რატომ დაკეტეს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი? – უნიკალური ნივთები მუზეუმში რჩება

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე არქეოლოგიური მუზეუმი დაკეტილია. „აჭარის მუზეუმის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რადგან მუზეუმის სარდაფში ხშირად წყალი დგებოდა, ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს. მუზეუმის დაკეტვის მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც შენობა ავარიულია. მუზეუმი მნახველებს მესამე თვეა აღარ იღებს, თანამშრომლებმა მუშაობა სხვა მუზეუმებში განაგრძეს, თუმცა უნიკალური ნივთები მუზეუმში რჩება. „აჭარის მუზეუმის“ დირექტორი, თეონა ზოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, …

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას არქეოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა სანგრების გათხრისას აღმოაჩინეს უძველესი ამფორები, რომლებიც ჩვენს წელთა აღრიცხვამდე დაახლოებით IV-V საუკუნით თარიღდება. ინფორმაცია თავდაპირველად ოდესის 126-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ გაავრცელა, რომელიც გაზიარებული აქვს ოდესის არქეოლოგიურ მუზეუმსაც თავის ფეისბუქის გვერდზე. წყაროს ინფორმაციით, არქეოლოგიური ნიმუშები ჯარისკაცებმა სწორედ ოდესის არქეოლოგიურ მუზეუმს გადასცეს. „ბრიგადის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში საფორტიფიკაციო სამუშაოების დროს ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4-5 საუკუნეებით …

ხელვაჩაურში თიხისგან დამზადებული წყლის მილები იპოვეს – „შესაძლოა ეს იყო მეჩეთის სისტემა“

ხელვაჩაურში, სოფელ ვაშალომიძეებში, თიხისგან დამზადებული, წყლის ძველი მილები იპოვეს. „მიწას ტრაქტორი თხრიდა და ამ დროს გამოჩნდა წყლის მილები. ეტყობოდა, რომ ძველი მილები იყო და სპეციალისტებს დავურეკეთ,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, წყლის ძველი მილები მის ეზოში აღმოჩნდა. „პირველადი დათვალიერებით, თიხის შემადგენლობით და ფაქტურის მიხედვით, ეს უნდა იყოს სავარაუდოდ მე-18, მე-19 საუკუნის, ან მე-20 საუკუნის 20-იანი წლების …

ოქსფორდის პროფესორი ფიჭვნარზე, სადაც სასტუმროს აშენებენ: კავკასიაში ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია

მაიკლ ვიკერსი ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორია. მან ქობულეთის ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციის მოსაწყობად 100 000 აშშ დოლარი დაფინანსება მოიპოვა და ნაქალაქარზე მუშაობის შესაძლებლობა ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მისცა. ქართულ-ბრიტანული ექსპედიცია 1998 წელს დაიწყო და 13 წელი გაგრძელდა.  მკვლევარი ახლაც საქართველოში იმყოფება, მან „ბათუმელებთან“ ფიჭვნარის ნაქალაქარის მნიშვნელობაზე და მისი სრულად შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიის …

გვარას ციხეზე ცხრა ქვევრი აღმოაჩინეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ცხრა ქვევრი აღმოაჩინა. ექსპედიციამ ციხის შიდა ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებიც შეისწავლა. კონკრეტულად, ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ გალავანში ჩართული კოშკი. „როგორც გაირკვა, თავის დროზე ციხეს შესასვლელი სწორედ ამ მხრიდან ჰქონია. კოშკი აკონტროლებდა ციხეში ამომავალ ერთადერთ გზას და მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ციხის თავდაცვით სისტემაში. კოშკის შიდა სივრცეში იატაკის დონეზე აღმოჩნდა …

ნინო ინაიშვილი: უნდა დაისაჯოს კომპანია, რომელმაც ქვევრი გაანადგურა

ბათუმში,  თამარის დასახლებაში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ქვევრის განადგურებასთან დაკავშირებით არქეოლოგი, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე, ნინო ინაიშვილი ამბობს: „საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ  სახელმწიფო იცავს კულტურულ მემკვიდრეობას და ყოველი მისი მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველა მოქალაქის ვალდებულება. თუ მოქალაქეა, კანონიც უნდა იცოდეს. მეორეა ის, რომ კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, …

