საგამოძიებო აცხადებს, რომ აჭარასა და გურიაში უკანონოდ მოქმედი ვალუტის პუნქტები აღმოაჩინა

აჭარისა და გურიის რეგიონებში ფინანსთა უკანონოდ მოქმედი 22 ერთეული ვალუტის გადამცვლელი პუნქტი აღმოაჩინეს – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. „ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მოწყობილი იყო კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ და საქმიანობდა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მასშტაბურად ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთდროულად ჩატარდა ჩხრეკა 22 …

ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და საგამოძიებო სამსახური შევიდა

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ნავთობტერმინალში სუს-ი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია შესული და შეჩერებულია სარკინიგზო გადაზიდვების ნაწილი. ნავთობტერმინალში სარკინიგზო გადაზიდვების დიდი ნაწილი 3 დეკემბერს, ღამით, მას შემდეგ გაჩერდა, როცა იქ სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ერთდროულად შევიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გამოკითხვაზე გადაიყვანეს 21 პირი, მათ შორის, ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელი პირები. რა ხდება ნავთობტერმინალში? – შეკითხვას ამ …

ბათუმში უკანონო ინტერნეტკაზინო აღმოაჩინეს – ზარალი 350 ათასი ლარია

„არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო მეორე შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დღეს, პირველ დეკემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით …

ბიზსნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს – სპეცოპერაცია ბათუმში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს …

ნაგავსაყრელიდან ვადაგასული საკვების გაყიდვისთვის 4 პირი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი ნაგავსაყრელის ოთხი თანამშრომელი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ქვემო ქართლის ტერიტორიაზე განთავსებულ ნაგავსაყრელიდან სისტემატურად ახდენდნენ გასანადგურებლად განკუთვნილ, სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიების მიერ წარმოებულ და ქსელური სავაჭრო მარკეტებიდან ამოღებულ, მოხმარებისთვის უვარგისი და ვადაგასული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის რეალიზაციას, რის სანაცვლოდაც იღებდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს. საქმეზე …

ყალბი კოვიდპასპორტი 70 ევროდ – 1 პირი დააკავეს, 8 კი ამხილეს

ქალაქ თბილისსა და იმერეთის რეგიონში ყალბი კოვიდპასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტების 2 ფაქტი გამოავლინეს, რის გამოც პასუხისგებაში მიეცა ცხრა პირი, მათ შორის, ერთი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ყალბი ე.წ. კოვიდპასპორტი, თითოეული …

მერაბ ღოღობერიძემ ფინანსურ პოლიციას ხრეში მიუტანა – ის უწყებას 500 ათას ლარს სთხოვს

„ხრეში მოვიტანე აქ იმიტომ, რომ ეს ორგანო არის დაკავებული რეკეტით. ვერ მინახეს ვერაფერი, ამიტომაც ფულის ნაცვლად დავუყარე ხრეში შესასვლელში. საგამოძიებო სამსახური რასაც ავრცელებს ჩემ შესახებ, არის ტყუილი და ვუჩივლე სასამართლოში,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია და იმავდროულად ბიზნესიც აქვს. იგი ინერტული მასალის მოპოვებითაა დაკავებული. მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 21 ივლისს, ფინანსთა …

1 პირი C და D კატეგორიის შესაბამისი კურსის დამადასტურებელი ყალბი მოწმობის გასაღებაზე დააკავეს

ბათუმში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  „ბრალდებულმა, რომელიც იყო ბათუმში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, თანხის სანაცვლოდ დაამზადა და გაასაღა ავტოსკოლის „C“  და „D“ კატეგორიის  ყალბი მოწმობები, თითქოსდა მოქალაქეს გავლილი ჰქონდა სატვირთო მანქანის და ავტობუსის მართვის შესაბამისი კურსები“. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, …

