„კარგია, თუ კეთდება კუნძული, მაგრამ გლეხისთვის არაფერი არ კეთდება, სოფელს ამით სარგებელი არ აქვს, სოფელს რამე ხომ უნდა წაადგეს?“ – ქობულეთში, სოფელ ხალაში მცხოვრები აკაკი ბერიძე ერთადერთი არაა, ვისაც ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს. სოფელში, სადაც 10 წელზე მეტია ტონობით ინერტულ მასალას მოიპოვებენ, ამჯერად ახალი კარიერისთვის გზა გაჰყავთ მთებში – ახალი კარიერი მოსახლეობასთან ბევრად უფრო ახლოს იქნება, …
Tag Archives: ამბასადორი ბათუმი აილენდი
შტორმი მუშაობაში ხელს გვიშლის – ამბასადორი ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმთან ზღვაში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, ამბობს, რომ შტორმი მუშაობაში ხელს უშლის. კომპანია ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. ნებართვა კი 2022 წლის პირველ სექტემბერს, „ხელოვნური კუნძულის/ნახევარკუნძულის მოწყობასთან დაკავშირებულ ნაპირსამაგრი ჯებირის“ მშენებლობაზე გაიცა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტზე. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანებით მშენებლობის ნებართვა ძალაში იყო 2023 წლის …
Continue reading “შტორმი მუშაობაში ხელს გვიშლის – ამბასადორი ხელოვნური კუნძულის მშენებლობაზე “
რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია
ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა. გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილია ოცამდე საკითხი, რაზეც ინფორმაცია და დოკუმენტები გარემოს სააგენტოს „ამბასადორმა“ დამატებით უნდა წარუდგინოს.
2 უკანონო მშენებლობის ამბავი, ერთი „მიწასთან გაასწორეს“, მეორემ ნებართვა მიიღო – რა ხდება მერიებში
შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ დიდ ფულს დიდი ძალა აქვს, კომპანიას ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უკანონო მშენებლობა აპატიეს და ნებართვაც მისცეს. ქობულეთის პარკში კი, საკუთარ ნაკვეთზე შპს „გრინ პარკ ქობულეთს“ სამსართულიანი კარკასის უნებართვოდ წამოჭიმვა აცალეს, შემდეგ კი დაუშალეს – „მიწასთან გაასწორეს“. ამ ამბავმა ბევრი კითხვა გააჩინა. რა …
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა
მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, 8 თვის განმავლობაში, გარემოებების სიღრმისეული შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად, ოფიციალურად გამოსცა ბათუმის ორი ნახევარკუნძულის/ერთი კუნძულის პროექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ამომწურავი კვლევა და დაადგინა, რომ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ დადგენილი პროექტი სრულ თავსებადობაშია საქართველოს გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პროექტს არ ექნება …