ბათუმში მეორე დღეა ზღვაში მაშველები კაცს ეძებენ

დღეს, 15 ოქტომბერს, უკვე მეორე დღეა, რაც ბათუმის სანაპიროზე მაშველები ზღვაში ეძებენ კაცს, რომელიც გუშინ ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სამაშველო სამუშაოები გრძელდება. კაცი ზღვაში 14 ოქტომბერს გაუჩინარდა. უწყებაში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. _______________________ მოამზადა ლიზი გათენაძემ.

ბათუმის სანაპიროზე მაშველები ზღვაში კაცს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბათუმში, ზღვაში მაშველები ეძებენ კაცს, რომელიც ზღვაში შევიდა და არ გამოსულა. შემთხვევა დღეს, 14 ოქტომბერს მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. აქ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავებიც. _____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან  

ბათუმში ახალი წლის ღამეს კაზინოში ხანძარი იყო

31 იანვარს ბათუმში, კაზინოში ხანძარი გაჩნდა – სოციალურ ქსელებში ხანძრის ამსახველი რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს ხანძარი, სათამაშო აპარატები და ხალხი, რომელიც კაზინოს დატოვებას ცდილობს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. აქ გვითხრეს, რომ ცეცხლი სწრაფად იქნა ლიკვიდირებული და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ______________ ფოტოზე: კადრი სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოდან  

„უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე“ – საგანგებო სიტუაციების სამსახური

„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები,“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დღეს, 9 სექტემბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ. 8 სექტემბერს გურიაში სტიქიას 3 …

სარფში მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

აჭარაში, სარფში, ახალგაზრდა კაცის დაიხრჩო ზღვაში. შემთხვევა გუშინ, 10 აგვისტოს მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კაცი სარფში 10 აგვისტოს გაუჩინარდა. სამაშველო სამსახურმა მისი ცხედარი წყლის სიღრმიდან გამოიტანა.

ადიდებული მდინარის გამო მტირალას პარკში ჩარჩენილი 11 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს

მტირალას ეროვნული პარკიდან სამაშველო ოპერაციის შედეგად 11 მოქალაქე გამოყვანეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს 7 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

მაშველებმა 4 წლის ბავშვი სახლიდან 1,5 კილომეტრის მოშორებით იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან დღეს შეტყობინება მიიღეს მცირეწლოვანი ბიჭის დაკარგვის შესახებ. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ვეღარ პოულობდნენ. „მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ, იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს. პატარა ბიჭი …

თეთნულდზე მყოფი ტურისტების ჯგუფიდან შეტყობინება SOS შემოვიდა – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საერთაშორისო დაკვირვებისა და ძებნის ცენტრიდან შემოვიდა SOS შეტყობინება, რომ მწვერვალ თეთნულდზე უცხოელ ტურისტთა ჯგუფს სჭირდება მაშველთა დახმარება. „დადგინდა ლოკაცია და რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მობილიზებულია ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც ქუთაისის აეროდრომიდან სამაშველო ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამჟამად მწვერვალ თეთნულდისკენ მაშველთა ჯგუფი ფეხით მიემართება,“ – იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ___________ …

ჭოროხმა კაცი გაიტაცა, მას მაშველები ეძებენ

მდინარე ჭოროხმა კაცი გაიტაცა, მას ამ წუთებში მაშველები ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება. მერაბ ღოღობერიძის თქმით, რომელიც ოჯახის ახლობელია, კაცი მდინარის კალაპოტში ჯართს აგროვებდა. მთავარი ფოტო: ჭოროხში მაშველები დაკარგულ კაცს ეძებენ, მერაბ ღოღობერიძის ფოტო  

38 წელი მეხანძრედ – ტყუპი ძმა მაიორის წოდებით და ტაშით გააცილეს სამსახურიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმას სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადასცეს. 60 წლის მეხანძრე მაშველებს, ტყუპ ძმას – ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს ბოლო სამუშაო დღე 23 სექტემბერს ჰქონდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძმები 38 წლის განმავლობაში მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში. ტყუპი ძმა ტაშით გააცილეს სამსახურიდან.

