პროკურატურა ადასტურებს, რომ ელისაშვილის გათავისუფლებას გირაოთი ითხოვს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას პროკურატურა გირაოს სანაცვლოდ ითხოვს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ პროკურატურის პრესცენტრში დაუდასტურეს. პროკურატურაში არ განმარტეს, რატომ გადაწყვიტეს ალეკო ელისაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლა. სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 დეკემბერს, გაიმართება. ალეკო ელისაშვილი პოლიციამ 4 დეკემბერს ძალის გამოყენებით დააკავა, რა დროსაც ის დაზიანდა. ალეკო ელისაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 …

მაგ ტიპებს საფლავამდე ჩავყვები. ღობე-ყორეს ედებიან, არანაირი გამოძიება არ მიდის – ელისაშვილი

გადატვირთული სასამართლოს პირობებში, აქტივისტებს იბარებენ სასამართლოში და აჯარიმებენ. რა ხდება იმ საქმეებში, სადაც პირიქით, სამართალდამცველებმა იძალადეს მოქალაქეებზე, მათ შორის დეპუტატებზე, რომელსაც იმუნიტეტი იცავს? – პარლამენტის წევრ ალეკო ელისაშვილს პოლიციამ ჯგუფურად და დემონსტრაციულად სცემა. დეპუტატი ამბობს, რომ არანაირი გამოძიება არ ტარდება. „ჩემს შემთხვევაში სახეზე ჩანან ადამიანები, ვინც მირტყამდა. საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს მივწერეთ, გვითხარით, ვინ არიან ეს …

„ჩემ ოჯახს თმის ბეწვი არ ჩამოუვარდეს“ – ელისაშვილის თქმით, მის სახლთან ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ

პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მის საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანი პირებიც გამოჩნდნენ. ამის შესახებ ელისაშვილმა დღეს, 15 აპრილს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „აქედან წავედი თუ არა, სახლში ეგრევე მომივარდა რამდენიმე ახალგაზრდა, ჩემ ქუჩაზე. ნიღბებით, ტვინარეული ბავშვები, ბავშვებს რაებს აკეთებინებენ წარმოიდგინეთ, დაიწყეს რაღაცების მიხატვა-მოხატვა „მოღალატე“, ესა ისა… …

„ბოდიში უნდა მოუხადო ყველა ნაომარ ბიჭს“ – ელისაშვილის მიმართვა რიჟვაძეს

პარლამენტარი ალექსანდრე ელისაშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძეს, რომელმაც 15 ივნისს 2008 წლის აგვისტოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა. „რიჟვაძეა თუ ვიღაცაა, უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008-ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს! დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო. ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი, ჰა? შე სად იყავი ომის დროს …

„არ გახდება ეს ქვეყანა რუსეთი“ – ელისაშვილი რუსულ კანონზე

„სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში არ იყო, რომ ეს დავიდარაბა არ შემოგეტანათ?“ – ასე მიმართა დღეს, 2 მარტს, პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა მიხეილ ყაველაშვილს „ოცნებიდან“, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონპროექტები განიხილეს. „პრობლემა არ არის ამ ქვეყანაში? ყველაფერი მოვაგვარეთ აბსოლუტურად, ერთი დარჩა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლა მუხლჩაუხრელად მუშაობენ, რომ უკეთესი ქვეყანა იყოს… …

„დეშეკა არ შემხვდა“ – დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაშია

„დეშეკა არ შემხვდა. მაინც ვჩალიჩობ ))) ძაან მაგარი ამბავია რომ უცხოური ლეგიონის ლამის ნახევარი ქართველები ვართ,“ – წერს ფეისბუქში ალეკო ელისაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც საბრძოლველად უკრაინაში წავიდა. დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე საბრძოლო დავალებას ელოდება. ის ფეისბუქგვერდზე ფოტოსაც აქვეყნებს. „ამ ფოტოზე შუაში ედიშერ შუკვანია, აფხაზეთში ნაომარი მგელი. მე და ჯუღელს ისედაც ნაპერწკლები გვცვიოდა, ასეთი მეომრების …

