„ბათუმის მერიის იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა „სვეტს“ დანაშაულის ჩადენაში შეუწყვეს ხელი“

ბათუმის მერიასთან „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ მენაშენეებმა დღეს, 10 აპრილს, აქცია გამართეს. მენაშენეთა ადვოკატის ირინე ჯობაძის განცხადებით, მენაშენეები ითხოვენ ქალაქის მერიისგან მშენებარე სახლის დემონტაჟის შეჩერებას, ხოლო მთავარი პროკურატურისგან  – დროულად დაინტერესდეს ბათუმის პროექტით. ადვოკატის თქმით, ბათუმში „სვეტის“ მენაშენეების რაოდენობა 300-ს აღწევს, მათ შორის არიან ემიგრანტებიც, თავად კი, ამ დროისთვის, 32 პირის უფლებას იცავს. „ჩვენ მოვიპოვეთ რიგი დოკუმენტები, …

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელები თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დღეს, 3 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის [თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით] სამშენებლო კომპანია ,,სვეტის“ ხელმძღვანელი პირები გ.ჯ. და თ. ჯ. დააკავეს.  საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  ბრალდებულებმა სამსახურებრივი …

კომპანია „სვეტის“ საქმეზე გამოძიება გრძელდება, დაკავებული არავინაა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას კომპანია „სვეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი დირექტორისთვის, გივი ჯიბლაძისთვის ბრალის წარდგენისა და მისი დაკავების შესახებ. საგამოძიებო სამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ “კომპანია „სვეტთან“ დაკავშირებით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მენაშენეების და სხვა პირების გამოკითხვა და ბრალი წარდგენილი არავის აქვს“. საგამოძიებო სამსახურმა „სვეტთან“ და მის შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებით გამოძიება დაახლოებით …

ბათუმში „სვეტის ოლიმპიური ქალაქის“ პროექტი შესაძლოა აღარ განხორციელდეს

თამარის დასახლებაში, ზღვის სანაპიროსთან „ოლიმპიური ქალაქის“ მშენებლობა „სვეტი ჯგუფმა“ 2016 წელს დააანონსა. კომპანია აქ ბინებს მშენებლობის დაწყებამდე ყიდდა. „ბათუმელებმა“ ახლახან გაარკვია, რომ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, დღეს „სვეტი ჯგუფს“ აღარ ეკუთვნის. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ [პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ] „სვეტი ჯგუფი“ აცხადებდა, რომ სპეციალური შეთავაზება აქვს ემიგრანტებისთვის – 10-წლიანი შიდა უპროცენტო განვადების გამოცხადება… რითაც შექმნა …

ბიზნესგარიგებები და „ოლიმპიური ქალაქი“ ბათუმში

ბათუმის ჭადრაკის სასახლე [„კაისა“] და მიმდებარე ტერიტორია – 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, თავის დროზე სასტუმრო „ჰილტონისა“ და ბათუმის საბაგირო გზის მფლობელ კერძო კომპანიას გარკვეული პირობებით გადაეცა. ერთ-ერთი პირობა საქართველოს საპატრიარქოსთვის 1 მილიონი დოლარის გადარიცხვა იყო. ახლახან „ჰესტოკ ბათუმმა“ „კაისა“ მიმდებარე ტერიტორიით „სვეტი ჯგუფს“ მიჰყიდა, რომელმაც აქ „სვეტის ოლიმპიური ქალაქი“ უნდა ააშენოს. კომპანია „სვეტი …

Exit mobile version