„ჩვენ სამუშაოების განახლებას გვთხოვენ“, – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ალბაირაქის“ წარმომადგენელმა, გია ღოღობერიძემ. ეს კომპანია მოიპოვებდა ამ დრომდე სამშენებლო მასალას ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, სადაც 31 ოქტომბერს კლდის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მოპოვებული მასალით ბათუმში სანაპიროს ხელოვნურად ამყარებენ. სამშენებლო მასალების მოპოვებას ქედაში „ალბაირაქი“ კომპანია “სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” დაკვეთით ახორციელებს. „სტრუიკ ჯორჯია“ ჰოლანდიური კომპანიაა და მას აქვს …
Tag Archives: სანაპირო ზოლი
ქობულეთში მაშველები 9 წლის ბავშვს ეძებენ
ქობულეთის სანაპირო ზოლზე 9 წლის ბავშვს ეძებენ. მაშველები გაუჩინარებულ ბავშვს ამ დროისთვის [13:00 სთ] ეძებენ, როგორც ზღვაში, ასევე სანაპირო ზოლზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობია, ბავშვი ჩავიდა თუ არა ზღვაში საბანაოდ.
დეპუტატი: მოვუწოდებ, აუდიტმა და პროკურატურამ ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვები შეისწავლონ
ბათუმში მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან, გია აბულაძე აცხადებს, რომ პროექტი არ არის გამჭვირვალე, სახელმწიფო რესურსებს კერძო ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ, რაც აჩენს კორუფციის ეჭვებს: „აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ აუდიტის სამსახურსა და პროკურატურას მოხდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების შესწავლა“. „პროექტის დამკვეთმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოგვაწოდა დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც კითხვებს აჩენს პროექტის წარმატებით განხორციელებასთან …
გონიო-კვარიათის სანაპიროს ჩაბეტონების პროცესი – ბათუმის მერიის ნებართვების შედეგი [ფოტო]
მაღლივი კარკასი მაღლივი კარკასის წინ, მაღლივი სასტუმროს წინ კი მაღლივი სასტუმრო – ახალი შენობები გონიოსა და კვარიათის სანაპიროზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლებს და ერთმანეთს ეფარებიან. ამიტომ, ვინც მოასწრო და მშენებლობა სანაპიროს პრომინადის გასწვრივ დაიწყო, მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან მისი შენობის ფანჯრები პირდაპირ პლაჟს უყურებს. ამ შენობების გვერდით კი ცარიელი ადგილები ბევრგან შემოღობილი და სამშენებლოდ მომზადებულია, ზოგან …
აჭარის მთავრობა ზღვისპირას მიწის ნაკვეთებს ყიდის
აჭარის მთავრობა დაბა ჩაქვში, ზღვასთან ახლოს, 363 კვადრატულ მეტრ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს უპირობო აუქციონის წესით ყიდის. ქონების საწყისი ფასი 21 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 500 ლარი. მთავრობის ინფორმაციით, საუკეთესო წინადადებად ჩაითვლება გასაყიდი ფასის დასახელება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის საპრივატიზებო საფასურს, არანაკლებ ერთი ბიჯის ოდენობით. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, გასაყიდ ფართობზე ჩაქვში, …
Continue reading “აჭარის მთავრობა ზღვისპირას მიწის ნაკვეთებს ყიდის”
ხელოვნური პლაჟი და ზღვაზე გადასასვლელი ხიდები ახალ ბულვარში – ნაპირდაცვა [ფოტო]
ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე პლაჟი ხელოვნურად მოეწყობა. ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, უშუალოდ პლაჟის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროექტის დასრულებას 1,5 წელი მაინც დასჭირდება. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით …
Continue reading “ხელოვნური პლაჟი და ზღვაზე გადასასვლელი ხიდები ახალ ბულვარში – ნაპირდაცვა [ფოტო]”
ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად სანაპიროზე ინერტულ მასალას შეიტანენ
ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად აუცილებელია სანაპირო ზოლის ავარიულ უბნებზე პლაჟშემქმნელი მასალის საკომპენსაციო ჩაყრები. ამჯერად გათვალისწინებულია 60 000 კუბური მეტრი ინერტული მასალის ერთჯერადად შეტანა, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტში 824 ათს 700 ლარია გათვალისწინებული. ჩაყრები ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს. სამუშაოების ჩატარებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომელმაც შესაბამისი ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ წარსულში, ბათუმის საპორტო ნაგებობების მშენებლობამდე, …
Continue reading “ქობულეთის პლაჟების შესანარჩუნებლად სანაპიროზე ინერტულ მასალას შეიტანენ”
როდის დასრულდება ნაპირგამაგრება კვარიათსა და სარფში
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გაათავისუფლა. წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ სოფელ კვარიათში, ზღვის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის უნდა გამოიყენოს. მთავრობის განკარგულებით კომპანია 3 თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე [მდინარე ჭოროხის დელტაში] მოიპოვოს 20 000 მ3 საშენი მასალა [ქვიშა-ხრეში]. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია: [crosslist] …
Continue reading “როდის დასრულდება ნაპირგამაგრება კვარიათსა და სარფში”
როდის მოწესრიგდება ქობულეთის პლაჟი