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი: უკრაინაში ვარ, მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონში

საქართველოს პარლამენტის წევრი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის უკრაინაში იმყოფება და მოხალისე მებრძოლთა უცხოურ ლეგიონს შეუერთდა. „არასოდეს გულგრილი არ ვყოფილვარ. არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდისა და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო. ამიტომაც აქ ვარ, …

ელისაშვილი ითხოვს პარლამენტში მოუსმინონ ბათუმის ბულვარში მშენებლობის მოწინააღმდეგეებს

ბულვარში 16 სართულის მშენებლობას პარლამენტში დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ის იყო ბათუმში და პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა შეხვდეს ბათუმელებს, რომლებიც უკვე სამი თვეა აპროტესტებენ ბულვარში მშენებლობას, მაგრამ მათი ხმა არავის ესმის: „ბათუმში ყველამ ვიცით, რომ მიდის გაშმაგებული მშენებლობები. ვიცით, რომ მშენებლობაც კარგია, განვითარებაც კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია ქაოსი, უპატრონობა და განუკითხაობა. ბათუმის გენგეგმა …

ალეკო ელისაშვილის პარტია ბათუმში დაიშალა

“ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “მოქალაქეები”, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად,” – წერს ფეისბუქგვერდზე პარტია “მოქალაქეების” პოლიტსაბჭოს წევრი გენრი დოლიძე. მან პარტია “მოქალაქეები” დატოვა გიორგი გაბაიძესთან, მირიან მერცხალაძესთან და გუჯა ხაბაძესთან ერთად. “ეს არ უკავშირდება ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლას… ეს უფრო იყო შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხი, რაზეც …

კირთაძე: ასეთ პარლამენტში შესვლით კონკრეტული ადამიანები თავს გაინადგურებენ

დღეს, 10 დეკემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, თუკი ხელისუფლებისგან საარჩევნო რეფორმის მყარ გარანტიას მიიღებს. კირთაძის თქმით, ეს საპროტესტო მუხტს ვერაფერს დააკლებს, „თუმცა კონკრეტული ადამიანები თავს გაინადგურებენ“. „[ალეკო] ელისაშვილმა თქვა, პარლამენტში რომ შევალ, გამოვიძიებ და თუ დადგინდა, რომ …

ბათუმში ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისი გაიხსნა

„ჩვენ ბევრი რამ გვაწუხებს, მაგრამ ვერ ვახერხებთ ორგანიზებას. ხელისუფლებას ეს არ ადარდებს. ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს… გვაქვს მენტალური პრობლემაც, ველოდებით ვიღაც მესიას, მდიდარ და კეთილ კაცს, რომელიც ჩამოგვირიგებს ფულებს და ჩვენ მარტო მხარ-თეძოზე გადაბრუნების უფლებას მოგვცემს. ასე არსად არ ხდება სინამდვილეში, ასე ხდება მხოლოდ ზღაპრებში. რეალურად ხალხმა უნდა  მოინდომოს ის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეს ქვეყანა წინ…“ …

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ ბათუმში პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს

ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“ ბათუმში ოფისს ხვალ, 22 დეკემბერს გახსნის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოძრაობის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი პოეტი გენრი დოლიძე იქნება. „ჯერ არ შემიძლია დავადასტურო, რადგან გადაწყვეტილი არ არის, კონსულტაცია მქონდა. ხვალ დილით ჩამოვლენ, გავივლით ერთობლივად კონსულტაციას, ხვალ დილით მეცოდინება დადასტურებულად,“ – გვითხრა გენრი დოლიძემ. „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესცენტრში გვითხრეს, რომ ახალი სახეების შესახებ ინფორმაციას ვერც დაადასტურებენ …

Exit mobile version