტურების დროს ცხელ ხაზზე

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 – განცხადებას ავრცელებს გადაუდებელი დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. ცენტრის ცნობით, კორონავირუსის შემთხვევების გამო 112-ზე მოსახლეობის მომართვიანობა გაზრდილია. „გადაუდებელი შემთხვევისას, შეუფერხებლად დაკავშირებისთვის 112 დაიყო სამ არხად: • 112 – სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარება • 112 – 1 – პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური • 112-2 – Covid-19 Covid-19-ის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურების …

აჭარაში კოვიდის 1456 ახალი შემთხვევაა – 6 თებერვალი

6 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1456 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებშია 700-ზე მეტი პაციენტი. დღეს, 6 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევაა, 38 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 19 098 ახალი შემთხვევა, 38 პაციენტი გარდაიცვალა

6 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა. ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 881 შემთხვევა გასულ 24 საათში 38 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 36,47, ბოლო 14 დღის – 30,65%, ბოლო 7 დღის – 27%. გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 50 ათასზე მეტი კვლევა კორონავირუსზე.

კორონავირუსის 2207 ახალი შემთხვევა აჭარაში – 5 თებერვალი

5 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებშია 700-ზე მეტი პაციენტი. დღეს, 5 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 23 134 ახალი შემთხვევაა, 33 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 23 134 ახალი შემთხვევა

5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის  23 134 ახალი შემთხვევა. ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 881 შემთხვევა გასულ 24 საათში 33 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30,36%, ბოლო 14 დღის – 26,16%, ბოლო 7 დღის – 29, 28%. გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 70 ათასზე მეტი კვლევა კორონავირუსზე.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 2173 ახალი შემთხვევა

4 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2173 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებშია 763 პაციენტი. დღეს, 4 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევაა, 39 ადამიანი გარდაიცვალა. ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 804 შემთხვევა

ბათუმში 27 საჯარო სკოლიდან 19 დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  აჭარაში 35 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. კორონავირუსის გავრცელების გამო, დღეს 4 თებერვალს სრულად დისტანციურად სწავლობს ბათუმის 19 სკოლა, ქობულეთში – 4 საჯარო სკოლა. ასევე, ხელვაჩაურში 4 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ქედაში – 5, შუახევში – 1 და ხულოში 2 სკოლა. სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სულ 27 საჯარო და 17 კერძო სკოლაა. …

დადასტურდა კოვიდის 22 263 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

4 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა. გასულ 24 საათში 39 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30,16%, ბოლო 14 დღის – 25,24%, ბოლო 7 დღის – 27,87%. დღეის მონაცემებით კოვიდკლინიკებში 5 808 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე.  

თუ კოვიდის შემდეგ სუნთქვა ისევ გიჭირთ – ჯანმოს რჩევები

კოვიდისგან გამოჯანმრთელების პერიოდში ქოშინი და სუნთქვის გაძნელება ერთ-ერთ სერიოზულ სიმპტომად მიიჩნევა. თუ სუნთქვასთან დაკავშირებული სიძნელე აღგენიშნებათ  მინიმალური აქტივობის ფონზე ან მოსვენებულ მდგომარეობაში, რომელიც არ უმჯობესდება სუნთქვითი ვარჯიშების შედეგად, უნდა დაუკავშირდით ექიმს. სუნთქვის გაძნელება, რომელიც პოსტკოვიდურ პერიოდში გვხვდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის მიერ გამოცემულ სპეციალურ სახელმძღვანელოშია განხილული. სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ კოვიდით დაინფიცირების შემდეგ, ხშირია ქოშინის …

აჭარაში კოვიდის 2 334 ახალი შემთხვევაა

3 თებერვლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 334 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეს, 3 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევაა, 42 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ 24 საათში საქართველოში 77 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა კორონავირუსზე.

დადასტურდა კოვიდის 23 664 ახალი შემთხვევა | 3 თებერვალი

3 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა. გასულ 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 804 შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 30,05%, ბოლო 14 დღის – 24,27%, ხოლო ბოლო 7 დღის – 27,36%.  

„მანქანის გაჩერებას ვცდილობთ კედელთან შეჯახებით“ – ინტერვიუ ექიმთან პანდემიის მართვაზე

„შემოდგომისთვის ამოვისუნთქებთ“ – ეს მოლოდინი აქვს ექიმს და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ვახტანგ კალოიანს კოვიდსიტუაცაზე საქართველოში. ექიმი საშემოდგომოდ მედიკამენტს ელის და თავად ვირუსის ლოგიკას, როცა პიკის შემდეგ დაღმასვლა იწყება გარდაცვალების მაჩვენებლების ზრდის და ტრაგიკული შემთხვევების პარალელურად. „ეს შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, როგორ შეიძლება ვცდილობდეთ მანქანის გაჩერებას კედელთან შეჯახებით, თანაც ისე, რომ ღვედს არ ვიკეთებთ,“ – ამბობს …

200 ლარს მიიღებს 50 და მეტი წლის პირი, ვინც თებერვალში აიცრება პირველი დოზით 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 200 ლარს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქე, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველადად [პირველი დოზით] აიცრება. 200 ლარს მიიღებენ ამ ასაკის ის მოქალაქეებიც, რომლებიც 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე აიცრა პირველი დოზით. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში აიცრება თუ გამსვლელი ბრიგადის მეშვეობით: „50 წლისა და მეტი …

აჭარაში 32 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა კოვიდის გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 32 სკოლა. ბათუმში დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 18 სკოლა, ქედაში – 5, ხელვაჩაურსა და ქობულეთში –  4-4 სკოლა, ხულოში კი – ერთი. დღევანდელი,  2 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 26 320 შემთხვევა.