ქობულეთში მერიის 4 მოხელის დაკავება დადასტურდა

ქობულეთში, სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და მერიის ერთი თანამშრომელი დღეს, 8 ნოემბერს, ფინასნთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ამ უწყებაში არ აზუსტებენ, რა სამართლებრივი საფუძვლით დააკავეს მოხელეები. „დაკავებულია ოთხი პირი აჭარის რეგიონში. ვიდრე არ დასრულდება გარკვეული პროცედურები, ვერ გავასაჯაროვებთ დეტალებს,“ – გვითხრეს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრში. რა იგულისხმება „პროცედურებში“ თუკი ადამიანებს სახელმწიფომ ბრალი უკვე წაუყენა? – …

აჭარაში 10 000 დოლარის ყალბი კუპიურები ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები. უწყების ინფორმაციით, გატარებული …

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისთვის 8 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყებამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა, რაზეც დაკავებული იქნა 8 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, კახეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა განახორციელეს ჯამში 450 …

ბრალდებული 112 ათასი ლარის დღგ-ს ზედმეტობის განაღდებას პირს 35 ათასად ჰპირდებოდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თაღლითურად დაუკავშირდა და ნდობაში შევიდა ერთ-ერთ პირთან, რომელსაც დამატებითი ღირებულების გადასახადში [დღგ] ერიცხებოდა ზედმეტობა 112 000 ლარის ოდენობით, დაარწმუნა იგი, რომ სხვადასხვა მაღალი რანგის მოხელის მეშვეობით, შეეძლო დახმარებოდა მას დღგ-ს ნაწილში არსებული ზედმეტობის განაღდებაში, …

33 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქალაქ თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი …

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვისთვის ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს და ერთი პირი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აჭარის, ქვემო ქართლის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, დიდი …

ბათუმსა და თბილისში 1618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და ბათუმში საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი „HEETS“ ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია საერთო ჯამში 1 618 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 16 000 ლარს …

ჰემოფილიის სამკურნალო მედიკამენტების კონტრაბანდის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო დოკუმენტაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტის ექსპორტის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ მედიკამენტების რეალიზატორმა კომპანიამ 2 აგვისტოს საქართველოდან ცენტრალური აზიაში, კერძოდ უზბეკეთის რესპუბლიკაში, ექსპორტის მიზნით, ექსპორტის საბაჟო რეჟიმში, საბაჟოზე წარადგინა გენეტიკური დაავადებით – ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალოდ …

აჭარაში 4 600 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს და პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები ერთ შემთხვევაში, აჭარაში 4 600 კოლოფ, ხოლო თბილისში 3 500 კოლოფ უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. საგამოძიებო …

სარფის საბაჟოზე 64 ათასამდე ლარის არადეკლარირებული ტექსტილის ნაწარმი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა და ორი პირი პასუხისგებაში მიეცა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში  ბრალდებულმა  ერთ-ერთი კომპანიის სახელით არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გავლით, ტრანზიტით, საქონლის შემოტანისას საბაჟო დეკლარაციაში  ყალბი მონაცემები დააფიქსირა, თითქოსდა მას  11 250 კგ რძის ფხვნილი …

ქედაში მუნიციპალური საწარმოს დირექტორი დააკავეს

დღეს, 25 ივნისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქედის მუნიციპალური საწარმოს „კომუნალურ სერვისის“ დირექტორი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, თაკო გოდერძიშვილის განმარტებით, შპს-ეს დირექტორი, სავარაუდოდ, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით არის დაკავებული. „ოფიციალურ ინფორმაციას ხვალ გავავრცელებთ და დეტალებზე მაშინ ვისაუბრებთ,“-გვეუბნებიან საგამოძიებო სამსახურში.

