ყველაფერი სქოლიოზის, ანუ ხერხემლის გამრუდების შესახებ – ექიმის რჩევები

ხერხემლის გამრუდება ფრონტალურ სივრცეში, იგივე სქოლიოზი, გავლენას ახდენს ყველა ასაკის ადამიანზე, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც მოზარდებშია გავრცელებული. სქოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სხეულის დეფორმაცია, არამედ სხვადასხვა გართულება, მათ შორის, თავისა და ზურგის ტკივილი, რაც უფრო მოზრდილ ასაკში იჩენს თავს. კონკრეტული მანიპულაციებითა და სისტემატური დაკვირვებით, სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების უმეტესობას ნორმალური, აქტიური ცხოვრება აქვს – …

ის, რაც ხერხემლის გამრუდების შესახებ უნდა იცოდეთ – ექიმის რჩევა

ხერხემლის დაზიანების დროული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან მას არაერთი სერიოზული პრობლემის გამოწვევა შეუძლია ორგანიზმში. ასევე საყურადღებოა სასკოლო ასაკის ბავშვებში სქოლიოზის გამოვლენა და მისი მართვა. ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ექიმი ​მიხეილ მიქელაძე სქოლიოზის დროულად გამოვლენის მნიშვნელობაზე  საუბრობს. რა არის სქოლიოზი? სქოლიოზი არის ხერხემლის სამგანზომილებიანი დეფორმაცია, მალების როტაციით (შემობრუნებით), რომლის დამახასიათებელი ნიშანია ბავშვის ასაკთან და ზრდასთან დაკავშირებული დეფორმაციის …

ბათუმში საჭიროების მქონე ბავშვები ფიზიკური თერაპიის გარეშე დარჩნენ

ბათუმში კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ შეაფერხა იმ სარეაბილიტაციო ცენტრების მუშაობა, სადაც სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვები მკურნალობენ. ცენტრები დისტანციურად მუშაობენ, თუმცა ვერ სრულდება ფიზიკური თერაპიის ნაწილი, რაც ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია. მშობლები შიშობენ, რომ თვეების განმავლობაში მიღწეული პროგრესი შესაძლოა ამ შეფერხების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. აჭარაში 2500-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს სარეაბილიტაციო ცენტრების მომსახურებით. აჭარაში სარეაბილიტაციო ცენტრები, რომლებიც განვითარების შეფერხების …

სქოლიოზის მკურნალობა ევმინოვის მეთოდით ნებისმიერ ასაკში ეფექტურია

სქოლიოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი „ვიტა“ ბათუმში უკვე 5 წელია არსებობს. ცენტრში „ევმინოვის მეთოდით“ მკურნალობენ სქოლიოზს, ოსტეოქონდროზს, მალთაშუა თიაქარს, რადიკულიტს, სპონდილოზს და ხერხემლის სხვა დაავადებებს. „ევმინოვის მეთოდში“ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მკურნალობა მიმდინარეობს ვარჯიშის გზით და გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას. მკურნალობასთან ერთად ცენტრში ტარდება ახალი, ფოტოგეომეტრიული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც დგინდება ხერხემლის გამრუდების ხარისხი. პაციენტის ხერხემლის ფოტო იგზავნება …

კომპანია „ანიტა ჯანმრთელობის ტურიზმი“ სქოლიოზის თურქეთში მკურნალობას გთავაზობთ

დაავადების სიმძიმის მიხედვით დანიშნული მკურნალობის კურსი როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში, სფეროში გამოცდილი თურქი სპეციალისტების მეთვალყურეობითა და უშუალო მონაწილებით მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობის ან ოპერაციის ჩატარება თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, სტამბოლში გახდა აუცილებელი, შესაბამის დახმარებას ადგილზე ჩვენი თანამშრომლები გაგიწევენ. საქართველოში ოპერაციის ან მკურნალობის გარკვეული ხარჯი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით აგინაზღაურდებათ. სქოლიოზის ნებისმიერი ფორმის მკურნალობისა ან რთული ოპერაციების …

“ვიტა“ – ხერხემლის დაავადებების ინოვაციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

წელის, კისრის, ზურგის, ფეხის ტკივილი, ხელ-ფეხის დაბუჟება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა ტკივილის გამო, მოძრაობის შეზღუდვა, პაციენტის შრომის უნარის დაქვეითება – თუ ჩამოთვლილი ჩივილებიდან  რომელიმე თქვენ ან თქვენს პატარას გაწუხებთ, სავარაუდოდ, არსებობს რისკი, რომ თქვენ ხერხემლის  დაავადება გაქვთ. 

Exit mobile version