ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური პარტიის ლიდერი გიორგი გახარია წულუკიანის ე.წ. კომისიის მორიგი სამიზნეა. გახარია ამ კომისიაზე მეორედ დაიბარეს, კომისიაზე პირველად ყოფნისას კი წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ რატომ გახსნა მან შს მინისტრობისას ხაშურში, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს საგუშაგო ოსური მხარის გაფრთხილების გარეშე. წულუკიანი ირწმუნება, რომ საგუშაგოს გახსნა არ იყო შეთანხმებული სუს-თან, არც …
Tag Archives: საოკუპაციო ხაზი
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. „ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი …
Continue reading “რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს – სუსი”
შოკირებული ვარ რუსული ძალების მიერ გინტურის მკვლელობის გამო – ბრიტანეთის ელჩი
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი მარკ კლეიტონი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება. „შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული“ – წერს ელჩი X-ზე [ყოფილ ტვიტერზე]. შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ …
Continue reading “შოკირებული ვარ რუსული ძალების მიერ გინტურის მკვლელობის გამო – ბრიტანეთის ელჩი”
„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ“ – 66 წლის ქალი საოკუპაციო ხაზიდან
„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ, ოკუპანტებო“, – ამბობს ლუდა სალია და სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო მავთულხლართებს რკინის მაკრატლით ჭრის. „ეს ჩვენი სოფელი, ჩვენი შარაგზაა და არ გაქვთ უფლება, სოფელი შუაზე გაგვიყოთ. არც მორალური და არც არანაირი უფლება არ გაქვთ,“ – ამბობს ლუდა სალია. ლუდას თქმით, ეს იყო პასუხი საპატრიარქოს პრესმდივნის კომენტარზე, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ქართული დროშის …
Continue reading “„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ“ – 66 წლის ქალი საოკუპაციო ხაზიდან”
ზელენსკი საქართველოში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს
დღეს, 19 ივლისს, ბათუმში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ჩამოფრინდა. იგი საქართველოსადა მოლდოვას პრეზიდენტებთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას თქმით, ზელენსკი გაემგზავრება ხურჩაში და ენგურის ხიდზე – საოკუპაციო ხაზთან. „მოგეხსენებათ საქართველოსა და უკრაინას აქვს ერთნაირი ტიპის გამოწვევები, ორივე მათგანი ებრძვის ოკუპაციას, ორივე ებრძვის რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. აღნიშნული ვიზიტი საოკუპაციო ხაზზე კიდევ …
Continue reading “ზელენსკი საქართველოში საოკუპაციო ხაზს მოინახულებს”
ზაზა გახელაძის საკითხზე გახარია ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს შეხვდა
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „პრემიერ-მინისტრმა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა“. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან …
Continue reading “ზაზა გახელაძის საკითხზე გახარია ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებს შეხვდა”
ბათუმში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ
დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სხვადასხვა კლინიკის ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ. აქცია „თეთრი ხალათები ოკუპაციის წინააღმდეგ“ 17 საათზე დაიწყება. ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილის მხრადასაჭერად არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან. საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც მოუწოდებენ სამხრეთ ოსეთის …
Continue reading “ბათუმში ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად აქციას გამართავენ”
პრემიერი გაფრინდაშვილზე: იმედია, მალე შევძლებთ ამ ისტორიის დასრულება ერთმანეთს მივულოცოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში იმყოფება. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ცხინვალის იზოლატორში მყოფ ქართველ ექიმზე, ვაჟა გაფრინდაშვილზე. „ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან მიმართებაში, ამ მძიმე პრობლემასთან მიმართებაში მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება სრულ კოორდინაციაშია ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ერთობლივად ვმოქმედებთ და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში ყველას ერთად შეგვეძლება, ამ მძიმე ისტორიის დასრულება …
ჩვენი ნაბიჯები უსაფრთხოებისკენაა მიმართული – ციხელაშვილი სოფელ ჩორჩანაზე
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თინათინ ციხელაშვილმა დღეს ხაშურის სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სოფელ ჩორჩანასთან ახლოს სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა. „ჩვენი ყველა ნაბიჯი სიტუაციის დეესკალაციისა და, ზოგადად, უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფისკენაა მიმართული. ისევე როგორც პოლიციის ეს საგუშაგო ჩორჩანას მახლობლად. გავრცელებული განცხადებები, თავისი ხასიათით იყო არამხოლოდ სამართლებრივად, არამედ ყველა …
Continue reading “ჩვენი ნაბიჯები უსაფრთხოებისკენაა მიმართული – ციხელაშვილი სოფელ ჩორჩანაზე”
ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის შემდეგ საოკუპაციო მავთულხლართებზე კომენტარი გააკეთა
რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების გადმოწევის პროცესი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ შეაფასა, რაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბორდერიზაციის შესახებ. საოკუპაციო მავთულხლართების გადმოწევაზე რუსული მხარე რამდენიმე დღეა მუშაობს, თუმცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს – პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ დრომდე [15:30] არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ. მამუკა ბახტაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თხოვნით დღეს …