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციიდან ხის გადატანის პროცესი დასრულდა

ბობოყვათის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიიდან, ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, სადაც ბიძინა ივანიშვილის პარკს აშენებს, მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესი დასრულებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რეზიდენციის ტერიტორიიდან 2 მრავალწლოვანი ხე გაიტანეს, ამჟამად კი ლანდშაფტის აღდგენისა და ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორია, სადაც მრავალწლოვანი ხეები ამოიღეს, წარმოადგენს არქეოლოგიური მემკვიდრეობის არეალს. აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები პეტრას არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლის განუყოფელი ნაწილია. …

ჭარნალში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტები

ჭოროხის ქვემო წელის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭარნალში უძველესი ნამოსახლარი აღმოაჩინა, რომელიც ძვ.წ-ით პირველი ათასწლეულით თარიღდება. ნამოსახლარი ბრინჯაოს მეტალურგიის კერების შემქმნელ მოსახლეობას უნდა ეკუთვნოდეს. ექსპედიციის მსვლელობისას შესწავლილ იქნა გვიან ბრინჯაოს მეტალურგიის კერები, რომლებიც ძირითადად მდინარის პირას კლდეში გამოკვეთილ გოდებს შეეხება. ძირითადად, არტეფაქტებში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის სამეურნეო და სუფრაზე მოსახმარი კერამიკა და გეომეტრიული ორნამენტით შეკრული ქვევრები მარცვლეულის შესანახად. …

ფიჭვნარისა და პეტრას ციხის არქეოლოგიური გათხრები განახლდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარსა და პეტრას ციხეზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წელსაც ჩატარდება. შესაბამისი ტენდერები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უკვე გამოაცხადა. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 ივლისს დასრულდება. ფიჭვნარში გათხრები 90 დღის განმავლობაში ჩატარდება, რისთვისაც 22 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო პეტრას ციხეზე გათხრები 45 დღეში უნდა დასრულდეს, რისთვისაც 22 ათას 500 ლარია გამოყოფილი. არქეოლოგიური გათხრები …

ხეებს „ბობოყვათის რეზიდენციის“ ტერიტორიაზე, ანუ არქეოლოგიურ ზონაშიც თხრიან

ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მრავალწლოვან ხეებს ბობოყვათში, ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზეც თხრიან. ეს რეზიდენცია მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებით უკვე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაა. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია არქეოლოგიურად შესასწავლია, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ხეების მოთხრამ არქეოლოგიურად უნიკალური ღირებულების ნიმუშების განადგურება გამოიწვიოს. არქეოლოგი ლაშა ასლანიშვილი [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი] ამბობს, რომ სადაც მიმდინარეობს სამუშაოები იქ კულტურული …

ფიჭვნარში არქეოლოგიური გათხრები განახლდება

ქობულეთში, ფიჭვნარში არქეოლოგიურ გათხრებს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ჩაატარებს, რისთვისაც 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შესაბამისი ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოაცხადა. სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ზემოაღნიშნულ ტენდერში მხოლოდ ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაც ხელშეკრულება 25 ივლისამდე გაფორმდება. [ახალი შესყიდვის საშუალება – „ტენდერი აუქციონის გარეშე“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას …

ფიჭვნარის „მკვდართა ქალაქი“ – ძეგლი სტატუსის გარეშე

ფიჭვნარის ანტიკური ხანის სამაროვნები ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფოს მხრიდან დაუცველია. სპეციალისტთა შეფასებით, სამხრეთ კავკასიაში ეს ერთადერთი და უნიკალური არქეოლოგიური ძეგლი უყურადღებობით ნადგურდება. სტატუსის გარეშე დარჩენილი რამდენიმე ჰექტარი ტერიტორია ქობულეთის მუნიციპალიტეტში ის „ცხელი წერტილია“, საიდანაც უკანონოდ ხშირად გააქვთ  ინერტული მასალა. „ტყიდან, გზიდან შემოდიან მანქანებით და მიაქვთ სილა. გუშინაც იყვნენ შემოსულები. აზიანებენ აქ არქეოლოგების მიერ გათხრილ და …

Exit mobile version