400 ათასი ლარი საქართველოში მურა დათვის მდგომარეობის შესასწავლად

საქართველოში მურა დათვის საკონსერვაციო სტატუსისა და პოპულაციის მდგომარეობაზე არსებული მონაცემების განახლება იგეგმება. შესაბამისი კვლევის ჩატარებაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ ტენდერი 400 ათასი ლარით გამოაცხადა. კვლევის შედეგად უნდა მოხდეს ასევე ადამიანსა და მურა დათვის კონფლიქტის რისკების შეფასება და მომზადდეს მურა დათვის თავდასხმების ცხელი წერტილების რუკა. მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი. „წითელი ნუსხის“ განახლება ხორციელდება ყოველ ათ წელიწადში …

3000 წლის შემდეგ პირველად ავსტრალიაში დაიბადა გადაშენების პირას მყოფი ტასმანიური ეშმაკი

ავსტრალიის მატერიკზე  3000 წლის მანძილზე პირველად ველურ ბუნებაში დაიბადა გადაშენების პირას მყოფი, ტასმანიური ეშმაკის შვიდი ნაშიერი. პატარა ტასმანიურ ეშმაკებს რეინჯერები აკვირდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერსი ავრცელებს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ საქველმოქმედო ორგანიზაცია Aussie Ark- მა ბუნებაში 26 ზრდასრული ტასმანიური ეშმაკი გაუშვა. „ძალიან ბევრი რამ არის სასწორზე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, …

„დათვი ბელებს არ ტოვებს, ბრაკონიერი მარტივად კლავს მას, შეშინებული ბელები კი მიჰყავს სახლში“

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყიდან გარეული ცხოველების გამოყვანის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება. „მიტოვებული, დროებით მიტოვებული და უკანონო ნადირობის შედეგად მშობლების გარეშე დარჩენილი გარეულ ცხოველთა ნაშიერების ტყიდან გამოყვანით ეს ცხოველები ძირითადად სასიკვდილოდ ან სამუდამო ტყვეობისთვის არიან განწირულნი. ამასთანავე, გარეული ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრების დროს მუდმივად წარმოადგენენ საფრთხეს; ისინი პოტენციური თავდამსხმელები არიან. გარეულ ცხოველთა ადგილი …

წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში, მოქალაქემ, არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა მურა დათვი, რომელიც წითელ ნუსხაში შეტანილი მხეცია. „ამოღებულია ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ. ხორცი დალუქეს. რადგან დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებულია მნიშვნელოვანი ზიანი, 50 000 …

აჭარაში ბოლო 5 წელში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა სხვადასხვა პროექტის გამო

აჭარაში გზების, ჰესების, ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის და სხვა სპეციალური დანიშნულებით 2015-2019 [იანვარ-მარტში] ჯამში 3972 კუბური მეტრი ხე მოიჭრა. მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილი ხე-მცენარეებიც. სპეციალური დანიშნულებით ხეებს ჭრიან როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო უწყებები. იმ კომპანიების პირველი ოთხეული, რომლებმაც ბოლო ოთხ წელში სპეციალური ჭრებით ყველაზე მეტი ხე მოჭრა აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მოწოდებული …

ბადეში მოყოლილი ზუთხი ზღვაში დააბრუნეს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ინფორმაციით, ექსპედიციისას ბადეში ზუთხი (ტარაღანა ანუ ცქვრინი) მოჰყვა, რომელიც ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს. ზუთხი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, მიჩნეულია კრიტიკულ საფრთხეში მყოფად და მოწყვლად სახეობად ევროპაში. ზუთხის მტკნარი და მარილიანი წყლის ბინადარია. მისი სიგრძე 100-175 სმ.  წონა 100 კგ-ზე მეტს აღწევს.  გავრცელებულია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

