აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც მიმდინარეობს

დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს. ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა დღეს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს, უმაღლეს საბჭოს ირჩევს ოთხი წლის ვადით. უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატი იქნება, 18 პარტიული სიით არჩეული და 3 მაჟორიტარი. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე 25 პარტია და ერთი ბლოკია რეგისტრირებული. ასევე, 19 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია რეგისტირებულ ბათუმში, 13 – …

საქართველო ახალ პარლამენტს ირჩევს – არჩევნები 2020

დღეს, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლით ირჩევენ მეათე მოწვევის პარლამენტს. საარჩევნო პროცესი საქართველოში დღეს დილის რვა საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება. არჩევნების შედეგად საქართველოს მოსახლეობა ირჩევს პარლამენტის 150 წევრს. 120  პოლიტიკოსი პროპორციული სიით გახდება პარლამენტის წევრი, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. საქართველოს მოსახლეობამ 48 პარტიასა და …

„ხელჩაკიდებული ვმუშაობდით“ – ენმ-ს კანდიდატი უმაღლესი საბჭოს „სანოტარო კანტორად“ გადაქცევაზე

„ხელიხელჩაკიდებული ვმუშაობდით…“ – ამ სიტყვებით სცადა ელგუჯა ბაგრატიონმა იმ ვითარების ახსნა, როცა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში „ნაცმოძრაობა“ იყო და ვერ ბედავდა მთავრობის კრიტიკას. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმაღლესი საბჭოს მუშაობის ის მოდელი მოსწონთ, რაც 2012 წლამდე ვნახეთ. წარსულის გააზრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ კომუნიკაციის გაუმჯობესებას აპირებს ხალხთან, თუკი ხალხმა ამ პოლიტიკურ ძალას ისევ ანდო მანდატი და აჭარის …

უმაღლესი საბჭო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების განხილვას იწყებს 

მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ საკითხი აჭარის უმაღლეს საბჭოში 5 ან 6 სექტემბერს დარეგისტრირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივას უფრო აქტიურ რეჟიმში განიხილავენ და მხოლოდ კომენტარებით აღარ შემოიფარგლებიან. რაც შეეხება ცვლილების მიმართ უმრავლესობის მზაობას, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საკითხზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს უკვე დაფიქსირებული აქვს …

აჭარაში არჩევნებზე ამომრჩეველთა 37 პროცენტი მივიდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დახურულია აჭარაში მდებარე 348-ვე უბანი და მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. უბნების დახურვისას, ხელვაჩაურის ოლქში სამ უბანზე გაითიშა ელექტროენერგია, დაახლოებით 10 წუთით, თუმცა, უსკოს განცხადებით, პრობლემა არ შექმნილა. უსკოს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბანზე მისულმა 114 202 ამომრჩეველმა, რაც აჭარაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის, ანუ 308 576-ის 37% პროცენტია. ეს …

წინასწარი მონაცემებით ნინო ბურჯანაძის პარტია და პატრიოტთა ალიანსი უმაღლეს საბჭოში შევლენ

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის 5-პროცენტიან ბარიერს უმაღლეს საბჭოში პროპორციული სისტემით შესასვლელად მხოლოდ ოთხი პარტია ლახავს. ხმათა უმრავლესობით პირველ ადგილზეა “ქართული ოცნება” –  45.03% [5770 ხმა], მეორეზე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” -29.22% [3745 ხმა], მესამეზე “პატრიოტთა ალიანსი” – 6.02% [772 ხმა], მეოთხეზე კი ნინო ბურჯანაძის პარტია – 5.92% [759 ხმა]. ამ დროისათვის აჭარაში დათვლილია 44 …

მაჟორიტარი კანდიდატი: ჩვენი მთავარი გზავნილია, უკეთესი ცხოვრება

არმაზ ბახტაძე „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. განათლებით ეკონომისტია. 2007 წლიდან მუშაობდა საბანკო სისტემაში, შემდეგ მომსახურების სფეროში. კითხულობს ლექციებს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო ინსტიტუტში და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2012 წლიდან არის „თავისუფალი დემოკრატების“ და შუახევის საკრებულოს წევრი ამ პარტიიდან. ბატონო არმაზ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩეველთან? ჩვენი მთავარი გზავნილია, უკეთესი ცხოვრება, უკეთესი …

უსკოს ცნობით რეგისტრაცია 5 საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 9 სექტემბრის N43, N44, N45, N46 და N47 განკარგულებით, დღეს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრირებულ 5 საარჩევნო სუბიექტს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა) არ წარადგინეს უსკოში პარტიული სია. საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაუუქმდათ: …

უსკომ საარჩევნო სუბიექტებს რიგითი ნომრები მიანიჭა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. წილისყრით ნომერი ორ პარტიას მიენიჭა – N31 „კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო“ [ეს პარტია პარლამენტის არჩევნებისთვის ბლოკშია გაერთიანებული, ხოლო აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად დამოუკდიებლად იბრძოლებს], ხოლო მეორე პოლიტიკური გაერთიანება არის „მურმან დუმბაძე – მედეა ვასაძე – ემსახურე საქართველოს“ და მისი რიგითი ნომერია – 32. …

„რესპუბლიკელების“ პარტიული სიის პირველი ათეული უმაღლესი საბჭოს არჩევნებში

„რესპუბლიკურმა“ პარტიამ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პროპორციული სია წარადგინა. პირველ ნომრად სიაში, როგორც დაანონსებული იყო, საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ბერძენიშვილია. მეორე ნომერი უმაღლესი საბჭოს წევრი და განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინია. ის ამავდროულად არის პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმის 70-ე ოლქში. სიის მესამე ნომერი ლარისა ანდღულაძეა. ის პროფესიით ეკონომისტია და ლექციებს კითხულობს ბათუმის …

საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია ხვალ დასრულდება

loუსკოს ინფორმაციით უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ხვალ, 26 აგვისტოს იწურება. საარჩევნო ბლოკს შეუძლია ორი წარმომადგენლის დანიშვნა თითოეულ საარჩევნო კომისიაში. როგორც უსკოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვკითხულობთ, “2016 წლის 25 აგვისტოს 10:00 საათის მონაცემებით, ბლოკის შექმნის მიზნით უმაღლესი საარჩევნო კომისიისთვის განცხადებთ ჯერ არავის მიუმართავს“.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძის მხარდაჭერა გვთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი 14 ივლისს აჭარაში თავის რწმუნებულად ზურაბ პატარაძე დანიშნა. პარალელურად პრეზიდენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებს შეხვდა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის ზურაბ პატარაძის მხარდაჭერა სთხოვა. „ბათუმელები“ უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ფრაქციის, „დემოკრატიული აჭარის“ თავმჯდომარეს  სულხან ღლონტს ესაუბრა. მისი განცხადებით, ფრაქციაში მოლაპარაკების შედეგად შეთანხმდნენ, რომ  სულხან ღლონტი და მისი ფრაქციის ორი წევრი – ჯემალ ფუტკარაძე და თემურ …

Exit mobile version