შსს-ს 45,5 ტონა შოკოლადი და სხვა ტკბილეული შეუძლია იყიდოს 5 თვეში – დაიხარჯება 1 მილიონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომდევნო 5 თვეში 45,4 ტონა ტკბილეულის შეძენის უფლება ექნება. აქედან 43,5 ტონა – შოკოლადი გულსართით – ბატონის ტიპის, 1,1 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [სამარხვო], 0,7 ტონა – გულსართიანი ტკბილეული [არასამარხვო] და 188 კილოგრამი – კარამელის კანფეტი[სხვადასხვა]. ტკბილეულის შეძენაზე კონსოლიდირებული ტენდერია გამოცხადებული. შსს სწორედ ამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიისგან შეისყიდის ტკბილეულს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 …

გაეცით იმ რუსული კომპანიების სია, რომლებიც ტენდერებს იგებენ – სასამართლოს დავალება სააგენტოს

უზენაესმა სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს დაავალა, გასცეს რუსეთში დაფუძნებული იმ  კომპანიის მონაცემები, რომლებიც საქართველოში ტენდერებს იგებენ. რუსული კომპანიების შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე „ბათუმელებს“ უარი სააგენტომ 2019 წელს უთხრა. სასამართლოში „ბათუმელების“ ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. „მოგვაწოდეთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, სახელისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით, რომლებმაც 2018 წელს, ასევე 2019 წლის 9 აგვისტომდე გაიმარჯვეს სახელმწიფო ტენდერებში. ასევე …

საპარტნიორო ფონდი და კერძო კომპანია სახელმწიფოს 4,6 მილიონ პირბადეს სთავაზობს

საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის პირბადეებს ყიდულობენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 4 680 000 სამედიცინო პირბადეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სახელმწიფოს 1 146 600 ლარად სთავაზობს, ხოლო ამავე რაოდენობის არასამედიცინო პირბადეს – 950 ათას 40 ლარად. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ არის მითითებული, ნიღბები სამედიცინო უნდა იყოს თუ არასამედიცინო. დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერი, ზოგადად, ნიღბების …

2018 წელს სახელმწიფომ 4 მილიარდიდან 778 მილიონი გამარტივებული შესყიდვით დახარჯა  

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ საქონლის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ჯამში, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა. აქედან ელექტრონული პროცედურებით განხორციელდა 3,3 მილიარდი ლარის შესყიდვები, ხოლო გამარტივებული შესყიდვების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 778 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმ 10 სახელმწიფო ორგანიზაციას შორის, რომელთა მიერ შარშან …

როგორ იქმნება არაკონკურენტული გარემო ტენდერებში 

„იმ ტიპის შეზღუდვა, რომელიც არ ემსახურება მიზანს და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობას, არის უკანონო,“ – მიიჩნევს ორგანიზაცია „იურიდიული მრჩევლის“ ხელმძღვანელი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. იგი რამდენიმე ბიზნესკომპანიის ინტერესების დაცვას აპირებს, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებში ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ მონაწილეობენ – მათ სამუშაო გამოცდილება არ აქვთ. სახელმწიფო შესყიდვებში შემსყიდველ ორგანიზაციებს კონკრეტული პირობების დაყენების უფლება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა …

კანონდარღვევა „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერში – სად გაქრა დოკუმენტები

„ასეთი უცნაური რამ აქამდე არ მინახავს. ეს კანონდარღვევაა“, – ასე აფასებს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისის მენეჯერი „აჭარის მწერალთა სახლის“ ტენდერს. ამ ორგანიზაციამ 27 თებერვალს ჟურნალ „ჭოროხის“ და ვახტანგ ღლონტის ლექსების კრებულის ბეჭდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. „უცნაურობა“ მდგომარეობს იმაში, რომ 6 მარტს დასრულებული ტენდერი ამ დრომდე გრძელდება. შემსყიდველს ანუ მწერალთა სახლს …

Exit mobile version