წითელ ნუსხაში შეტანილი მდინარის კალმახის დაჭერისთვის ერთი პირი დაჯარიმდება

ხელვაჩაურში, მდინარე ჭარნალზე, უკანონო თევზჭერის  ფაქტი აღკვეთეს. სამართალდამრღვევი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გამოავლინეს. მეთევზე მდინარე ჭარნალის კალაპოტში თევზაობდა. მას  მდინარის 18 კალმახი (salmo fario) ჰყავდა დაჭერილი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. კანონდამრღვევი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9 ნაწილით დაჯარიმდება სამი ათასამდე ლარით. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს …

მთავრობამ ამჯერად „წითელი ნუსხის“ 741 ძირი ხის მოჭრის ნებართვა გასცა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ამჯერად მთავრობამ 741 ძირი ხის მოჭრის უფლება მისცა, მათ შორის 299 წაბლი და 420 კოლხური მუხაა. მოსაჭრელი ხეების სახეობები საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. მთავრობის განკარგულებით, „აჭარის ტერიტორიაზე 220კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის –„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ …

ქედაში „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 467 ხეს მოჭრიან

ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო ამჯერად 467 ერთეული ხე მოიჭრება. 4 სახეობის ხე, რომლებიც უნდა მოიჭრას, „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ხეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიეცა: „აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში არსებული, …

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში უკვე 270 კუბ/მ წითელი ნუსხის ხე მოიჭრა

ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო, აჭარის ტერიტორიაზე 4200 კუბ/მ სხვადასხვა სახეობის ხე-ტყეა მონიშნული, რომელიც უნდა მოიჭრას. აჭარის სატყეო სააგენტოს მონაცემებით უკვე მოჭრილია 1550 კუბ/მ სხვადასხვა სახეობის და 270 კუბ/მ წითელი ნუსხის ხე-ტყე. საქართველოს მთავრობის განკარგულებით 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, პერიოდულად ეძლევა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს …

„ელექტროსისტემა“ ქედაში წითელ ნუსხაში შეტანილ 272 ხეს მოჭრის

საქართველოს მთავრობის განკარგულებით აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო კომპანიას – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამჯერად ამოიღოს ქედის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთებზე არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები: კაკლის ხე (Juglans regia L) – 3 ინდივიდი; ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 60 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus …

ელექტროგადამცემი ხაზის გამო აჭარაში „წითელი ნუსხის“ 3232 მცენარე მოიჭრება

მცენარეების რაოდენობამ, რომლებიც „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი და რომლებიც ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში უნდა მოიჭრას, 3232-ს მიაღწია. აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ აქვს უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის მცენარეები: კოლხური მუხა – 1873 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 1149 ძირი; კაკლის ხე – 190 …

„წითელი წიგნის“ მცენარეები შეშად

აჭარის ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის საჰაერო ხაზის – „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის გამო ბოლო ოთხ თვეში „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, მოჭრას წითელ ნუსხაში შეტანილი ხუთი სახეობის 2075 ძირი მცენარე. მათ შორის: კოლხური მუხა – 1568 ძირი; ჩვეულებრივი წაბლი – 435; კაკლის ხე – 62; მცირენაყოფიანი ბალამწარა  – 10 და უთხოვარი – 3 ძირი. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც …

ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში დამატებით 1051 კოლხური მუხა მოიჭრება

მაღალმთიანი აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ამჯერად მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 1057 ძირი მცენარე. აქედან 1051 ძირი კოლხური მუხაა (Quercus hartwissiana Stev.), ხოლო 6 ძირი კაკლის ხე ( Juglans regia L.]. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 16 აგვისტოს გამოსცა. „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებიდან …

აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიდევ 464 ხე მოიჭრება

აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების [სულ 464 ძირი] შემდეგი სახეობები: ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 229 ინდივიდი; კაკლის ხე (Juglans regia L.) – 27 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev.) – 197 ინდივიდი; უთხოვარი …

220 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობის გამო აჭარაში 500-ზე მეტი წაბლი და მუხა მოიჭრება

220-კილოვოლტიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის -„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, აჭარის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 554 ძირი მცენარე მოიჭრება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს: ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 206 ინდივიდი; კაკლის ხე ( Juglans regia L) – 26 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev)- 320 ინდივიდი; უთხოვარი (Taxus baccata  …

Exit mobile version