რა შეიცვალა სოცმუშაკებისთვის გაფიცვის შემდეგ – კვლევის შედეგი

„სოციალურ მუშაკებს, განსაკუთრებით რეგიონებში, კვლავ საკუთარი ხელფასიდან უწევთ ოჯახებში განსახორციელებელი ვიზიტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება,“ – აღნიშნულია კვლევაში „სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის აღსრულების შეფასება“. ეს კვლევა „სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ“ მოამზადა ევროკავშირის მხარდაჭერით. კვლევა აღწერს იმას, თუ რამდენად შეიცვალა სოცმუშაკების სამუშაო გარემო. სოცმუშაკები 2019 წელს გაიფიცნენ და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება მოითხოვეს. ისინი ამბობდნენ, რომ მათ …

რიჟვაძე ქობულეთში სოცმუშაკების რაოდენობაზე: ადამიანების დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას

„ადამიანების დეფიციტი უნდა იქნას აღმოფხვრილი,“ – მიიჩნევს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მას მთავრობის სხდომის შემდეგ იმის შესახებ ვკითხეთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი სოცმუშაკი რომ ჰყავს. სოცმუშაკების დეფიციტი, როგორც პრობლემა, განსაკუთრებულად და მწვავედ ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის – 14 წლის ნინის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ გამოჩნდა. ქობულეთში მხოლოდ ერთი სოცმუშაკია, ფსიქოლოგი კი – არც ერთი. თორნიკე რიჟვაძის …

სასამართლომ დაადგინა, რომ 3 სოცმუშაკი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაფიცვების შემდეგ გათავისუფლებული სამი სოცმუშაკი სამსახურში დააბრუნა. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის – EMC-ის ინფორმაციით, სასამართლომ განაცდურის სრულად ანაზღაურების მოთხოვნაც დააკმაყოფილა. 33 სოცმუშაკი გაფიცვების შემდეგ 2019 წლის 11 დეკემბერს გაათავისუფლეს რეორგანიზაციის შედეგად. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სასამართლომ  მიიჩნია, რომ სოცმუშაკები სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და მათ დაბრუნებაზე გადაწყვეტილება მიიღო. გასული წლის  …

უკანონოდ გათავისუფლებულ სოცმუშაკს 15 000 ლარს გადაუხდიან – სასამართლოს გადაწყვეტილება

საყოველთაო გაფიცვის შემდეგ უკანონოდ  გათავისუფლებულ სოცმუშაკს, ივანე ბუბაშვილს კომპენსაციის სახით 15 000 ლარს გადაუხდიან. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია. სოცმუშაკის ინტერესებს სასამართლოში EMC იცავდა. ქვეყნის მასშტაბით სამსახურიდან დათხოვილი სოციალური მუშაკები რამდენიმე სასამართლოში დავობენ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. სასამართლომ სოცმუშაკის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, თუმცა სამსხურში მის დაბრუნებაზე უარი თქვა, …

სოცაგენტების გაფიცვა შეიძლება კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების მოთხოვნები. ორგანიზაცია საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობაზე პასუხისმგებელი უწყება, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობების შექმნაზე და ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სამართლიან და თანასწორ …

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი სოცმუშაკებს, რომლებიც დღეს შეამცირა

ჯანდაცვის სამინისტრო კონკურსში მონაწილეობას სთავაზობს იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც შეამცირეს. ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკების შემცირებაზე განმარტება წერილობით მოგვაწოდა, სადაც არაა განმარტებული, კონკრეტულად რის მიხედვით შეარჩიეს სოცმუშაკები, რომლებსაც რეორგანიზაცია შეეხო. ქვეყნის მასშტაბით დღეს 271 სოცმუშაკიდან სამსახური 28 სოცმუშაკმა დაკარგა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში პირველი თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის …

ჯანდაცვის სამინისტრომ სოცმუშაკების შემცირებები დაიწყო

სოცმუშაკების რაოდენობის გაზრდის ნაცვლად, რომლის დაპირებაც გაფიცვების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გასცა, სოციალური მუშაკების შემცირება დაიწყეს. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ბათუმში ოფიციალური შეტყობინება უკვე ჩაჰბარდა 7 სოციალური მუშაკიდან სამს, მათ შორის, უფროსს სოციალურ მუშაკს – ნინო ცეცხლაძეს. „არაფერი ვიცით, ჯერ რა ხდება. ფაქტია, რომ ეს არ უკავშირდება არც ასაკს და არც განათლებას. ამ წერილში წერია, რომ …

ერთადერთი კაცი სოცმუშაკი აჭარიდან

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სისტემაში 2019 წლის ივნისის თვის მდგომარეობით საქართველოში სულ 4 კაცი მუშაობს სოცმუშაკად, ერთ-ერთი მათგანი 45 წლის პაატა ქათამაძეა შუახევის მუნიციპალიტეტიდან, ის აჭარაში ერთადერთი კაცი სოცმუშაკია. მან გაიარა გასაუბრება, ტესტირება და ყველა საფეხური, რაც საქართველოში სოცმუშაკად დასაქმებისთვისაა საჭირო. ,,არ ვიცი რატომ მუშაობენ სოცმუშაკებად მხოლოდ ქალები, ალბათ მამაკაცები სხვა პოზიციებზე უფრო რეალიზებულად …

