ფაროსანას წინააღმდეგ 3,6 მილიონი ლარის პესტიციდს ვიყიდით – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც შეიძენს „პესტიციდს – საქართველოში რეგისტრირებული ფერომონიანი მისატყუარი აზიური ფაროსანას [ყავისფერი მარმარა სუნიანი ბაღლინჯო Halyomorpha halys] მოსაზიდად.“ სააგენტო 200 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [აზიური ფაროსანას მოსაზიდად დამჭერის გარეშე] შესყიდვას გეგმავს; შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 600 ათასი ლარია. პირობის მიხედვით, „ფერომონი უნდა იყოს ორკომპონენტიანი, არ უნდა იყოს თხევად მდგომარეობაში და …

მემცენარეობა და აგრობიზნესის შემცირებული წილი ქვეყნის ეკონომიკაში [ინფოგრაფიკა]

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, მემცენარეობის შესახებ გასული წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ ერთწლიანი კულტურების წარმოება 2017 წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა დიაგრამიდან ჩანს, რომ ზრდის ტენდენცია წინა წლებს ნაკლებად მიემართება: წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ხორბლის წარმოებამ 106.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 33.3 პროცენტით გაიზარდა და 58.5 …

„მოიზიდე და მოკალი“

აჭარის სოფლებში აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით სპეციალური ფერომონების განთავსება უკვე დაიწყო. მონიტორინგის შედეგებზე იქნება დამოკიდებული ესა თუ ის ტერიტორია დამუშავდება თუ არა თერმული ნისლით. ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი, დაურიგდებათ თუ არა ფერმერებს ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი „ბიფეტრინი“. აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის რეგიონალური შტაბი იმ ფორმით, როგორც გასულ წელს იყო არ იფუნქციონირებს, თუმცა ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს კოორდინაციას აჭარის …

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს აუდიტი არაეფექტურად აფასებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი“ გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სახელმწიფომ დაგვიანებით დაიწყო, გატარებული ღონისძიებები კი არაეფექტური აღმოჩნდა. ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017-2018 წლებში დაახლოებით 60 მილიონი ლარით დაფინანსდა. მიმდინარე, 2019 წელს კი, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ კუთხით 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. „ქვეყანაში მავნებლების შემოჭრის და მასობრივი …

24 მილიონი ლარი ფაროსანას საწინააღმდეგოდ და საჩივრები დავების საბჭოში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შესაბამისი პრეპარატების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ჯამში, 24 მილიონ 200 ათასი ლარით. სურსათის სააგენტოს ამ ორივე ტენდერისთვის კერძო კომპანიები დავების საბჭოში უჩივიან. [checklist] აზიური ფაროსანას მოსაზიდად 250 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [დამჭერი ხაფანგის გარეშე] შესაძენად ქვეყნის ბიუჯეტში 6 მილიონ 875 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხითაა გამოცხადებული შესაბამისი …

ფაროსანას საწინააღმდეგოდ სურსათის სააგენტო 6,8 მილიონი ლარის ფერომონს შეისყიდის

საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს 6 875 000 ლარი აქვს გათვალისწინებული ფერომონების შესაძენად. სააგენტომ 250 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [აზიური ფაროსანას მოსაზიდად, დამჭერი ხაფანგის გარეშე] შეძენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. ფერომონი გაუხსნელ მდგომარეობაში ვარგისი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, ხოლო მოქმედების ხანგრძლივობა – არანაკლებ 12 კვირა. საქონლის მიწოდება კი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2019 …

რა შემთხვევაში აზარალებს ფერმერს ფაროსანა – აჭარასა და გურიაში 205 ათასი ჰექტარი შეწამლეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, რასაც სპეციალური შტაბი ახორციელებდა აჭარასა და გურიაში, დასრულებულია. მავნებლის  წინააღმდეგ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით, აჭარასა და გურიაში წელს ჯამში 205 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს. ფაროსანამ გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა, თუმცა როგორც აჭარის, ასევე, გურიის სოფლებში ამბობენ, რომ მავნებელი წელს იმდენად შემაწუხებელი არ იყო, ანუ მიმდინარე წლის შემოდგომაზე …

