სტუდენტების სტიპენდია გაორმაგდება – მთავრობა

დღეს 11 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტუდენტების სტიპენდიები გაიზრდება. „დღეიდან ყოველ სასწავლო წელს 2 500-ის ნაცვლად 5 000 წარმატებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერი სტუდენტი მიიღებს, 150 ლარის მაგივრად 300 ლარიან სტიპენდიას“- თქვა ღარიბაშვილმა. მან ამავე სხდომაზე ახსენა წინა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, „მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი“, შვილებს ბიუჯეტიდან …

გერმანული სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის

გერმანული ორგანიზაცია „Humanity first“-ი 2020-2021 სასწავლო წლებში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიას აწესებს. სტუდენტი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ან უნდა ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. ორგანიზაცია სულ 15 სტუდენტს დააფინანსებს შევსებული აპლიკაციის საფუძველზე. სტიპენდიის მოცულობა 2 500 ლარია. სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და უნდა სწავლობდეს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში. იმისათვის, რომ მიიღოთ აპლიკაციის ფორმა, შეტყობინება უნდა …

აჭარის განათლების სამინისტრომ 6 სტუდენტს სწავლა ათას-ათასი ლარით დაუფინანსა

2020 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროგრამის „უმაღლესი განათლება“ ფარგლებში ახორციელებს ქვეპროგრამას „ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულებების ხელშეწყობა“. ქვეპროგრამის მიზანია ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მიმართულების სპეციალობებით სტუდენტების დაინტერესება და ხელშეწყობა. ქვეპროგრამის ფარგლებში სტუდენტი სასწავლო წლის განმავლობაში ერთჯერადად დაფინანსდება 1000 ლარით. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაფინანსდა ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ჩარიცხული პირველი კურსის …

რა შემთხვევაში მიიღებს 1000-ლარიან სტიპენდიას აჭარაში მცხოვრები სტუდენტი

სამინისტრო 1000-ლარიან ერთჯერად გრანტს აწესებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებს აირჩევენ უმაღლეს სასწავლებელში, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში. გარდა ზემოთ აღნიშნული პირობისა, სტუდენტი ათასლარიან დახმარებას მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბოლო სემესტრის აკადემიური მოსწრების ქულა არის  81 პროცენტი და მეტი. პირობის მიხედვით, ასევე სტუდენტი  უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ტერიტორიაზე და სწავლობდეს ავტორიზებულ …

ეკუთვნის თუ არა სტიპენდია მეოთხეკურსელს – სტუდენტმა ბსუ-ს სასამართლო დავა მოუგო

სტიპენდიის გამო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა სტუდენტმა მეგი ბაკურიძემ უნივერსიტეტს სასამართლოში უჩივლა. მას მეოთხე კურსის მეორე სემესტრის სტიპენდია არ მისცეს, რაც თვეში 100 ლარია. მეგი ბაკურიძემ ასევე ვერ აიღო სტიპენდია ხელვაჩაურის მერიისგან – ჯამში 400 ლარი. ამ უწყებასაც უჩივლა უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებულმა სასამართლოში. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ ფრიადოსან სტუდენტებს აძლევენ სტიპენდიას, რომლებიც სემესტრის ბოლოს …

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ბათუმის მერია ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიატთა შესარჩევად კონკურსს აცხადებს. ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით. სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, …

ამერიკელი სტიპენდიატის ქართული გამოცდილება

24 წლის ამერიკელი ერიკ ჯექსონი „ფულბრაიტის“ სტიპენდიანტია. ის ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში როგორც მოხალისე სტუდენტებს ასწავლიდა ინგლისურს, სემინარებს ატარებდა და საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობდა. უკვე სრულდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ერიკი საქართველოში იმყოფება – ის მალე ამერიკაში ბრუნდება. ერიკი რთულად, მაგრამ მაინც ახერხებს ქართულად ლაპარაკს, „ბათუმელების“ კითხვებზე პასუხის გაცემისას ცდლობს მაქსიმალურად გამოიყენოს ქართული …

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია ბათუმელ სტუდენტებს

„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ქვეპროგრამას ბათუმის მერია განახორციელებს. სტიპენდია გაიცემა წელიწადში ორჯერ. ამჯერად, 2015-2016 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის 50-50  ფრიადოსან სტუდენტზე. ქვეპროგრამასთან დაკავშირებით მერია საინფორმაციო-სარეკლამო რგოლსაც  ამზადებს. როგორც ქვეპროგრამაშია აღნიშნული, სტიპენდია გაიცემა იმ საუკეთესო 50 სტუდენტზე, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე …

Exit mobile version