აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგში მეორე საჩივარი წარადგინეს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი წარადგინა. საქმე ეხება 2026 წლის აპრილში ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო მის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემასა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას. 3 აპრილს სასამართლომ სადიგოვისთვის საქართველოში მოქმედი შეზღუდვები გააუქმა, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანის მხარემ განაცხადა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, 4 აპრილს …

„რეპრესიისა და პოლიტიკური დევნის უმძიმესი მაგალითი“ – განცხადება აფგან სადიგოვის დაკავებაზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის დაპატიმრებას ეხმიანება. საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებული ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის დაპატიმრების შესახებ გუშინ, 8 ივნისს გახდა ცნობილი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, აფგან სადიგოვის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენები საქართველოსა და აზერბაიჯანის მხრიდან ტრანსნაციონალური რეპრესიისა და კოორდინირებული პოლიტიკური დევნის უმძიმეს მაგალითს წარმოადგენს. „მნიშვნელოვანია, რომ აფგან სადიგოვი დააკავეს იმავე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც თავის დროზე …

„მე დავბრუნდები საქართველოში“ – აფგან სადიგოვი

საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტირებული ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი ფეისბუქზე წერს, რომ საქართველოში აპირებს დაბრუნებას. „მე დავბრუნდები საქართველოში! მამაცი, ღირსეული, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მოიპოვებს თავისუფლებასა და დემოკრატიას. მეც ამ გზაზე ბოლომდე ჩემი მშობლიური ქართველი ხალხის გვერდით ვარ! საქართველოს სახელმწიფოსთვის ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენენ არა ისინი, ვინც ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან, არამედ კრიმინალური ბანდა სახელწოდებით – „ქართული ოცნება“ და …

ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 275 ათასი ლარით დააჯარიმეს რუსთაველის გადაკეტვის საბაბით

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ინტერესებს იცავს, გზის გადაკეტვისთვის სადიგოვი ჯამში 275 ათასი ლარით დააჯარიმეს ისე, რომ მისთვის არაფერი შეუტყობინებიათ. 2025 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი …

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს

დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს საზოგადოებრივმა ასამბლეამ საჯარო განცხადებით მიმართა მედიის კუთხით მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს. მიმართვის ტექსტში ვკითხულობთ: „დღეს საქართველოში მედიისა და გამოხატვის თავისუფლება საფრთხეშია. დე ფაქტო ხელისუფლება რეპრესიული კანონების მიღებით მიზანმიმართულად ცდილობს ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და ქვეყნის ევროპული გეზიდან გადახვევის გამო ქუჩაში მიმდინარე მასობრივი პროტესტი. საქართველოს საპატიმროში დღეს ორი ჟურნალისტი შიმშილობს. ქართველმა ჟურნალისტმა, …

Exit mobile version