ბრძოლის მექანიკური საშუალებები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

ტემპერატურის კლებასთან ერთად აზიური ფაროსანა ბაღებიდან და საკარმიდამო ნაკვეთებიდან სახლებსა და შენობებში ინაცვლებს. მოსახლეობას გადამწყვეტი როლი აქვს მოზამთრე ფაზაში მავნებლის წინააღმდეგ   ბრძოლაში. მნიშვნელოვანია საცხოვრებელ სახლებში გადანაცვლებული ბაღლინჯოს შეაგროვება და გაანადგურება. გთავაზობთ, მავნებლთან ბრძოლის მექანიკური საშუალებების ეფექტურ გზებს: მეთოდი 1. აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია ეს მეთოდი  ერთ-ერთი ყველაზე მარტივია. მუყაოს ყუთში მჭიდრო მოვათავსოთ მუყაოს ფირფიტები ან …

ქვემო ქართლში 600 ფერომონზე აზიური ფაროსანას გავრცელება არ დადასტურდა

ატამი, ვაშლი, მსხალი, კარალიოკი, ალუჩა – სოფელ თამარისის მოსახლეს ივანე მანთეშაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში სხვადასხვა ხილის კულტურა აქვს. მოსავლის ნახევარს საკუთარი მოხმარებისთვის იყენებს, ნაწილს კი ყიდის.  ამბობს, რომ ბოლო წლებში, უმეტესად დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებელი, ამ შემოდგომაზე უკვე საკუთარ ბაღშიც იხილა. ,,ზაფხულში არ დამიფიქსირებია, ახლა კი ვხედავ გამრავლდა… მწვანე მწერია, ვფიქრობ, აზიური ფაროსანა. შევამჩნიე კარალიოკზე, პომიდორზე… …

აზიური ფაროსანა- მიღწეული შედეგები და მოსალოდნელი გამოწვევები

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი გრძელდება. ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებელის მოზამთრე ფაზა იწყება. რა შედეგი აქვს აპრილის თვიდან ოქტომრამდე განხორციელებულ ღონისძიებებს, შემცირდა თუ არა ბაღლინჯოს რაოდენობა და გავრცელების არეალი, ამ საკითხებზე ჩვენ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეს ზურაბ ლიპარტიას ვესაუბრეთ. რა ღონისძიებები განახორციელა სახელმწიფომ  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში? ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის …

ღონისძიებები, რითაც ნაკლები ფაროსანა გამოიზამთრებს – როგორ დავიცვათ ციტრუსი და თხილი

აჭარაში თხილის მოსავალი წელს მკვეთრადაა შემცირებული. ფერმერები მიზეზად აზიურ ფაროსანას ასახელებენ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თხილს 20-მდე სხვადასხვა სახის დაავადება აქვს, რამაც ნაყოფი დააზიანა. სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ფაროსანას პოპულაციამ რეგიონში საგრძნობლად იკლო, რაც იმ ღონისძიებების შედეგია, რასაც სახელმწიფო მავნებლის წინააღმდეგ ატარებს. „ფაროსანასგან გამოწვეული შემაწუხებელი ეფექტი საცხოვრებელ გარემოშიც კი  მკვეთრად არის შემცირებულ “, …

ფაროსანასგან დაზარალებულებს საფინანსო ორგანიზაციებთან ვალდებულება გადაუვადდებათ

იმ ფერმერებს, რომლებსაც თხილის მოსავალი აზიურმა ფაროსანამ დაუზიანა, აჭარის მთავრობა ფინანსურად არ დაეხმარება. ფერმერებმა დახმარების მოთხოვნით ცოტა ხნის წინ მთავრობის სახლთან აქციაც გამართეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, გასცეს ამ სახის კომპენსაცია. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტეს, აჭარის  მთავრობა ფერმერებს იმ ფინანსურ კომპანიებთან შუამდგომლობას სთავაზობს, რომლებთანაც ფერმერებს ვალდებულებები აქვთ აღებული: „მთავრობამ …

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას აბაშის მუნიციპალიტეტში

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინაღდეგ ბრძოლა აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მავნებელმა  თხილის ბაღებიდან სიმინიდის ყანებში გადაინაცვლა. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია ყანების ქიმიური საშუალებით დროულად დამუშავება, როცა მარცვლეულის ნაყოფში შესვლის ფაზა იწყება. როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას ანჟელის მასივებში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში სიმინდის დიდი მასივებია. ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობას სიმინდის ყანები აქვს. ერთ-ერთია შოთა კირჩხალიაა. მას კულტურა 10 ათას …

აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელდა

ივნისის დასაწყისში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პირველი ეტაპი დაასრულა. პროცესის ხელმძღვანელ სახელმწიფო ორგანოში მიიჩნევენ, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წარმატებული იყო. სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მოქალაქეებში გავრცელებული ხმები და შიში იმის შესახებ, რომ მიმდინარე წელს აზიური ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გადაინაცვლებდა და იქ არსებულ კულტურებსაც ,,დააგემოვნებდა“ არ გამართლდა. ,,აზიური ფაროსანას გავრცელების არეალი იგივეა – …

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სიმინდის ყანებში

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებები აქტიურად გრძელდება.  თუ აქამდე ქიმიური წამლობა თხილის პლანტაციებში, ტყის პირებსა და დიდ ფართობებზე ტარდებოდა ახლა უკვე სახელმწიფომ მავნელის წინააღმდეგ ბრძოლა სიმინდის ყანებშიც დაიწყო. პირველ ეტაპზე ბაღლინჯოს წინააღმდეგ ტერიტორიები ქიმიური საშუალებით აბაშის მუნიციპალიტეტში ე.წ. „ანჯელის მასივში“ დამუშავდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მობილიზებულია  12 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა. „სიმინდის საყანე ფართობების შეწამვლა, …

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ხელმძღვანელი განხორციელებულ სამუშაოებს აფასებს და განმარტავს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე …

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

აზიური ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალი აჭარაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ის სოფლებია, რომლებიც ახლოს არის გურია-აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან. გავრცელების კერებია ასევე ქალაქ ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები, აეროპორტის დასახლება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამბობენ, რომ მავნებელი, რომელთან ბრძოლაც აჭარის ტერიტორიაზე დაწყებულია, დაახლოებით ერთ კვირაში გამოჩნდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც. შეწამვლის ღონისძიებები რეგიონში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. სახელმწიფო …

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან – ქიმიური წამლობა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე ყველაზე აქტიურ და ეფექტურ საშუალებად ქიმიური შეწამვლა მიიჩნევა (საყურადღებოა, რომ მცენარეები, რომლებიც ყვავილობის პერიოდში იმყოფებიან, მათი ქიმიური დამუშავება არ შეიძლება). ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის ქვედა მხარეზე კვეცხების დადებას იწყებს, საიდანაც 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან. …

როგორ იმუშავებს ფაროსანასთან ბრძოლის შტაბი – ცხელი ხაზი: 595 10 23 97

დღეს, 13 აპრილს, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბმა აჭარაში მუშაობა დაიწყო. რეგიონალური საკოორდინაციო შტაბი, რომელსაც ადგილზე გიორგი მახარაძე  უხელმძღვანელებს, დაბა ჩაქვში, შპს „მექანიზაციის“ ადმინისტრაციულ შენობაში იმუშავებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, შტაბში იქნებიან სპეციალისტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, გარემოს დაცვისა და სატყეო სააგენტოდან, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის  სამსახურიდან. „შტაბი აღიჭურვა ინტერნეტტექნოლოგიებითა და 2 000 ცალი სპეციალური, …

აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

დღეს დაბა ჩაქვში, მექანიზაციის ადმინისტრაციულ შენობაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე დაესწრნენ. შტაბის გახსნის შემდეგ, რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური დამჭერი ხაფანგი, ფერომონი დაამონტაჟეს. ,,დღეიდან აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი დაიწყებს …

მცენარეთა შესაწამლი აპარატი 2 044 ოჯახს აჭარაში თანადაფინანსებით გადაეცემა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროპროექტების მართვის ცენტრის დირექტორის, ჯამბულ აბულაძის ინფორმაციით, მცენარეთა შესაწამლი მობილური აპარატების დარიგება დღეს, 13 აპრილს  დაიწყება. დღეიდან დაიწყებს მუშაობას „ფაროსანასთან ბრძოლის“ შტაბიც. პირველ ეტაპზე სახელმწიფოს თანადაფინანსებით 335 აპარატი, ერთი თვის განმავლობაში კი სულ 2 044 აპარატი დარიგდება. 200-ლიტრიანი, საწვავზე მომუშავე, მცენარეთა შესაწამლი აპარატისთვის ფერმერები ღირებულების 20%-ს გადაიხდიან. აპარატის ღირებულება 899 ლარია, ფერმერებს …

საქართველო – აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის გარეშე

ქიმიური, ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებები – ეს ის ხერხებია, რომლებსაც საქართველო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად  იყენებს, თუმცა რამდენად წარმატებულად? საქართველოში ბაღლინჯო  2015 წელს გამოჩნდა და მისი მავნებლობა სოფლის მეურნეობის სექტორმა მალევე იგრძნო. აზიურმა ფაროსანამ განსაკუთრებულად იმოქმედა თხილის, სიმინდისა და ციტრუსის მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზეც. იქიდან გამომდინარე, რომ აზიური ფაროსანასთვის საქართველო ახალი გარემოა და მისი პოპულაცია ბიოლოგიურად …

640 ათასი ლარი დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების კერების შესაწამლად

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინვაზიური მავნებლის [აზიური ფაროსანას] გავრცელების კერებში ქიმიურ წამლობის ჩატარებაზე ტენდერი გამოაცხადა. წამლობა სპეციალური აგრეგატის გამოყენებით უნდა ჩატარდეს, რისთვისაც სააგენტოს 640 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. შესაწამლი ფართობის სავარაუდო რაოდენობა დასავლეთ საქართველოში 20 000 ჰექტარი იქნება. მომსახურების გაწევის სავარაუდო ვადებია – 2018 წლის აპრილი-ოქტომბერი. სატენდერო პირობების მიხედვით, მომსახურების გაწევის საჭიროებას – კონკრეტულ ლოკაციებზე წამლობის დაწყებასა და …

წამლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

უკვე სამი წელია დასავლეთ საქართველოში  აზიურ ფაროსანას ებრძვიან. ტემპერატურის მატებასთან ერთად, ზამთრის ძილის შემდეგ გამოღვიძებული მავნებელი საცხოვრებელი სახლებიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებში ინაცვლებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა, მოსახლეობას დღემდე რჩება კითხვები, როგორ უნდა ებრძოლონ მავნებელს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამ ეტაპზე საერთაშორისო – ამერიკისა და ევროპის გამოცდილებას ეყრდნობა, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც …

ფაროსანას საწინააღმდეგო შხამი არ დარიგდება – SMS-ები და თოქ-შოუები მავნებელთან ბრძოლაში

სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატები წელს მოსახლეობას უფასოდ აღარ დაურიგდება. თუმცა, სეს-ის პროგნოზით, ვინაიდან მავნებელი საქართველოში შესაძლოა 1 მილიონ ჰექტარზე გავრცელდეს, ფართობების შეწამვლას თავად სააგენტო უზრუნველყოფს. აზიური ფაროსანას [halyomorpha halys] წინააღმდეგ საბრძოლველად კი, საინფორმაციო კამპანიას სეს-ი 1 223 927 ლარით დააფინანსებს. „ეს პიარკამპანია ზუსტად განსაზღვრავს შემდგომ რას და როგორ ვაპირებთ… ჩვენ …

როგორ ვებრძოლოთ ფაროსანას – სპეციალისტის რჩევები

2018 წელს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად 14 მილიონ ლარს დახარჯავს. გასული წლის დეკემბერში უკვე დაიხარჯა 35 მილიონი, სამინისტრომ წამალი და ტექნიკა შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი მილიონი ჰექტარის შეწამვლას აპირებს. დაინერგება მონიტორინგის სისტემა და მოსახლეობას საგანმანათლებლო ბროშურები დაურიგდება. რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და …

საჯარო შეხვედრა: რა არის აზიური ფაროსანა და როგორ ვებრძოლოთ მავნებელს?[ანონსი]

რა არის აზიური ფაროსანა და რა ეფექტური გზებით უნდა ვებრძოლოთ მავნებელს? – ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მისაღებად მობრძანდით საჯარო შეხვედრაზე: 23 თებერვალს, 17:00 საათზე ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” . შეხვედრას, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, ფატი ხალვაშთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები გაუძღვებიან. დასწრება თავისუფალია!

ფაროსანა იღვიძებს – რა ვქნათ?

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ბიფეტრინის ჯგუფის პრეპარატების დარიგებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობისთვის მონიტორინგის შედეგების მიღების შემდეგ განსაზღვრავს. 2018 წლის ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგიით სრულმასშტაბიანი მონიტორინგია დაგეგმილი.  სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, დაარიგებენ თუ არა წელსაც პესტიციდებს.  პესტიციდები გამოიყენება ფოთლის მავნებლების, მათ შორის აზიური ფაროსანას, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატრების, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ ვაზში, ხეხილში, …

მოხალისეთა ჯგუფები ფაროსანას წინააღმდეგ იბრძოლებენ

საქართველოს რეგიონებში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მოხალისეთა ჯგუფები იქმნება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, სადაც ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია განიხილეს. 2018 წელს საქართველოს მთავრობის აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: საინფორმაციო კამპანიის წარმოება, მონიტორინგის სისტემის დანერგვა, აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. მოხალისეებს  სწორედ საინფორმაციო კამპანიაში ჩასართავად გადაამზადებენ. კამპანიის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას, თუ …

ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შესაძენად 15 მილიონი დაიხარჯება

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატების შეძენას გაამრტივებული შესყიდვის წესით აპირებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 850 000 ლარია. სააგენტო აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხეს აღმოსავლეთ საქართველოშიც ხედავს. გამარტივებული შესყიდვის გამოცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ასე ასაბუთებს: „მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში განახორციელა მასშტაბური ღონისძიებები საშიში ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ. დამუშავდა 120,000 ჰა ფართობი თხილის, …

“ნარინჯისფერი რთველის” მოლოდინში აჭარა აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს

აზიურ ფაროსანას საქართველოში 2015 წლიდან ებრძვიან. ამჯერად, როგორც ფერმერების, ისე სურსათის უვნებლობის სამსახურის ყურადღება ციტრუსის კულტურაზეა გამახვილებული. “ნარინჯისფერი რთველის”  მოახლოებასთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური და ქიმიური საშუალებებით ბრძოლა კიდევ უფრო გააქტიურდა. აჭარის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში მცხოვრებ ღოღობერიძეების ოჯახს უკვე წლებია ციტრუსის პლანტაციები აქვს. გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ მანდარინის რეალიზაციისგან მიღებული თანხა  მისი ოჯახის ერთ-ერთი …

