მთავარი,სიახლეები

ადიდებული მდინარის გამო მტირალას პარკში ჩარჩენილი 11 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს

02.11.2022 • 1160
ადიდებული მდინარის გამო მტირალას პარკში  ჩარჩენილი 11 მოქალაქე მაშველებმა გამოიყვანეს

მტირალას ეროვნული პარკიდან სამაშველო ოპერაციის შედეგად 11 მოქალაქე გამოყვანეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, მაშველებმა მდინარე ჩაქვის წყლის ერთ-ერთ შენაკადზე ფორსირებისთვის სპეციალური აღჭურვილობა უმოკლეს დროში დაამონტაჟეს და ადიდებული მდინარის გამო ჩარჩენილი 11 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს.

სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის აჭარის მთავარი სამმართველოს 7 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: