სასტუმრო „ველმონდი“ დაილუქა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმრო “ველმონდის” [ყოფილი „ლეოგრანდის“] შენობა დალუქა. სამსახურის ცნობით, 300-მდე სტუმარი სხვადასხვა სასტუმროში გადანაწილდა.   სასტუმრო „ველმონდი“ მუშაობას აჩერებს იმ დრომდე, სანამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.  ძირითადი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, სამსახური მზად არის გასცეს ნებართვა სასტუმროს შენობის ექსპლუატაციაში ხელახლა შესვლის შესახებ.  ამავე თემაზე: „ველმონდი“ მუშაობას აჩერებს, 400-მდე …

„ველმონდი“ მუშაობას აჩერებს, 400-მდე დასაქმებულს კი ხელფასს უნარჩუნებს

დღეს, 17 აგვისტოს, საღამოს 18 საათზე, სასტუმრო „ველმონდი“ [ყოფილი „ლეოგრანდი“] მუშაობას შეაჩერებს მანამ, სანამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რა დრო დასჭირდება რეკომენდაციების შესრულებას – ამას ვერც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ და ვერც სასტუმრო „ველმონდში“. თუმცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ სასტუმროში დასაქმებულებს …

სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ექვს საათამდე სასტუმრო უნდა დაიცალოს

სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ამის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. „ველმონდს“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არ შეუსრულებია რეკომენდაციები, რომლებიც ამ სამსახურმა გასცა სახანძრო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით: „რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო დეკემბრის თვეში 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს,“ – აღნიშნული განცხადება  საგანგებო …

საგანგებო სამსახური „ველმონდს“ სასტუმროს დასაცლელად ორ დღეს აძლევს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდის“) ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა – ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე ველმონდში (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 …

რა ვერ შეცვალეს ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შემდეგ – ჟურნალისტები შენობაში

იმის სანახავად, თუ რა შეცვალეს შენობაში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ხანძრის შემდეგ, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერმა ალბერ ფინაშმა დღეს, 10 ივლისს, სასტუმროში  ჟურნალისტები დაპატიჟა. სასტუმრო უკვე რამდენიმე თვეა „ველმონდის“ სახელით ფუნქციონირებს და როგორც დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს, დღეის მდგომარეობით 280 სტუმარი ჰყავს. ჟურნალისტების დაპატიჟების გადაწყვეტილება სასტუმროში მას შემდეგ მიიღეს, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის …

„ველმონდი“ – ყოფილმა სასტუმრო „ლეოგრანდმა“ მუშაობა განაახლა

ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდი“ მუშაობას ახალი სახელით – „ველმონდი“ -აგრძელებს. სასტუმრო უკვე იღებს სტუმრებს, თუმცა ამ ეტაპზე არ ფუნქციონირებს სპაცენტრი. „სასტუმრო მუშაობს, თუმცა არა სრული დატვირთვით. ერთგვარი სატესტო რეჟიმია და პარალელურად გრძელდება უსაფრთხოების ნორმებზე მუშაობა,“ – გვითხრა კომპანიის ერთ-ერთმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა. სასტუმროს შენობაში უკვე მუშაობს კაზინო „ლეოგრანდიც“. კაზინოს სახელწოდება არ შეცვლილა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილ …

სასტუმრო „ველმონდი“ და კაზინო „ლეოგრანდი“ ამ სეზონზე გაიხსნება

სასტუმრო „ლეოგრანდი“ ფუნქციონირებას ახალი სახელით – „ველმონდი“  – გააგრძელებს, თუმცა სამორინეს ძველი სახელი – „ლეოგრანდი“ შეუნარჩუნდება. სასტუმროს შენობაში ხანძრის გაჩენის გამო დაწყებული საგამოძიებო სამუშაოები დასრულებულია. სასტუმროს შენობაზე ახალი ლოგო ჯერ განთავსებული არ არის. შენობაში დღეს ახალი აპარატურა, სავარაუდოდ, სათამაშო აპარატები შეაქვთ. „დიდი ალბათობით კაზინო კვლავ „ლეოგრანდის“ სახელით დაიწყებს ფუნქციონირებას, ვინაიდან სახელის შეცვლა კაზინოსთვის საკმაოდ რთული …

გამოძიება: სასტუმრო ლეოგრანდი სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით მუშაობდა

ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ შს სამინისტომ სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის ფაქტზე სასტუმროს ორი მენეჯერი დააკავა: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ.  მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ: შენობა აღჭურვილი არ იყო …

სასტუმრო „ლეოგრანდის“ 368 თანამშრომელი მთავრობას: გვემუქრება უმუშევრად დარჩენის საფრთხე

ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდის“ თანამშრომლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს, საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს, ბიზნესომბუდსმენს, ირაკლი ლექვინაძეს და სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელებს მიმართავენ განცხადებით, მიეცეთ სამორინეს ფუნქციონირების უფლება გამოძიების დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ. „გთხოვთ დახმარებას ბათუმში მდებარე კაზინო „ლეოგრანდის“ 368 თანამშრომლის სახელით. უკვე ორ თვეზე მეტია გასული სასტუმრო „ლეოგრანდ“-ში 2017 წლის 24 …

დისკუსია „ლეოგრანდის“ ტრაგედიისა და უსაფრთხო პოლიტიკის შესახებ

9 დეკემბერს ბათუმის „დემოკრატიის სკოლაში“ დისკუსია გაიმართება. დისკუსიის თემაა „ლეოგრანდის“ ტრაგედია – უსაფრთხოების პოლიტიკის ხარვეზები“. „დისკუსიაზე ვიმსჯელებთ რამ გამოიწვია ტრაგედია, როგორ შეიძლებოდა მისი პრევენცია? რამდენადაა დაცული ბათუმში სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები, უნდა შეიცვალოს თუ არა დღეს არსებული უსაფრთხოების პოლიტიკა? რას გაითვალისწინებენ სახელმწიფო სტრუქტურები მომავალში, თუ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები? რა როლი აქვს ასეთ დროს საზოგადოებას?“-ნათქვამია „დემოკრატიი სკოლის“ …

„ლეოგრანდმა“ შესაძლოა სახელწოდება შეიცვალოს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტის, ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადებით, შესაძლებელია სასტუმრო „ლეოგრანდმა“  სახელწოდება შეიცვალოს. იურისტის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა „სავარაუდოდ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“-ამბობს ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბრისას. სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის …

27 ნოემბერი გლოვის დღეა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები“- აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა. 24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი …

ბათუმში რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო

დღეს,  Black Sea Sound-ის ფარგლებში, თავისუფალი სივრცე / Free Space – ში დაგემილი რობი კუხიანიძის კონცერტი გადაიდო. ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება, გუშინ ღამით მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღეს, რომლის შედეგადაც ბათუმში, სასტუმრო ლეო გრანდიში განვითარებული ხანძრის შედეგად  11 ადამიანი დაიღუპა და 20–ზე მეტი დაშავდა. ინფორმაცია ღონისძიების ჩატარების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.  

მკურნალობის კურსს ხანძრის შედეგად დაშავებული რვა პაციენტი გადის

 სასტუმრო “ლეოგრანდში” გუშინ, 24 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს დაშავებული რვა პაციენტი გადის. აქედან ექვსი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა “მედცენტრში”. დაშავებულთაგან სამი საქართველოს მოქალაქეა, ორი თურქეთის რესპუბლიკის, ხოლო ერთი ისრაელის. აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ხანძრის შედეგად კლინიკებს ჯამში 21-მა პაციენტმა მიმართა. 13-მა მათგანმა …

ხანძარი ლეოგრანდში: საავადმყოფოში გადაყვანილია 10 ადამიანი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარი ხანძრის შედეგად საავადმყოფოებში გადაყვანილია 10 ადამიანი. მათგან ორი მოტეხილობით, სხვებს დაკვამლიანებისგან ინტოკსიკაცია აღენიშნებათ. სასტუმრო ლეოგრანდთან მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები. ჯერჯერობით სასტუმროში კვლავ რჩებიან ადამიანები, რომელთა გამოყვანაზეც მუშაობენ სამაშველო სამსახურის ჯგუფები. სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველების თქმით ხანძარი სასტუმროს …

შს სამინისტრო: ლეოგრანდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა.  ცხელი ხაზის ნომერია: 595950925. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ შს მინისტრი ხანძართან დაკავშირებით ბათუმში გაემგზავრა. შს სამინისტროს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა საინფორმაციო მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. ვიცე-პრემიერი, …

Exit mobile version