ინდაური ფაროსანას საწინააღმდეგოდ [ვიდეო]

მითი იმის შესახებ, რომ აზიურ ფაროსანას საქართველოში ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, გურიაში ფაქტობრივად დაიმსხვრა. აქ, საცხოვრებელ სახლებში დაბუდებულ ფაროსანას წინააღმდეგ ინდაურებს [ქათმებსაც] იყენებენ. დაკეცილ, თუ ყუთებში ჩალაგებულ ტანსაცმელს და სხვა ნივთებს ამ შინაური ფრინველების თანდასწრებით ხსნიან. ფრინველები კი ფაროსანას ჭამენ. „აგი რაცხა ფიროსმანაა [ფაროსანა-ავტ.] სიმინდი კი შეჭამა, მოსავალი არაა და ახლა ინდაურებს მაგით ვკვებავთ – …

ზღვისპირა ბულვარს ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებებით წამლავენ

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ბულვარში აზიური ფაროსანას გავრცელების საწინააღმდეგო შეწამვლა დაიწყო.  პრევენციის ფარგლებში,  10 ათას ძირამდე სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი და ბუჩქოვანი ხე-მცენარე შეიწამლება ქიმიური ნივთიერებებით. „ზღვისპირა ბულვარში აზიური ფაროსანასგან დასაცავად სულ შეიწამლება 15 ჰექტარი ფართობი ეტაპობრივად. მონიტორინგის შედეგად, ბულვარის პერიმეტრზე მავნებელი მწერის გავრცელების ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა,“-აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, ქიმიური ნივთიერება რითაც ხე-მცენარეები …

სურსათის ეროვნული სააგენტო : როგორ დავიცვათ ციტრუსი აზიური ფაროსანასგან

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ციტრუსოვანი კულტურების აზიური ფარისანასგან დაცვის მიზნით მოსახლეობას მოუწოდებენ სააგენტოს მიერ გადაცემული პრეპრატებით დროულად შეწამლონ ციტრუსი. სააგენტოს ინფორმაციით ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი [ზონდერი 100ეკ; ინსაკარი 100ეკ; თეიქოფ 100ეკ] მაღალეფექტური, ფართო სპექტრის ინსექტიციდია, რომელიც გამოიყენება აზიური ფაროსანას, ფოთლის მავნებლების, ყურძნის ჭიის, ტკიპების, ბუგრების, ნაყოფჭამიების, ხვატარის, ხოჭოების, მავნე კუსებურას და სხვა მავნებლების წინააღმდეგ …

ფაროსანას გამო ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. მიზეზი აზიური ფაროსანაა, რომელიც ბაღის შენობას შეესია. საბავშვო ბაღი ფრიდონ ხალვაში გამზირზე #281-ში მდებარეობს. „გუშინ შემთხვევით გამოვიარე სამსახურში და ვნახე, რომ სავსე იყო შენობა მწერით. ლოგინებზეც შესეული იყო. მაშინვე დავურეკე ბაღების გაერთიანებას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე,“ – ამბობს ბათუმის 23-ე საბაშვო ბაღის ხელმძღვანელი, თამარ ნაგერვაძე. ბათუმის …

სეს: ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება მისი მექანიკურად განადგურებაა

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] ინფორმაციით, აზიური ფაროსანა ტემპერატურის კლებისას, გამოსაზამთრებლად საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში ინაცვლებს. ამ დროს მასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება კი მისი მექანიკურად განადგურებაა. სეს-ის განცხადებით ერთ-ერთი მარტივი მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება აშშ-ში, მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ან სხვა მასალის თავშესაფრების დამზადებაა, რომელშიც მჭიდროდ თავსდება კვერცხის ჩასაწყობი ფირფიტები ან მსგავსი მასალა. თავშესაფარში გამოსაზამთრებლად შესული …

Exit mobile version