აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნაში

19-26 აპრილს ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაა დაგეგმილი. ღონისძიების გახსნის ოფიციალური ცერემონიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯება. შესაბამის მომსახურებას აჭარის კულტურის სამინისტრო ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით. სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მისაღებად უკვე მიმართა. „აჭარის კულტურის სამინისტროში 2026 წლის 25 და 31 მარტს შემოვიდა საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის …

ჩაქვში ძალოსნობის ბაზის მშენებლობისთვის 4,5 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი

აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ბაზის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 4 543 455 ლარია გამოყოფილი. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება. ახალი ბაზა მეგენეიშვილის ქუჩა №17-ში მდებარე 2256 კვ/მ მიწის ნაკვეთზე [სადაც დგას ამორტიზებული …

ძალოსანთა ახალი ბაზა ჩაქვში იქ აშენდება, სადაც სპორტსმენები დღემდე ვარჯიშობენ

დაბა ჩაქვში ძალოსანთა ახალი ბაზის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია ორჯერ შეიცვალა და საბოლოოდ, ბაზა იმ ადგილზე უნდა აშენდეს, სადაც ძალოსნები დღემდე ვარჯიშობენ. ბაზის დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ხელშეკრულება სახელმწიფო შპს „სტადიონსა“ და კერძო ამხანაგობა „ინჟარქიტექტს“ შორის 2019 წლის მაისში 96 700 ლარზე იყო გაფორმებული. ამავე წლის ოქტომბერში კი, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, თანხა 8 ათასი ლარით …

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ახალი ბაზა აშენდება

ჩაქვში, აბაშიძის ქუჩა №2-ში მდებარე 3300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა აშენდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ დეტალური სამშენებლო დოკუმენტის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 110 ათასი ლარია. დაბა ჩაქვში ძალოსნები უკვე რამდენიმე წელია ისეთ დარბაზში ვარჯიშობენ, სადაც არც შუქი აქვთ და არც საშხაპე ცხელი წყლით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ …

ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს

ბათუმი ძალოსანთა ევროპის 50-ე საიუბილეო ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმის სპორტის სასახლეში დღეს, 6 აპრილს გაიხსნა. ჩემპიონატში მონაწილეობას 42 ქვეყნის 400-მდე ძალოსანი მიიღებს, სულ გათამაშდება 180 სინჯის მედალი. გარდა ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ძალოსნები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ. აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პირველობაზე ქართველი და უცხოელი 100-მდე ჟურნალისტია აკრედიტირებული და ჩემპიონატის პირდაპირი …

ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

ბათუმი 2019 წელს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, ბათუმში სპეციალური ვიზიტით, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კომისია იმყოფება. ევროპის ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდვანს ჰასან აკკუს, ფედერაციის სატელევიზიო დირექტორს დევიდ გოლდსტრომს, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ჩემპიონატის ჩატარების დეტალები განიხილეს. ჩემპიონატი 2019 წლის აპრილში გაიმართება, რომელშიც  450 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ევროპიდან.  ბათუმს ჩემპიონატის ფარგლებში 1000-მდე სტუმარი ეწვევა, …

4 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – აჭარის ძალოსნების წარმატება საქართველოს პირველობაზე

 

 

ძალოსნობის საქართველოს ჩემპიონატში აჭარის ნაკრებმა 9 მედალი და 205 ქულით გუნდურში პირველი ადგილი მოიპოვა. ჩემპიონატში აჭარიდან 16 სპორტსმენი მონაწილეობდა. ცხრა ძალოსანმა საპრიზო ადგილი სხვადასხვა წონით კატეგოირაში მოიპოვა. 

Exit mobile version