წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით. წითელა ბავშვთა დაავადებად მიიჩნევა, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს. რა სიმპტომები ახასიათებს წითელას? [checklist] ცხელება გამონაყარი ხველება რინიტი ან კონიუნქტივიტი [/checklist] წითელას ტიპური შემთხვევა იწყება მწვავედ – ტემპერატურის …
Tag Archives: წითელა
NCDC: მთავრობის განკარგულება წითელაზე არ მოიაზრებს სადამსჯელო ღონისძიების გატარებას
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 2019 წლის იანვრიდან „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი“ სავალდებულო გახდა. წითელას სავალდებულო აცრის შესახებ მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს მთავრობის განკარგულებამ, სადაც აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უნდა გამოვლინდნენ ის პირები, რომელთაც არიან აუცრელები ან არასრულად აცრილნი და ორი თვის ვადაში ბენეფიციარების მხრიდან აცრის დამადასტურებელი ცნობის …
რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში
წითელას საწინააღმდეგო აცრები ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, 31 იანვარს, დღის მეორე ნახევარში მოულოდნელად შეწყდა. ვაქცინაცია უნივერსიტეტში დღესაც უნდა გაგრძელებულიყო. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, კამპანია იმიტომ შეწყვიტეს, რომ ქალაქის პოლიკლინიკებში ხალხი მომსახურების გარეშე დარჩა. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სტუდენტების დაინტერესება იყო მცირე, თავად უნივერსიტეტს კი არ აქვს ინფორმაცია, რის გამო შეწყდა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია …
Continue reading “რატომ შეწყდა წითელას საწინააღმდეგო აცრები ბსუ-ში”
სად შეგიძლიათ აიცრათ აჭარაში წითელაზე უფასოდ და აიღოთ ცნობა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი იმ სამედიცინო დაწესებულებების სიას აქვეყნებს, სადაც აჭარაში წითელას არაგეგმიური ვაქცინაციის მიზნით ექიმთან ვიზიტი, წითელას საწინააღმდეგო აცრა და აცრის სტატუსის შესახებ ცნობის მიღებაა შესაძლებელი უფასოდ. ბათუმი შპს ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2 შპს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ. N30 სს სამედიცინო კორპორაცია ევექსი – ბათუმის პოლიკლინიკა, …
Continue reading “სად შეგიძლიათ აიცრათ აჭარაში წითელაზე უფასოდ და აიღოთ ცნობა”
„ხართ თუ არა წითელაზე აცრილი?“ – ბსუ-ს ორი ათასამდე სტუდენტმა დადებითად უპასუხა
„ხართ თუ არა აცრილი წითელაზე?“ – ამ კითხვას დადებითად უპასუხა ორი ათასამდე სტუდენტმა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თითქმის 28 პროცენტმა კი უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. წითელას აცრასთან დაკავშირებით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ონლაინ გამოკითხვას 28 იანვრის ჩათვლით აწარმოებს. წითელას საწინააღმდეგო აცრების ჩატარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენა აუცილებელია სტუდენტებისთვის. როგორც ბსუ-ში აცხადებენ, ცნობის წარდგენა სავალდებულოა სტუდენტებისთვის საქართველოს …
Continue reading “„ხართ თუ არა წითელაზე აცრილი?“ – ბსუ-ს ორი ათასამდე სტუდენტმა დადებითად უპასუხა”
სად შეიძლება წითელას აცრის ჩატარება აჭარაში, მათ შორის უქმე დღეებშიც – აცრა უფასოა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ამ დროისთვის წითელას მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა დაავადების პრევენციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებები უქმე დღეებშიც მუშაობენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა და ვირუსისგან ერთადერთი თავდაცვა არის ვაქცინაცია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმებს, ვაქცინაცია 15 წლამდე ასაკი ბავშვებში …
21 იანვარს სწავლა განახლდება – როგორ დავიცვათ ბავშვები გრიპისა და წითელას ვირუსისგან
საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარს განახლდება. H1N1 ვირუსის გავრცელების გამო სწავლა განათლების სამინისტრომ ერთი კვირით გადადო და ნაცვლად 15 იანვრისა, სწავლა 21 იანვარს განახლდება. დღეს, 18 იანვარს, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს რეკომენდაციები დაუგზავნა, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სწავლის დაწყების დროს. სამინისტრო მოუწოდებს სკოლებს, რომ სასწავლო პროცესის დაწყებამდე შენობები სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაონ. „ამასთან, …
წითელა უკან იხევს – სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, არ მოადუნონ ყურადღება
ბოლო მონაცემებით, აჭარაში პირველი იანვრიდან 16 მარტამდე წითელას 237 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი შემთხვევა დადასტურდა გუშინ, 15 მარტს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ აღინიშნება წითელას შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ყურადღება უნდა მოადუნოს, კვლავ მოქმედებს ბავშვებისა და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამა. 40 წლამდე მოსახლეობის აცრა, უბნის მიხედვით, პოლიკლინიკაში, უფასოა. …
Continue reading “წითელა უკან იხევს – სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, არ მოადუნონ ყურადღება”
ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ 40 წლამდე ექიმებს, წითელაზე აიცრან
