„გუშინაც დააკავეს“ – რას სთხოვს სახელმწიფოს დედა, რომლის 16 წლის ბიჭი ხშირად მიჰყავს პოლიციას

„გუშინაც დააკავეს… ვიფიქრე, რომ ისევ ქუჩაში რჩებოდა და პოლიციამ დამირეკა, ისევ განყოფილებაში მისვლა მთხოვეს. აღარ ვიცი, უკვე მერამდენედ დააკავეს,“ – გვიყვება კანონთან კონფლიქტში მყოფი 16 წლის მათეს დედა – ნინო [სტატიაში სახელები და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეცვლილია]. მათე პოლიციელებს ამჯერად ადმინისტრაციული წესით დაუკავებიათ ხულიგნობისთვის. მათე ციხეშიც იხდიდა სასჯელს რამდენიმე თვე, ქურდობაზე… გათავისუფლების შემდეგ კი არც სკოლას …

მოზარდის დედა: ჩემს შვილს პოლიციელებმა სცემეს, მას 12 დღეა ვერ ვუკავშირდები 

„შვილს არ მაკავშირებენ, ის 25 იანვარს დააკავეს და მას შემდეგ არაფერი ვიცი, როგორაა, რას შვრება, 25 იანვარს ჩემი შვილი კი არ დააკავეს, არამედ მოიპარეს და სცემეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები დ. ლ. ის 16 წლის არასრულწლოვნის ა.ბ.-ს დედაა, რომელსაც გამოძიება ტაქსტის მძღოლის ძარცვას ედავება. არასრულწლოვანს პატიმრობა მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა. დიანას თქმით, მას 25 იანვარს …

შსს: ოზურგეთში ეკლესია არასრულწლოვანმა ძმებმა გაქურდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ძმები – 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ …

დაიხარჯა 50 მილიონზე მეტი, თუმცა სკოლა უსაფრთხო მაინც არ არის – აუდიტი 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც სკოლებში უსაფრთხო გარემოს ეფექტიანობას და დაწესებულებებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარემოს შეეხება, ვკითხილობთ, რომ აუდიტის შედეგად გამოვლინდა ისეთი ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე. დასკვნა 2016-2018 წლებს მოიცავს. დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2016-2018 წლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გახარჯულია 36 981 020 …

ექვსმა მოზარდმა ბათუმიდან, თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ბახმაროს თეატრი დააზიანა

ბახმაროს თეატრის დაზიანებაში მხილებულია 6 მოზარდი – ბათუმიდან, თბილისიდან, გურიიდან და აჭარის სხვა რეგიონებიდან. მოზარდები კურორტზე დასასვენებლად იყვნენ ჩასულები. 14-15 წლის მოზარდები თეატრში შეიპარნენ და დააზიანეს შენობის კედლები. ასევე დაზიანებულია რამდენიმე სავარძელი. შს სამინისტროს ინფორმაციით, მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენის მიზნით, დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა. უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი არიან: 2003 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ა.ქ., …

თანატოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული 15 წლის ბიჭი სასამართლომ გაათავისუფლა

არასრულწლოვანი, რომელსაც გამოძიება მკვლელობის მცდელობას ედავებოდა, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საუბარია ორი თვის წინ მომხდარ შემთხვევაზე – ლერმონტოვის ქუჩაზე ორი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. ჩხუბის დროს 14 წლის ბიჭი დანით დაჭრეს. “კონფლიქტი იყო გოგოს გამო, ფეისბუქსში ერთ-ერთი კომენტარისთვის იჩხუბეს,” – ამბობს გვანცა თურმანიძე, იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტი. იგი სასამართლოში ბრალდებულის ინტერესებს იცავდა. დაზარალებული …

იანვარი-აპრილი: არასრულწლოვნებმა 3.5-ჯერ მეტი დანაშაული ჩაიდინეს

წელს, მაისის თვეში 61 არასრულწლოვანი დააკავეს ქურდობისთვის. იმავე ბრალდებით გასული წლის მაისში 27 მოზარდი მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველთვიურად იზრდება პასუხისგებაში მიცემული არასრულწლოვანთა რაოდენობა. იზრდება ბავშვების მხრიდან ქურდობის ჩადენის მაჩვენებელიც. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი ყველაზე ხშირი დანაშაული ქურდობაა. ეროვნული სტატისტიკის მიხედვით, არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი ქურდობის მუხლით ასე გამოიყურება:  2018 წლის …

Exit mobile version