ადგილები აჭარის სანაპიროზე, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია

ინფორმაცია, თუ სად არის აკრძალული და სად არარეკომენდებული ზღვაში ცურვა აჭარის სანაპირო ზოლში – „ბათუმელებმა“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან წერილობით გამოითხოვა. სამსახურის ინფორმაციით, „ზღვის სანაპირო ზოლში ცურვა დასაშვებია, საბანაო სეზონზე ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში, სადაც უსაფრთხო არეალი შემოსაზღვრულია შესაბამისი აღმნიშვნელებით“. სამსახურმა მოგვაწოდა იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, „სადაც მიმდინარე ეტაპზე აკრძალულია ცურვა და განთავსებულია შესაბამისი აღმნიშვნელები“. [red_box]ცურვა აკრძალულია:[/red_box] …

იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრის გაჩენის რისკი – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით, შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს …

ქობულეთში, ხინოს ხეობაში, 2 ადამიანი დაიკარგა, ძებნაში ვერტმფრენიც ჩაერთო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოს ხეობაში, მაშველები 2 ადამიანს ეძებენ. „112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში, ხინოს ხეობაში, ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდა ორი გზააბნეული მოქალაქე, რომლებიც ვერ ახერხებდნენ უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას და სჭირდებოდათ მაშველების დახმარება. ერთ-ერთ მათგანს მიღებული ჰქონდა ქვედა კიდურის დაზიანება, რის გამოც მაშველების მისვლამდე, დაკარგულებს მოუწიათ მთებს შორის არსებულ ხევში გაჩერება,“ – წერს საგანგებო …

საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე მაშველებად შეძლებენ მუშაობას

ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები საზღვაო სეზონზე სეზონური მაშველის პოზიციაზე დასაქმდებიან. ამის შესახებ შეთანხმებას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ დღეს მოაწერეს ხელი. სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ. გარდა …

მეხანძრე-მაშველებს 677 600 ლარის ფეხსაცმელი უყიდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 4 000 წყვილი სპეცფეხსაცმელი იტალიურ კომპანია GRISPORT-ისგან შეიძინა. აღნიშნული სამსახურის ინფორმაციით, ახალი სპეცფეხსაცმლის ტექნიკური მონაცემები სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ფეხსაცმელი 3 200 მეხანძრე-მაშველს დაურიგდება. სპეცფეხსაცმელს ორწლიანი საექსპლუატაციო ვადა აქვს. მეხანძრე-მაშველებისთვის სპეცფეხსაცმლის შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 677 600 ლარი დაიხარჯა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში მეხანძრე-მაშველები ახალ სპეცტანსაცმელსაც  მიიღებენ.   მთავარი …

მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიელი ტურისტები იპოვეს

ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში, შვეიცარიის ორი მოქალაქე დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დაკარგული ტურისტები  მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. ამავე წყაროს ცნობით, ტურისტებს ლაშქრობისას გზა აებნათ და ტყიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს. „სამძებრო სამუშაოები გვიან ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს დაკარგულების პოვნა და უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე …

საგანგებო: ზღვაში ბანაობა აკრძალულია, მოსალოდნელია შტორმი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფეისბუქგვერდზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია. „დღეს, 8 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლე პერიოდულად 3 მეტრს მიაღწევს. ზღვაზე გამოცხადებულია საშტორმო მდგომარეობა. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული …

„ველმონდის“ კაზინოს მუშაობის უფლება მისცეს

სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდის“) კაზინომ მუშაობა განაახლა. სასტუმროს იურისტის, კახა წერეთლის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კაზინოს ფუნქციონირების ნება დართო. „სასამართლოს 9 ივნისის გადაწყვეტილება შეეხო როგორც კაზინოს, ასევე სასტუმროსაც. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება აღსრულდა. თუმცა ჩვენ ვმუშაობდით ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჩათვალა შესაძლებლად, რომ კაზინო გაიხსნას,“ – ამბობს იურისტი. მისი თქმით, კიდევ არის …

წყალდიდობის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში აჭარიდან 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ძლიერი ნალექის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის ბათუმიდან 80 შეტყობინებაა შესული, ქობულეთიდან კი – 36. წვიმის შედეგად დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. უწყების …

ხელვაჩაურში მშენებარე სახლი ჩამოიშალა – დაშავდა ოთხი ადამიანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მშენებარე სახლის ჩამოშლის შედეგად 4 მუშა დაშავდა. მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაშავებული მუშა გადაყვანილია საავადმყოფოში. „დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“-ნათქვამია სამსახურის განცხადებაში. შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეოპბს სსკ-ის 240 მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

აჭარის განათლების მინისტრი სკოლებში სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე

აჭარის განათლების მინისტრის, ინგა შამილიშვილის ინფორმაციით, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სამინისტროსთან ერთად, სახანძრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით შეამოწმა აჭარაში მოქმედი ყველა სკოლა, მათ შორის კერძო სკოლები. ამის შემდეგ სკოლების ხელმძღვანელებს გადაეცათ განკარგულება, სადაც გაწერილია კონკრეტული საჭიროებები, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეთვალყურეობით სასწავლო განგაში ჩატარდა ორ სკოლაში. ბევრი სკოლა კი ამ …

Exit mobile version