დღეიდან ჯარიმები იზრდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის

დღეს, პირველ მაისს, საქართველოში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები საგზაო მოძრაობის წესების შესახებ. შსს-ს ცნობით, გაიზარდა ჯარიმები ცალკეულ სამართალდარღვევებზე. კერძოდ: 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით; 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის; 50 …

ბათუმში მანქანის ტროტუარზე დგომა-გაჩერებისთვის 1-ლი მაისიდან ჯარიმა 100 ლარი იქნება

ბათუმში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა 100 ლარი 2026 წლის პირველი მაისიდან გახდება. ამ დროისთვის ანალოგიური დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარია. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ძალაში 2026 წლის 1-ლი მაისიდან შედის. ამ კანონით: „თვითმმართველი ქალაქის − ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა …

თოვის გამო კურორტ გოდერძისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის კმ 106-კმ 123 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ რთული მდგომარეობაა წალკაშიც გზებზე. „თბილისიდან წალკის მიმართულებით არავინ წამოხვიდეთ, ავარიებია გზებზე, ყოველ ერთ კილომეტრზე ჩაკეტილია გზა ნამქერის გამო“- …

იმ გზებს შეისწავლიან, სადაც ავარიები ყველაზე ხშირად ხდება – ახალი ბრძანება

შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, ერთობლივი ბრძანებით, საავტომობილო გზებზე შავი წერტილების აღმოფხვრისა და გადაადგილების უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების წესი დაამტკიცეს. ღონისძიებების მიზანი, გზის შავ წერტილებად მიჩნეულ მონაკვეთებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების თავიდან აცილებაა. ამ ახალი წესის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. მინისტრების ერთობლივი ბრძანება 2020 წლის 24 …

არის თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზა უსაფრთხო? – 15 კილომეტრი გარეგანათების გარეშე

ქობულეთის შემოვლით გზაზე გუშინ, 13 ივლისს, მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, 6 წლის ბავშვის მდგომარეობა კი კრიტიკულია.  გზაზე, რომელიც ორზოლიანია და სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კმ/სთ-ია, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. გზის სიგრძე 31,7 კილომეტრია და ის სრულად 2018 წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამ გზის ქობულეთიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთი კი, დღემდე გაუნათებელია. გარეგანათება აქ …

ჯარიმა 50 ლარი – პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულოა

2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა. მფლობელი ფიზიკური პირი, რომლის ავტომანქანასაც არ აქვს გავლილი ტექდათვალიერება, 50 ლარით დაჯარიმდება. ტექდათვალიერების გავლა სამგზავროსთვის ექვს თვეში ერთხელ, ყველა სხვა ტიპის ტრანსპორტისთვის კი, წელიწადში ერთხელ, სავალდებულოა. „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა „საქართველოს …

შსს: ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 23 აგვისტოდან, ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები ამოქმედდა. აღნიშნულ მონაკვეთზე, როგორც აღმოსავლეთის, ასევე, დასავლეთის მიმართულებით, 13 სექცია მოეწყო, სადაც 26 სიჩქარის მზომი რადარია დამონტაჟებული. მოქმედი კანონის თანახმად, ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ნებადართულია არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. „აჭარის რეგიონში, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სულ …

ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიან“ ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ

ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟი მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ამოქმედდება, ამასთან მოეწყობა სიჩქარისმზომი სექციებიც. ამ თემაზე: ახალი, ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირების მიზნით, ბათუმის მასშტაბით 125 …

ქობულეთის შემოვლით გზაზე „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები აგვისტოს ბოლომდე ამოქმედდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე ქობულეთის შემოვლითი გზის 32-კილომეტრიან მონაკვეთზე ამოქმედდება „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და მოეწყობა სიჩქარის მზომი სექციები. ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი მიმდინარე წლის 25 ივნისს გაიხსნა. ამავე თემაზე: ახალი ორზოლიანი გზა ქობულეთში, სადაც დაშვებული სიჩქარე 90 კილომეტრ/საათია – უსაფრთხოება სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, 7 აგვისტოდან, ქალაქ ქუთაისის შემოვლით საავტომობილო გზაზე სიჩქარის მზომი სექციური …

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბათუმში ბავშვი დაიღუპა

დღეს, 27 ივნისს, ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, ავტოავარიის დროს ბავშვი დაიღუპა. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე მისულ ბრიგადას „ დაახლოებით 8-10 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქვეითად მოსიარულე 8 წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით“. კოდექსის ამ მუხლით – „ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის …

ახალი ჯიხურები, როგორც სახიფათო ადგილი მყიდველისთვის

ბათუმის ქუჩებში ახალი მოსაცდელები დადგეს, რომლებსაც თან ახლავს რეკლამის განთავსების ადგილები და კვების ობიექტები. ჯიხურების შესასვლელი, ანუ კარები ქუჩის მხარეს აქვს. თუ ვინმე ჯიხურში საკვების შეძენას გადაწყვეტს, მას ქუჩის იმ ნაწილზე მოუწევს გაჩერება, სადაც მანქანები მოძრაობენ. ჯიხურში უკვე განთავსებულია ბლინების საცხობი აპარატი და შუშის მაცივარი ცივი სასმელებით. ჯიხურის გამყიდველის თქმით, თვითონაც ფიქრობს, რომ მყიდველისთვის შესაძლოა ჯიხურთან დგომა სახიფათო …

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 4 იანვრის მდგომარეობით მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესებულია საავტომობლო გზების შემდეგ მონაკვეთებზე: საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-ლარსის მონაკვეთზე …

Exit mobile version