პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით 2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა. გადაწყვეტილება სამინისტრომ „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“  ცვლილების გათვალისწინებით მიიღო.  კანონში  ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკს აზუსტებს. სამინისტროს განმარტებით, ცვლილების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ ბავშვების ჩარიცხვა, რომელთაც 6 …

1440 კვ. მეტრი მშენებარე სახლი შინდისში – განათლების ახალი მინისტრის ქონება

საქართველოს განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი თბილისთან ახლოს, სოფელ შინდისში, მირიან მეფის ქუჩაზე, ფეშენებელურ სახლს იშენებს. უკვე ყოფილი დეპუტატისა და მოქმედი მინისტრის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ამ სახლის სამშენებლო სამუშაოებში მის მეუღლეს 350 000 ლარი დაუხარჯია. 2314 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ სოფელ შინდისში გიორგი ამილახვარს 2021 წელს 798 000 ლარად შეუძენია. პროექტის მიხედვით, გიორგი …

კულტურის მუშაკებს და სხვებს „ქართუ“ 3,1 მილიონს მისცემს – შუამავალი განათლების სამინისტროა

3 მილიონ 156 ათას ლარს ფონდი „ქართუ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წელს გრანტის სახით გადასცემს. გრანტის მიღებაზე სამინისტროსა და „ქართუს“ შორის ხელშეკრულება 4 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, თანხა გათვალისწინებულია „საქართველოს დამსახურებული არტისტებისა და ხელოვნების მოღვაწეთა ყოველთვიური საქველმოქმედო დახმარების და სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისთვის“. ხელშეკრულებას, დანართის სახით, თან ახლავს ხელოვანთა და „სხვადასხვა დაწესებულების …

პრემიერი ბათუმში განათლების ქალაქის მშენებლობასა და ახალ კანონპროექტზე

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ბათუმში მთავრობა ისეთივე განათლების ცენტრის მშენებლობას გეგმავს, როგორიც შენდება თბილისში. პრემიერის ინფორმაციით, ბათუმის საგანმანათლებლო სივრცე კომაროვის სკოლას, პროფესიულ განათლების ცენტრს, თანამედროვე ლაბორატორიებსა და საერთო საცხოვრებელს გააერთიანებს. საგანმანათლებლო სივრცეს სპორტული მოედნები და სარეკრეაციო სივრცეებიც ექნება. ეს  პრემიერმა დღეს ბათუმში პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერმა ისაუბრა ასევე პროექტის მნიშვნელობასა და განათლების შესახებ მთავრობის ახალ …

ხალხს უკეთ რომ შეატყობინოს განათლების რეფორმის შესახებ, სამინისტრო 254 ათას ლარს დახარჯავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის კუთხით „მედიით კომუნიკაცია არ აღმოჩნდა საკმარისი ამხელა მასშტაბის ინფორმაციის მიწოდებისათვის“, ამიტომ, ვინაიდან „ცვლილებები ეხება ძალიან ბევრ ადამიანს, მიზანშეწონილია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მარკეტინგული/საკომუნიკაციო კამპანია და ამით, გარანტირებული იყოს ყველა სამიზნე ჯგუფისთვის რაციონალური ინფორმაციის მიწოდება განათლების რეფორმის შესახებ“. ამ კამპანიისთვის კი, სამინისტრო 254 …

მასწავლებლების ონლაინტრენინგებისთვის ტრენერების მომზადება დაიწყო

ბათუმში მასწავლებლებისა და სკოლების დირექტორების გადამზადების ონლაინკურისისთვის ონლაინფასილიტატორების [ტრენერების] გადამზადება დაიწყო. „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს კონკრეტულ საგნებში ონლაინკურსებს შესთავაზებს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტრენერებად ცენტრის თანამშრომლებსა და პროექტის მონაწილეებს ამზადებენ. ტრენინგები ამ ეტაპზე ბათუმში ტარდება. „ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის მონაწილეები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის …

 აჭარაში მოსწავლეთა უფასოდ ტრანსპორტირებისთვის ოთხ თვეში 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო მომსახურებაში საქართველოს განათლების სამინისტრო მაქსიმუმ 1 მილიონ 537 ათას 664 ლარს გადაიხდის. მომსახურება 4 თვეს – 2017 წლის სექტემბრიდან, მომავალი წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს. მომსახურების შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. ტენდერის ზოგადი პირობების მიხედვით: საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით …

კონკურსი ესეებში – პრიზი 500 ევრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია კონკურსი – ახალგაზრდული შეჯიბრი ესეებში [Youth Essay Prize Competition]. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის 30 წლამდე მოქალაქეებს. კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ესეი ინგლისურ ენაზე (მოცულობა 3000 სიტყვამდე). ესეების თემატიკა უნდა უკავშირდებოდეს მონაწილის ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და  თავისუფალ სავაჭრო სივრცეს. ესე …

ალექსანდრე ჯეჯელავა დისტანციურ სწავლებაზე

ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 500-მდე ქართველ ბავშვს ქართულ ენას წელს, დისტანციური მეთოდით, ოცი ქართველი პედაგოგი შეასწავლის. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ შუახევში პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. „საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის შესასწავლად დისტანციური სწავლება გასულ წელს დავიწყეთ. ლონდონში მცხოვრებ 20 ბავშვს ქართულ ენას ორი ქართველი პედაგოგი ასწავლიდა, დისტანციური სწავლების პროექტი საკმაოდ პოზიტიური და წარმატებული …

ალექსანდრე ჯეჯელავა: „ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევა“

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ეროვნულ სასწავლო პროგრამაში ცვლილებები იგეგმება. მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად მეშვიდე-მეცხრე კლასის ეროვნულ სასწავლო პროგრამაში შევა. „მეხუთე-მეექვსე კლასების ეროვნული სასწავლო პროგრამა არ მომწონს, განსაკუთრებით არ მომწონს მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების სასწავლო პროგრამა. დიდია დატვირთვა ამ კლასებში და უნდა მოხერხდეს ეროვნული სასწავლო პროგრამის განტვირთვა. საათობრივი ბადე უცვლელი დარჩება, მხოლოდ ორჯერ …

2885 დაუჯილდოებელი მოსწავლე – განათლების სამინისტრო ოქროსა და ვერცხლის მედლებს ხელახლა შეისყიდის

საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს, 2015 -2016 სასწავლო წლის და წინა წლების კურსდამთავრებულებს, ოქროსა და ვერცხლის მედლები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვერ გადასცა. სამინისტროს განცხადებით, მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა: მოწოდებული იქნა გათვალისწინებულთან შეუსაბამო მედლები, რის შედეგადაც დაუჯილდოებელი დარჩა 1871 ოქროსა და 1014 ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე. სამინისტრო 1 871 ოქროს [მოოქროვილ] და 1 014 …

Exit mobile version