აჭარაში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა

2 თებერვლის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2190 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე კოვიდკლინიკებშია 778 პაციენტი, მათგან მძიმეა 139 პაციენტის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 44 პირი. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებშია 599 ადამიანია. დღეს, 2 თებერვალს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის პერიოდში ათი ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი წარმოიქმნა – ჯანმო

გადაგდებული შპრიცები, გამოყენებული ტესტის კომპლექტები და გამოყენებული ვაქცინის ბოთლები COVID-19 პანდემიის შედეგად დაგროვდა და წარმოქმნა ათასობით ტონა სამედიცინო ნარჩენი, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ მოხსენებაში, რომელიც დღეს, პირველ თებერვალს გამოქვეყნდა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ სასწრაფოდაა საჭირო ნარჩენების უტილიზაციის სისტემების დახვეწა. ჯანმო: COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ დაგროვებულმა ათი ათასობით ტონა …

დღეიდან მოქალაქეს კოვიდის დროს შეუძლია მეთვალყურეობა მიიღოს თავისი ოჯახის ექიმისგან – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველი თებერვლიდან კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს შეუძლიათ შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ თავიან ოჯახის ექიმს. „დღეიდან შევიდა კიდევ ერთი ცვლილება, გადავედით დეცენტრალიზებულ მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია უკვე კოვიდისთვის მეთვალყურეობა მიიღოს თავისივე ოჯახის ექიმისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რომლებმაც იციან, ვინ არის მათი …

საქართველოში კოვიდით 15 016 ადამიანი გარდაიცვალა – პირველი თებერვალი

stopcov.ge-ის ინფორმაციით, პირველი თებერვლის მდგომარეობით კორონავირუსმა საქართველოში უკვე იმსხვერპლა 15 016 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, ყოველდღიურად იზრდება ქვეყანაში ინფიცირების სტატისტიკა. მაგალითად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 24 201 ადამიანი დაინფიცირდა. ეს ბევრად მეტია, ვიდრე, მაგალითად გუშინ, როცა 13 150 ადამიანი იყო ინფიცირებული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოვიდით ინფიცირების სტატისტიკა მუდმივად მზარდია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, …

„ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იარაღი“ – ამირან გამყრელიძე

ბუსტერიზაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო მონაცემებზე დაკვირვების მიხედვით, ადამიანებს, რომლებსაც ბუსტერდოზა გაკეთებული აქვთ, იშვიათია ომიკრონით ინფიცირების შემთხვევა. „ბუსტერიზირებულებში ინფექციის განვითარება ომიკრონის შედარებით იშვიათია და ის მიმდინარეობს ბევრად უფრო მსუბუქად, ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მთავარ სლოგანს, რომ ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი …

მწვანე პასპორტი გაუქმდა – მთავრობა

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით ე.წ. მწვანე პასპორტი გაუქმდა. „ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება. ის პირები, რომელთაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ მისით სარგებლობას“ – განაცხადა დღეს, პირველ თებერვალს გიორგი ღიბრაძემ,  საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული შტაბის უფროსმა. ე.წ. მწვანე პასპორტი, იგივე …

რიგები ტესტის ასაღებად – აჭარაში კოვიდის 2 204 ახალი შემთხვევაა

პირველი თებევრლის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 204 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 776 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე. დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა. ______________ ფოტოზე: კოვიდზე ტესტირების მსურველთა რიგი ბათუმის პირველ პოლიკლინიკასთან. პირველი თებერვალი, 2022.

დადასტურდა კოვიდის 24 201 ახალი შემთხვევა, 36 პაციენტი გარდაიცვალა

პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა. გასულ 24 საათში 36 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28,41%, ბოლო 14 დღის – 21,96%, ბოლო 7 დღის – 24,96%. ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდითაა ინფიცირებული 164 572 ადამიანი. მათგან 5 454 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან თბილისში …