ქობულეთში ზღვის სეზონი ჯერ არ გახსნილა. ამ დროისთვის არც პლაჟის კეთილმოწყობის სამუშაოებია დასრულებული. ქობულეთის გამგეობაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დაახლოებით 10 დღეში პლაჟი დასუფთავდება და სეზონი ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. „თამარ მეფის ქუჩაზე განახლდა საკანალიზაციო სისტემა, ეს გამგეობას 383 ათასი ლარი დაუჯდა. რაც შეეხება სანაპირო ზოლის გამაგრებისთვის ღორღის შეტანას, ეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. ზუსტ თანხას ვერ …
ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება
ქობულეთის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელთა შედეგად გაიზარდა სანაპირო ზოლის პარამეტრები და შტორმის დროს ნაპირსამაგრსაფეხურებიან კედელზე ტალღების ზემოქმედება უნდა შემცირდეს, რამდენიმე დღეში დასრულდება. სპეციალისტების შეფასებით, ქობულეთის სანაპიროზე პლაჟწარმომქნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის გამო სანაპირო ზოლი არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა. მისი პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს შტორმული ტალღების ჩახშობას, რაც იქ არსებულ საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს აზიანებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზიანი …
Continue reading “ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება”
დანგრეული სანაპირო [ფოტო] – როდის დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები
ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, თუმცა პროექტის პირველი ნაწილი მოსამზადებელ სამუშაოებს გულისხმობს, თუ როდის დაიწყება უშუალოდ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშნებლობა, ჯერ ვერ ასახელებენ. „სამუშაოები დაწყებულია, შეიძლება ეს ჯერ არ ჩანს, რადგან სანამ ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა დაიწყება, იქამდე მას სჭირდება მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ველოდებით მშენებლობის ნებართვას ეკონომიკის სამინისტროსგან. პირველ რიგში დაიწყება პროექტის კვლევითი კომპონენტი – მონიტორინგი როგორც მდინარე ჭოროხის …
Continue reading “დანგრეული სანაპირო [ფოტო] – როდის დაიწყება ნაპირსამაგრი სამუშაოები”
ბათუმში ნაპირდაცვის 30-მილიონიანი პროექტის განხორციელებას აპროტესტებენ
ენმ-ს აჭარის ორგანიზაციამ დღეს ის პროექტი გააპროტესტა, რომელიც ბათუმში, აეროპორტის მიმდებარედ სანაპირო ზოლში უნდა განხორციელდეს. საუბარია 30-მილიონიან პროექტზე, რომელმაც ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა უნდა გადაჭრას და რომელიც ნაპირის გასწვრივ სპეციალური ნაგებობის აშენებას ითვალისწინებს. „ბოლო რამდენიმე წელია ყოველწლიურად, ბიუჯეტის განხილვისას ვითხოვთ დაფინანსდეს სანაპირო ზოლში ნატანის ხელოვნურად შეტანა. ამასთან, 2012 წელს არსებობდა პროექტი, რომელიც ზღვის სიღრმეში ტალღისმჭრელი ნაგებობების მშენებლობას …
Continue reading “ბათუმში ნაპირდაცვის 30-მილიონიანი პროექტის განხორციელებას აპროტესტებენ”
ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს
დაიცავს თუ არა 30-მილიონიანი პროექტის განხორციელება ბათუმის სანაპირო ზოლს და გადაიჭრება თუ არა ამით ზღვის მიერ ნაპირის მიტაცების პრობლემა? როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პლაჟების შენარჩუნებისთვის მომდევნო წლებში კვლავ უნდა გაგრძელდეს ზღვაში ნატანის ხელოვნურად ჩაყრა. ზოგიერთი სპეციალისტის თქმით კი, პროექტის განხორციელების შემდეგ ზღვა უკვე ძველი ბულვარის ტერიტორიას წარეცხავს. ბათუმში ნაპირდაცვის პროექტის განხორციელება მომავალი წლის იანვარში დაიწყება და …
2,6 მილიონი ლარი ქობულეთში დროებითი ნაპირდაცვისთვის
ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ სანაპირო ზოლის ნაპირდაცვისთვის პლაჟზე 195 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი ჩაიყრება. საპროექტო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ამით “ზღვის სანაპირო ზოლში რეცხვადი ბუნება მოეწყობა“, რაც ხელს შეუწყობს პლაჟის შენარჩუნებას და ნაპირის დაცვას. განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ქობულეთის სანაპირო ზონაში ყოველი შტორმის შემდეგ ნატანი გადაადგილდება ნაპირის გასწვრივ [ძირითადად ჩრდილოეთისაკენ]. შესაბამისად, დინამიკური წონასწორობის …
Continue reading “2,6 მილიონი ლარი ქობულეთში დროებითი ნაპირდაცვისთვის”
ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება
წვიმისა და შტორმის დროს ბათუმის დატბორვის პარალელურად ზღვის სანაპირო ზოლიც ირეცხება, რის შედეგადაც იშლება და ზიანდება ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით, ახალი ბულვარის ტერიტორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ნაპირგამაგრების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა. მიმდინარე წლის 16 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა ბათუმის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ. ფონდი საამისოდ, ფაქტობრივად, სამი …
Continue reading “ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება”
რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან
კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის“ აქვს გადაცემული მართვაში. გადაცემული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა კი „ბულვარის“ ბიუჯეტში ირიცხება. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ. …
Continue reading “რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან”