მივლინების თანხა კულტურის მუშაკებს, რომლებიც მივლინებაში არ ყოფილან – აუდიტი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შემავალი იურიდიული პირების მიერ 2017 წელს თანამშრომლებზე მივლინებისთვის გადახდილი 11 061 ლარი, ბიუჯეტში დაბრუნების ნაცვლად, ჩამოწერილია „ხარჯებში“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი და თავის ანგარიშში საბიუჯეტო რესურსის არამიზნობრივად ხარჯვის რისკებზე მიუთითებს. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება ანსამბლ „ბათუმის“ მიერ მივლინებისთვის გაცემული 6 071 ლარი და მუსიკალური ცენტრის მიერ გაცემული 4 …

საქართველოს რკინიგზამ სასამართლოში საქმის წაგების მიუხედავად აუდიტს დოკუმენტები არ მიაწოდა

„საქართველოს რკინიგზამ“, რომელიც სახელმწიფო საწარმოა, აუდიტის სამსახურს შემოწმებაზე უარი უთხრა. აუდიტმა სასამართლოს მიმართა და საქართველოს რკინიგზა 1000 ლარით დააჯარიმეს. რკინიგზამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ მათ ორივე ინსტანცია მოიგეს და „საქართველოს რკინიგზის“ შემოწმებისთვის საჭირო პროცედურებს აგრძელებენ. „საქართველოს რკინიგზამ“ ჩვენთან სასამართლო პროცესი ორჯერ წააგო, როგორც პირველ ინსტანციაში, ასევე სააპელაციოში“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში. – …

1 430 342 ლარის ზიანი – „იაფი სახლის“ აუდიტის მასალები მთავარ პროკურატურაში

ბათუმის მერიის „იაფი სახლი-სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს“ ქვეპროგრამის ფინანსური აუდიტის მასალები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. საქმე ეხება ბათუმის მერიის 2016 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. „მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების მხრიდან, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარემოებათა არაჯეროვანი გამოკვლევისა და მოსალოდნელი რისკების შეუფასებლობის გამო, მუნიციპალიტეტს მიადგა არანაკლებ 1 430 342 ლარის ზიანი“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომლის მასალებიც …

ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა სამინისტროს 208 ბინა აქვთ – აუდიტი 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში დღეს 178 საცხოვრებელი ობიექტია, ხოლო ბათუმის მერიის საკუთრებაში – 30 საცხოვრებელი ბინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს, ასევე მერიას, სხვადასხვა ხელშეკრულების მიხედვით, დეველოპერული კომპანიებისაგან დამატებით აქვთ მისაღები საცხოვრებელი ბინები, ჯამში 7 550 კვ/მ. აუდიტის დასკვნით, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება საცხოვრებელი ობიექტების რაოდენობა, ერთიანი სტრატეგია, თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული აღნიშნული …

სახელმწიფო აუდიტი: უნივერსიტეტმა არ იცის რა ქონებას ფლობს

„ბოლო ხუთი წლის პერიოდში უნივერსიტეტის [ბსუ-ს] მიერ არ არის ჩატარებული ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების, მატერიალური მარაგების, მასალების, ფულადი ანგარიშებისა და ფულადი დოკუმენტების, ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ინვენტარიზაციას ექვემდებარება: [checklist] ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული აქტივები და ვალდებულებები, ბალანსის საცნობარო მუხლებში აღრიცხული საოპერაციო იჯარით აღებული …

ბსუ-ში საათობრივი ანაზღაურების წესი შესაძლოა შეიცვალოს

  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში [ბსუ] მომავალი სასწავლო წლიდან შესაძლოა საათობრივი ანაზღაურების წესი შეიცვალოს. ამის საფუძველი სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში გახდა, სადაც აღნიშნულია, რომ აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის მიერ ბსუ-ში შეუსრულებელია წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საათობრივი დატვირთვა – 3 151 საათი. აუდიტმა ბსუ-ს გასული წლის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. „უნივერსიტეტის საბუღალტრო ჩანაწერებში წარმოდგენილი დოკუმენტებითა და უნივერსიტეტის …

შსს-ს მომსახურების სააგენტოს არაკონკურენტული ტენდერები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცალკეულ შემთხვევებში შესასყიდი საქონლის აღწერისას მითითებული ჰქონდა ისეთი პარამეტრები, რომელთა სიდიდეების მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა, ან საერთოდ საჭიროება აუცილებლობას არ წარმოადგენდა და აკმაყოფილებდა მხოლოდ კონკრეტული პრეტენდენტის ინტერესებს – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, ზოგჯერ პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული იყო ისეთი საქონელი, რომელთა ტექნიკური პარამეტრები ზუსტად ემთხვეოდა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ფიქსირებულ …

აუდიტი 5 მილიონის მითვისებასა და თანხის არამიზნობრივად გამოყენებაზე აჭარის საწარმოებში

„აუდიტის სამსახურის შეფასებით, ადგილი აქვს კერძო სამართლის სუბიექტში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისა და ბიუჯეტში თანხის არასრულად და არათავისდროულად მობილიზების ფაქტებს. შედეგად, სახელმწიფომ დაკარგა შესაძლებლობა დროულად და სრულად მიეღო შემოსავალი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის პრიორიტეტული სფეროების სრულად დაფინანსება,“ – აღნიშნულია აუდიტის მოხსენებაში, რომელიც აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ აჭარის მთავრობის ანგარიშს ეხება. მთავრობის ანგარიში აჭარის …

დიდი და მცირე სცენის დაკარგვა-გადამალვის რისკები ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიაში არსებობს „საჯარო ფინანსებით შექმნილი ქონების დაკარგვის, დაზიანების, გადამალვის ან/და შემცირების რისკები“, – ამ დასკვნამდე სახელმწიფო აუდიტი, კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ფაქტიდან გამომდინარე მივიდა, რომ ბათუმის მერიამ სრულად არ შეასრულა საკრებულოს განკარგულება. საკრებულოს 2014 წლის განკარგულებით, მერიის ა(ა)იპ „ბათუმის სცენის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი 2 445 554 ლარის ღირებულების ქონება საკუთრებაში გადაეცემოდა, ასევე მერიის კუთვნილ ა(ა)იპ-ს …

სახელმწიფო აუდიტი: აჭარის მუნიციპალიტეტებში უკეთესი კადრებია საჭირო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 22 ივლისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში [ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის] 2014–2015 წლებში ჩატარებული სახელმწიფო აუდიტის შედეგები. „ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ მუნიციპილალიტეტების, ბათუმის მერიის, საკრებულოს აუდიტს. დასკვნები,  რომლებიც ჩვენი სამსახურის მიერ ქვეყნდება, მოიცავს რეკომენდაციებს როგორ გაიხარჯოს ბიუჯეტი. …

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის“ აქვს გადაცემული მართვაში. გადაცემული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა კი „ბულვარის“ ბიუჯეტში ირიცხება. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ. …

კვლევას – „ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“ აუდიტის სამსახური ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების [ISFED] მიერ გამოქვეყნებულ კვლევას – „ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებით გამოეხმაურა. აუდიტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მიმდინარეობს საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობის“ საქმიანობის მონიტორინგი და საარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმის მონაწილეობის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება…“  ამასთან „სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ეტაპზე არ გააჩნია ფორმალური საფუძველი „პაატა ბურჭულაძე …

Exit mobile version