სოცმუშაკებს ვარდების სკვერში გაშლილ კარავთან მოქალაქეები ჩანაწერებს უტოვებენ – დღე 2

„ჯანდაცვის სამინისტროს კომენტარები უკვე ასამარებს არა მხოლოდ სოციალურ მუშაკებს, არამედ მთლიანად სოციალურ სამსახურს. ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ,“ – ეს რეაქცია აქვს სოცმუშაკს ინგა დავითაძეს მისი უშუალო უფროსების – მინისტრ დავით სერგეენკოს და მისი მოადგილეების ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარებზე. მათი განმარტებით, სოცმუშაკების გაფიცვით სააგენტოს მუშაობა არ შეფერხდება და სხვა თანამშრომლები შეასრულებენ სოცმუშაკის ფუნქციებს. სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება. გაფიცვის …

თემურ ქარცივაძე სოცმუშაკების გაფიცვაზე: მათ ფუნქციას სხვა თანამშრომლები შეასრულებენ

რას აპირებს ჯანდაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო გაფიცვასთან დაკავშირებით, რომელსაც სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით ხვალ, 25 მარტს იწყებენ? – ამ უწყებების პრესცენტრებში დღეს ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. „ბათუმელები“ იმავე კითხვით სოციალური სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსს, თემურ ქარცივაძეს დაუკავშირდა. „ყველა არ არის გაფიცული, არის სამსახურში რესურსი, რომ ერთი დღით სოცმუშაკები სხვებმა ჩაანაცვლონ. ჯანდაცვის სამინისტრო …

რა პრობლემებს შექმნის სოცმუშაკების გაფიცვა

25 მარტიდან სოცმუშაკები ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან. ისინი მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის დროს აპირებენ პროცესში ჩართვას. მანამდე კი, სამუშაო კაბინეტებში სოცმუშაკებმა განცხადება დატოვეს: „ძვირფასო მოქალაქეები, ვიფიცებით ჩვენი უფლებების დასაცავად, რათა შევძლოთ თქვენი უფლებების დაცვაც…“ კანონმდებლობით გაწერილია კონკრეტული შემთხვევები, სადაც სოცმუშაკის ჩართვა სავალდებულოა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა პრობლემებს შექმნის სოცმუშაკების გაფიცვა. ბათუმში მომუშავე სოცმუშაკების, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრის, ქეთევან ხუციშვილის …

სოციალური სააგენტოს გამოხმაურება სოცმუშაკების დაანონსებულ გაფიცვაზე

“მოლაპარაკების ვადა გახანგრძლივდა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნით. გახანგრძლივება აწყობდათ სოციალურ მუშაკებს და ჩვენც გვაწყობდა,” – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის აპარატის უფროსმა, ნიკა ჩანადირმა. ის “ბათუმელებში” 12 მარტს გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც სოცმუშაკები აღნიშნავენ, რომ გაფიცვის ვადა 12 მარტიდან, სავარაუდოდ, 25 მარტამდე გადაიწია. ნიკა ჩანადირის თქმით, მედიაცია და მოლაპარაკება ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა ამ ეტაპზეც უცნობია, სოცმუშაკების …

სოცმუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ

სოციალური მუშაკები გაფიცვას თვის ბოლოს აპირებენ. მათი თქმით, „სისტემური ცვლილებებისთვის“ ერთი თვის წინ დაყენებული მოთხოვნებიდან ხელისუფლებამ არც ერთი შეასრულა და თვის ბოლოს გაფიცვის უფლებით ისარგებლებენ. გაფიცვის კონკრეტული პირობები ამ დროისთვის უცნობია. „არანირი ნაბიჯი არ გადაუდგამს ხელისუფლებას სიტუაციის შეცვლისთვის. პირიქით, მდგომარეობა დამძიმდა, რადგან მიმდინარე ამბების ფონზე 12-მა სოცმუშაკმა თავისი სურვილით დატოვა სამსახური. მიიღეს ახალი, გამოუცდელი კადრები… …

ბიჭი, რომელმაც დედა სოციალური ქსელებით იპოვა

ლუკა 18 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მინდობით აღზრდაში ცხოვრობს. ბიჭი თავიდან საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობდა. ამ სახლში მხოლოდ 18 წლამდე შეიძლება გაჩერება. მინდობით აღზრდაშიც იმის გამო დატოვეს, რომ ეროვნულ გამოცდებს აბარებს. ლუკა საკუთარ თავზე და იმაზე თუ, როგორ იპოვა დედა 11 წლის ასაკში, თავად ჰყვება: „ბსუ-ში ფსიქოლოგის ფაკულტეტი ავირჩიე. იურისტობასაც ვფიქრობ, ეგეც ჩაწერილი მაქვს. და …

Exit mobile version