რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ხულოელი მასწავლებელი ცერნიდან 

ირმა თავართქილაძე ხულოში, სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლის. ირმა იმ ოთხ პედაგოგს შორის იყო, რომლებიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ მარტის ბოლოს. ირმასთვის, როგორც პედაგოგისთვის, ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში პროფესიული განვითარების მიზნით და როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი …

აჭარიდან ფიზიკის 4 მასწავლებელი CERN-ში გაივლის სტაჟირებას – კონკურსი

აჭარის განათლების ფონდი ფიზიკის მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში – CERN-ში ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად. ფონდის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან ან მენტორ მასწავლებლებს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი აღნიშნულ ცენტრში. „კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, …

რა შეიტანა ცერნიდან დაბრუნებულმა ფიზიკის მასწავლებელმა სკოლაში

„ცერნმა მოახერხა ჩაეხედა წარსულში“ – ბათუმელი პედაგოგი ბირთვული კვლევების ლაბორატოარიაში სამი ბათუმელი ფიზიკის მასწავლებელი გასული წლის შემოდგომაზე, ჟენევაში, ცერნში იმყოფებოდა. ცერნი ბირთვული კვლევების უდიდესი ევროპული ლაბორატორიაა, სადაც ბათუმელი პედაგოგები ათი დღის განმავლობაში უსმენდნენ ქართველი და უცხოელი მეცნიერების ლექციებს და პრაქტიკული მუშაობის შესაძლებლობაც მიეცათ. ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც ცერნში იმყოფებოდა, ბათუმის მე-18 საჯარო და კერძო სკოლა „განათლებას“ ფიზიკის …

ქართველი მეცნიერები ცერნში

„თამაშით გართულ ბავშვებს ხშირად აინტერესებთ, რა ხდება თავად სათამაშოს შიგნით… ასე ვართ დიდებიც – გვაინტერესებს, რა ხდება ამა თუ იმ საგნის ან მოვლენის შიგნით. ბავშვებივით ჩვენც ხშირად არ გვყოფნის ძალა, დავამტვრიოთ სათამაშო და შიგნით შევიჭვრიტოთ. ესაა ცერნი. აქ მეცნიერები დღე-ღამის განმავლობაში წლობით ელიან შედეგს – უნდათ დაინახონ და მერე სამყაროს გააგებინონ – რა ხდება „სათამაშოს“ …

სამი გამარჯვებული პედაგოგი ბათუმიდან ცერნში

ბათუმიდან ფიზიკის სამი მასწავლებელი ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (ცერნი) ერთკვირიან სასწავლო კურსს გაივლის. პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული, ვენერა აბუსელიძე, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის და სკოლა „განათლების“ ფიზიკის პედაგოგია. საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტს პედაგოგიურ მიღწევებთან ერთად უნდა წარმოედგინა ერთი ჩატარებული გაკვეთილის პრეზენტაცია. „გარდა ამისა, ძალიან კარგად უნდა იცოდე ცერნის ისტორია, ბირთვული კვლევები, ძალიან კარგად …

ფიზიკის მასწავლებელი ქედიდან ევროპის ატომური კვლევების ცენტრში

მერაბ დიასამიძე ერთადერთი ფიზიკის მასწავლებელია მთიანი აჭარიდან, რომელიც ჟენევაში, მსოფლიოს უდიდესი ატომური კვლევების ორგანიზაციაში – „ცერნში“ სასწავლო კურსს გაივლის. მერაბთან ერთად აჭარიდან ფიზიკის ორი პედაგოგი გადამზადდება. „ცერნი“ ატომური კვლევების უდიდესი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც ჟენევაში, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. საქართველომ „ცერნთან“ თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო, 2013 წელს კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განათლების …

Exit mobile version