ხელვაჩაურის სოფელ ერგეში ეკომიგრანტებისთვის 11-სართულიან კორპუსს ააშენებენ

ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში 11-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, მშენებლობაზე კი ტენდერს 15 მილიონი ლარით გამოაცხადებს. ხელვაჩაურის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ კორპუსში სამომავლოდ ბინებს სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადასცემენ. ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ამ ეტაპზე ბაზრის კვლევას ატარებს, კომპანიების იმ გამოცდილებაზე, რასაც ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს მოსთხოვენ. სამმართველოს ინფორმაციით, „აღნიშნულ სამუშაოებზე გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი, …

ეკომიგრანტებს სახლების შესარჩევად 3 თვის ვადა მიეცემათ – ახალი ცვლილება

ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადსაც განსახლების კომისია დააკმაყოფილებს, საცხოვრებელი სახლის შესარჩევად ვადა – 3 თვე მიეცემა. დღემდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლის შესარჩევად 1 თვის ვადა ეძლეოდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანებით: „ეკომიგრანტ ოჯახს, რომლის განაცხადი დაკმაყოფილდა, საცხოვრებელი სახლის შერჩევისა და კომისიაზე წარდგენისათვის მიეცემა 3 თვის ვადა. თუ ეკომიგრანტი ოჯახი განსაზღვრულ ვადაში ვერ შეარჩევს სასურველ საცხოვრებელ სახლს, …

წელს სახლს 100 ეკომიგრანტ ოჯახს შეუძენენ – პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარია

დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში 13-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართობები დაირეგისტრირა. მათ სახლები გაზრდილი თანადაფინანსებით შეიძინეს. „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში წელს საცხოვრებელ ფართობებს თანადაფინანსებით, ჯამში, 100 ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. პროგრამის ბიუჯეტი 3 000 000 ლარია. „2016 წლიდან დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 558-მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიის შედეგად დაზარალებულ …

სააგენტო 17 ეკომიგრანტ ოჯახს სახლების შესარჩევად ერთთვიან ვადას აძლევს, 2 ოჯახი აჭარიდანაა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო, 25 000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელ სახლებს ამ ეტაპზე 17 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის. აქედან 2 ოჯახი აჭარიდანაა [ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთიდან და სოფელ რიყეთიდან]. სააგენტოს ინფორმაციით, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ 40 განაცხადი კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა და 17 სახლის შესყიდვის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. „აღნიშნულ ოჯახებს, საქართველოს …

ეკომიგრანტები: გვაიძულებენ, წალკა მივატოვოთ, ბათუმში კიდევ ერთი „ოცნების ქალაქი“ გაჩნდება

წალკის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მეორე დღეა თბილისში, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციებს მართავენ. 70-მდე ეკომიგრანტი წალკის სხვადასხვა სოფლიდან იმისთვის ჩავიდა თბილისში, რომ მთავრობას დანაპირები შეახსენოს. ეკომიგრანტები მოითხოვენ, შეისყიდოს სახელმწიფომ მათთვის ის სახლები, სადაც მთავრობამ წლების წინ შეასახლა ისინი, ასევე, იმ მიწების საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რომლითაც დღემდე სარგებლობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკომიგრანტები ამბობენ, რომ ბათუმში კიდევ ერთი …

სახლი ეკომიგრანტებისთვის პირველ მაისში – ქედის მერია მეორე წელია მშენებელ კომპანიას ეძებს

სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტმა ტენდერი კვლავ გამოაცხადა.  სატენდერო თანხა ისევ 1 530 378 ლარია. საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტის თავდაპირველი გათვლებით 2019 წლის 20 ნოემბრამდე უნდა აშენებულიყო, თუმცა ჯერ მშენებელი კომპანიაც არ არის შერჩეული. ახალი ტენდერის პირობის მიხედვით, სახლის მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში უნდა დაიწყოს და 540 კალენდარულ დღეში დასრულდეს. …

რატომ ვერ დაიწყო ქედაში ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა – ხელახალი ტენდერი

სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება უცვლელია – 1 530 378 ლარი. წინადადებების მიღება 2019 წლის 16 თებერვალს დაიწყება და 21 თებერვალს შეწყდება. მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა დაიწყოს და 540 დღეში დასრულდეს. ხუთსართულიანი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული წინა ტენდერი ორმა კომპანიამ …

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ მესამედ გამოაცხადა. სატენდერო თანხა კვლავ 3 335 145 ლარია. წინადადებების მიღება ამჯერად 23 იანვარს დაიწყება და 2019 წლის 28 იანვარს დასრულდება. მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის ვადა, თავდაპირველად განსაზღვრული 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში ეკომიგრანტებისთვის …

თურქული ლირის კურსის ვარდნა ტენდერიდან კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი თურქული ლირის კურსი გახდა. ეკომიგრანტებისთვის ხუთსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი. ამ თემაზე: ქედის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის 4-ის ნაცვლად 5-სართულიანი სახლი აშენდება კომპანია „ჯი ინშაათი“ მუნიციპალიტეტს სახლის მშენებლობას 999 ათას 999 ლარად სთავაზობს, ტენდერში მონაწილე …

ხელვაჩაურის მერიას კერძო კომპანია დავების საბჭოში უჩივის

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას შესყიდვების სააგენტოსგან „მშენებელი 2018“ ითხოვს. დავა ეხება ტენდერს, რომელიც ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში სოციალური სახლის მშენებლობაზე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 3 მილიონ 335 ათას 145 ლარია. ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას, რომლებიც გაცილებით დაბალ ფასში სთავაზობდნენ მერიას სახლის აშენებას, სატენდერო კომისიამ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მისცა: ჯერ შპს „ალიგატორი …

ქედის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის 4-ის ნაცვლად 5-სართულიანი სახლი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. ქედის მერიას თავდაპირველად ოთხსართულიანი სახლის აშენება ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა, მოგვიანებით გადაწყდა ერთი სართულის დამატება. ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი. სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 2018 წლის 21 ივლისს დაიწყება. წინადადებების მიღება შეწყდება 26 ივლისს და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების …

ხელვაჩაურის მერია ეკომიგრანტებისთვის სოციალურ სახლს ააშენებს

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი მრავალბინიანი სახლის დაპროექტებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყლის ნაპირთან, 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია. მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა იქნება ოროთახიანი [თითოეული ბინის ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – …

ქედაში ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი კორპუსი აშენდება

სოფელ აგარაში მცხოვრები 11 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ქედის მერია, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ პირველ მაისთან, 15-ბინიან საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს. ეს ოჯახები, გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, განსახლებას საჭიროებენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბაზაში არიან დარეგისტრირებულნი. ქედის მერიამ კორპუსის ასაშენებლად პროექტი 13 400 ლარად გასულ წელს, ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ქედის მერის მოადგილე როლანდ ბერიძე განმარტავს, რომ პროექტით, …

Exit mobile version