„მოვუწოდებ განსაკუთრებით 40 წლამდე ექიმებს, აიცრან წითელაზე,”- განaცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დღეს ბათუმში, ექიმებთან შეხვედრის დროს. ამირან გამყრელიძის თქმით, წითელას გავრცელება ამჯერად სამედიცინო მუშაკებიდან დაიწყო, რადგან „40 წლამდე ადამიანების დიდი ნაწილი და მათ შორის ექიმები, წითელაზე აცრილი არ არის”. რაც შეეხება 40 წელს გადაცილებულ ექიმებს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, …
Continue reading “ამირან გამყრელიძე: მოვუწოდებ 40 წლამდე ექიმებს, წითელაზე აიცრან”
წითელას სტატისტიკა: ლაბორატორიულად დადასტურდა 219 შემთხვევა
ბოლო მონაცემებით, წელს აჭარაში, პირველი იანვრიდან 27 თებერვლის ჩათვლით, წითელას 219 შემთხვევა დაფიქსირდა. „ჩვენ გამოვხშირეთ ლაბორატორიულად დაუდასტურებელი შემთხვევები და 27 თებერვლის მონაცემებით გვაქვს 219 შემთხვევა. ცენტრში უფრო მეტი შეტყობინებაა შემოსული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არ დასტურდება წითელა და ხდება ასეთი შემთხვევების უკუგდება, შესაბამისად, გვაქვს ეს რიცხვი,“ – ამბობს ნინო ნიჟარაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. მისივე თქმით, ამ კვირაში, …
Continue reading “წითელას სტატისტიკა: ლაბორატორიულად დადასტურდა 219 შემთხვევა”
რატომ არ უნდა გეშინოდეთ აცრის
მაშინ, როცა აჭარაში წითელას ეპიდემიაა და დაავადების ახალი შემთხვევები მატულობს საქართველოს სხვა კუთხეებშიც, ფეისბუქის ჯგუფებში მცირეწლოვანი ბავშვების დედები აცრებს კვლავ ეჭვით უყურებენ. წითელათი დაავადების 300-მდე შემთხვევიდან 222 შემთხვევა აჭარაშია რეგისტრირებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განყოფილების უფროსი იმუნოპროფილაქტიკისა და ეპიდზედამხედველობის დარგში ნანა ჯინჭარაძე ამბობს, რომ შემთხვევები, როცა მშობლები კატეგორიულ უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე იშვიათია, თუმცა დღემდე არსებობს: „ერთეულები …
სტუდენტთა იმუნიზაცია წითელას წინააღმდეგ ბსუ-ში
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წითელას წინააღმდეგ სტუდენტთა იმუნიზაცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები არიან უნივერისტეტი და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. აიცრებიან ის სტუდენტები, რომელთაც აცრა ჩატარებული არ აქვთ. აცრა უფასოა. აცრის გაკეთება შესაძლებელია ბსუ-ს მედპუნქტში (ოთახი #101), 21-დან 23- თებერვლის ჩათვლით, 12:00- 15:00 საათამდე. დღეს, 21 თებერვალს, იმუნიზაციას უნივერსიტეტში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძეც დაესწრო. აჭარაში წითელას ეპიდაფეთქებაა. ბოლო …
Continue reading “სტუდენტთა იმუნიზაცია წითელას წინააღმდეგ ბსუ-ში”
„მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება
აჭარაში წითელას შემთხვევათა რაოდენობა ისევ იზრდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე აჭარაში წითელას 182 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევათა უმრავლესობა ბათუმზე მოდის. მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების, გართულებების და …
Continue reading “„მშობლებო, აიცერით და აცერით თქვენი შვილები“ – წითელას შემთხვევები ისევ იზრდება”
წითელას ასი შემთხვევა – ეპიდაფეთქება აჭარაში
2 თებერვლის მონაცემებით, წელს აჭარაში წითელას 100 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მონაცემები რომ ეპიდაფეთქებაზე მიუთითებს, ამაზე უკვე ერთი კვირაა საუბრობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მედიკოსები მოსახლეობას ვაქცინაციის აუცილებლობაზე მიუთითებენ. ბავშვების და 40 წლამდე ასაკის მოსახლეობის ვაქცინაცია უფასოა. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება პოლიკლინიკებშია შესაძლებელი. აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი …
Continue reading “წითელას ასი შემთხვევა – ეპიდაფეთქება აჭარაში”
წითელას 86 შემთხვევა – ბრიფინგი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში
დღეს, 30 იანვარს, აჭარაში წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროში, სადაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, წითელას შემთხვევების ზრდაზე და მის პრევენციაზე ისაუბრა. „დღეისათის უკვე 86 შემთხვევა გვაქვს, ამ წუთას კლინიკაში გვყავს ორი პაციენტი, ყველა დანარჩენი შემთხვევა არის ამბულატორიული. ერთადერთი გზა წითელას თავიდან ასარიდებლად, არის იმუნიცაზია. შემთხვევათა 80 პროცენტზე მეტი უკავშირდება სწორედ …
Continue reading “წითელას 86 შემთხვევა – ბრიფინგი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში”
რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან
ბოლო პერიოდში აჭარის რეგიონში წითელას მიმართ ეპიდდაძაბული სიტუაციაა, იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია. წითელა მწვავე დაავადებაა, რომლის გამომწვევი ვირუსიც ადამიანიდან ადამიანს ჰაერით გადაეცემა. წითელა სახიფათოა ყველა ასაკში, მაგრამ 5 წლამდე ასაკის და 20 წელს გადაცილებულ ადამიანებში შესაძლოა სერიოზული გართულებების მიზეზი გახდეს. ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ინფექციონისტი ნატო მიშველიძე, …
Continue reading “რა არის წითელა და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან”
აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს
იანვარში აჭარაში წითელას 35-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასულ წლის მთლიან მაჩვენებლზე მეტია – ასეთია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაცია. ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში, 2013 წლის შემდეგ, როცა აჭარაში წითელათი დაავადებულთა რაოდენობამ 196-ს მიაღწია, ასეთი ეპიდსიტუაცია არ ყოფილა. „მოსახლეობას, განსაკუთრებით მშობლებს, მოვუწოდებთ: წითელას აცრა კეთდება ერთი და ხუთი წლის ასაკში. მიიყვანეთ …