ღარიბაშვილს კოვიდი დაუდასტურდა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის ომიკრონის შტამი დაუდასტურდა. განცხადება ამის შესახებ მთავრობის ოფიციალური ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „მთავრობის მეთაური თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია. მას კოვიდ-19 გეგმური ტესტირების ფარგლებში დაუდასტურდა“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოვიდის გამო ქობულეთში 6 საბავშვო ბაღი დაიხურა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, აჭარაში 8 საბავშვო ბაღი დაიხურა. კორონავირუსის გავრცელების გამო 6 საბავშვო ბაღი დაიხურა ქობულეთში, ერთი ბათუმში და ერთიც შუახევში. დღეის მდგომარეობით აჭარაში 14 სკოლა დაიხურა კოვიდის გავრცელების გამო, მათ შორის, ბათუმში დაიხურა 7 სკოლა. 31 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1734 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში აჭარაში …

14 სკოლა დაიხურა აჭარაში კოვიდის გავრცელების გამო

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო აჭარაში 14 სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ბათუმში 7 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, ქობულეთში – 1, ხელვაჩაურში – 2 და ქედაში – 4 სკოლა. ქვეყნის მასშტაბით კი 201 სკოლაა გადასული სრულად დისტანციურზე, ასევე 304 ცალკეული კლასი. საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 125 მასწავლებელი დისტანციურად მუშაობს. კოვიდი დაუდასტურდა მასწავლებელთა 2.7 …

აჭარაში კოვიდის 1734 ახალი შემთხვევაა

31 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1734 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში აჭარაში 3 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 759 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე. დღეს, 31 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 35 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 13 150 ახალი შემთხვევა | 31 იანვარი

31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 13 150 ახალი შემთხვევა. გასულ 24 საათში 35 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 28,82%, ბოლო 14 დღის – 20,75%, ბოლო 7 დღის – 23,8%.

ქობულეთში 43 წლის ქალი გარდაიცვალა კოვიდით

ქობულეთის ცენტრალურ საავადმყოფოში 43 ქალი გარდაიცვალა კორონავირუსის დიაგნოზით. როგორც კლინიკაში უთხრეს „ბათუმელებს“, მას ორ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში შეყვანისას მას ფილტვების დაზიანება აღენიშნებოდა. ქალს, ასევე, ჰქონდა თანმხლები დაავადებები. იგი არ იყო აცრილი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.  

ბათუმში მეორე სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადადის კოვიდის შემთხვევების გამო

ბათუმის მეორე საჯარო სკოლა 31 იანვრიდან ონლაინ სწავლებაზე გადადის კორონავირუსის შემთხვევების გამო – ინფორმაცია „ბათუმელებს“ სკოლის დირექტორმა, მარიზა აბაშიძემ დაუდასტურა. სკოლის დირექტორის თქმით, ინფიცირებული არიან როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები. სკოლა, იზოლაციის და კარანტინის ვადების შესაბამისად, მინიმუმ 8 დღით გადავა ონლაინსწავლებაზე. რაც შეეხება აჭარაში მდებარე სხვა სკოლებს, აჭარის განათლების სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ხვალ, …

აჭარაში კოვიდის 1913 ახალი შემთხვევაა

30 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1913 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 500-ზე მეტ პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე. დღეს, 30 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის  17 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა.

დადასტურდა კოვიდის 17 265 ახალი შემთხვევა | 30 იანვარი

30 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა. გასულ 24 საათში 34 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 24,95%, ბოლო 14 დღის – 20,01%, ბოლო 7 დღის – 23,24%. ბოლო მონაცემებით კოვიდის დიაგნოზით კლინიკებში 5 191 პაციენტს მკურნალობენ.  

კოვიდის 1 833 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 3 პაციენტი – 29 იანვარი

29 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში აჭარაში კორონავირუსის 1 833 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 3 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის აჭარაში კლინიკებში 703 პაციენტი მკურნალობს, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 647; ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე – 6 393. ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა – 460 ადამიანი. — 29 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 18 …

კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 41 პაციენტი

29 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსით 41 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 145 508 , ბოლო 24 საათში – 18 274 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 995 328 , ბოლო 24 საათში – 8 400 მათ შორის გარდაცვლილი – 14 911 , ბოლო 24 საათში – 41 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 84 762, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 48 320, …

დახურულია 1 სკოლა, ონლაინ სწავლობს 42 კლასი – კოვიდი სკოლებში

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო დახურულია ერთი სკოლა, დისტანციურად კი 42 კლასი სწავლობს. სრულად დახურულია ერთი კერძო სკოლა. დახურული კლასები: ბათუმში -37 ქობულეთში – 2 ხელვაჩაურში – 3 28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

აჭარაში კოვიდის 1 523 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 5 პაციენტი – 28 იანვარი

28 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1 523 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში რეგიონში 5 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის აჭარის რეგიონში: 686 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; მძიმე პაციენტია – 127 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 49 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებში 661 ადამიანი მკურნალობს. 28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 …

დადასტურდა 17 066 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 პაციენტი – კორონავირუსი

28 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა; ამავე პერიოდში ვირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდსტატისტიკა ასეთია: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 127 234 , ბოლო 24 საათში – 17 066 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 986 928 , ბოლო 24 საათში – 5 397 მათ შორის გარდაცვლილი – 14 870 , ბოლო 24 საათში – 30 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 64 412, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 41 613, …

Exit mobile version