ხუთი კომპანიის დირექტორი ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ თბილისში, კახეთის, მცხეთისა და აჭარის რეგიონებში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინა და  ხუთი  კომპანიის ხელმძღვანელი  დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული პირები, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით,  საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებას და რეალიზაციას ახდენდნენ. კერძოდ, მათ დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ანგარიშ – ფაქტურები და სასაქონლო …

აჭარაში „ფეირისა“ და „დომესტოსის“ უკანონო დამზადების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა კუსტარულად მოწყობილ არარეგისტრირებულ საწარმოში, სხვისი სასაქონლო ნიშნით, უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით საქონლის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფი მოწყობილ საწარმოში, სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით, უკანონოდ ამზადებდა სარეცხ საშუალებებს – „ფეირსა“ და „დომესტოსს“. პროდუქციის წარმოებისთვის დაბალი ხარისხის იაფფასიან ნედლეულს იყენებდნენ. საგამოძიებო სამსახურის …

ყალბი ფულის გასაღებაზე ორი პირი დააკავეს

ყალბი 50 და 100-ლარიანი კუპიურების გასაღებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა იმერეთის რეგიონში გაასაღეს ყალბი ფული. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ყალბი ფულის დამზადებას ან გასაღებას გულისხმობს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ელით თავისუფლების აღკვეთა 7-დან 10 წლამდე ვადით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე …

36 აფთიაქის ხელმძღვანელს გამოძიება 15 მილიონის უკანონოდ მიღებას ედავება

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 36 სხვადასხვა აფთიაქის 18 ხელმძღვანელ პირს წაუყენა ბრალი. საუბარია აფთიაქებზე, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ყიდიან. აფთიაქის ხელმძღვანელებს ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარის უკანონო მიღება ედებათ ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, 36 აფთიაქში 14 590 866 ერთეული მედიკამენტი გაიყიდა ურეცეპტოდ. ეს მედიკამენტები სპეციალურ …

ირაკლი ცეცხლაძე „5 მილიონის საქმეზე“: თავს დამნაშავედ ვცნობ

ვიდრე მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი დაასრულებდა კითხვას: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“ ირაკლი ცეცხლაძე ბრალდებულისთვის განკუთვნილი საკნიდან ფეხზე წამოდგა და თქვა: „თავს დამნაშავედ ვცნობ და სრულად ვეთანხმები წარდგენილ ბრალს“. „გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება მოგესაჯოთ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა,“ – მიმართა ბრალდებულს მოსამართლემ. ირაკლი ცეცხლაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 5 მილიონი ლარის მითვისება ედება ბრალად. ის …

ზურაბ პატარაძე „5 მილიონის მითვისების საქმეზე“

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ სადმე არის დარჩენილი შავი ხვრელები, კორუფციის რისკები, იგი უნდა აღმოიფხვრას“, – განაცხადა დღეს, 25 თებერვალს ზურაბ პატარაძემ, აჭარის მთავრობის თვამჯდომარემ „5 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე“. საუბარია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილი შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე. კონრკეტულად, ამ სახელმწიფო შპს-ს დირექტორს, ირაკლი ცეცხლაძეს ქობულეთში ახალი ნაგავსაყრელის …

აჭარის ფინანსთა სამინისტროს შპს-დან, სავარაუდოდ, 5 მილიონი ლარი მიითვისეს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელობას დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება ედება ბრალად. საუბარია ნაგავსაყრის პროექტზე, რომელიც ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „2017 წლის 21 თებერვალს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის …

რას ედავება „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს პროკურატურა

კომპანია „ევექსის“ შუახევის ჰოსპიტლის ყოფილ დირექტორებს, რომან ხიმშიაშვილსა და რუსუდან ქამადაძეს პროკურატურა მოტყუებით ქონებრივ დაზიანებას ედავება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შუახევში მცხოვრები 3800 ადამიანი „ევექსის“ კლინიკაში საკუთარი ინიციატივით დააზღვიეს. მათ ნაწილს დაზღვევაზე თანხმობაც არ ჰქონდა დამოწმებული. 2014 წლიდან დღემდე ამ ფორმით დაზღვევის ხარჯზე ჰოსპიტალმა 155 ათასი ლარი მიიღო. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი შავაძე განიხილავს. …

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დღეს, 18 ოქტომბერს, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები. სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება მოხდა უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების …

Exit mobile version