საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო 115 ადამიანი დააჯარიმეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 68 მოქალაქე დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. …

როდის შეძლებთ სალონში და სავაჭრო ცენტრში წასვლას

საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, დღეიდან, ანუ 27 აპრილიდან დაიწყო. გარკვეული ტიპის საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნისთვის დაწესებულია ორკვირიანი შუალედები, განსაზღვრულია სულ ექვსი ეტაპი. სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები შეზღუდვების მოხსნის მე-4 ეტაპზე გაიხსნება. რადგან პირველი ეტაპი დაიწყო დღეს, 27 აპრილს და  ეტაპებს შორის ორკვირიანი შეალედებია, ეს ნიშნავს, რომ …

21:00 – კომენდანტის საათი ამოქმედდა

დღეს, 31 მარტს, 21:00 საათიდან, ამოქმედდა  საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება. ამ წუთებიდან გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. „შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს, იმ სუბიექტების სატრანსპორტი საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა …

აჭარის პოლიციის უფროსი: მოწმდება ავტომანქანები, რამდენიმე პირს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა

დღეს, 31 მარტს, დილიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ბლოკ-პოსტებზე დაიწყო ავტომანქანების შემოწმება. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი ამბობს, შს სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აკვირდება საგანგებო მდგომარეობის შესრულების პროცესს. „ბლოკ-საგუშაგოებზე მიმდინარეობს როგორც ავტომანქანების ვიზუალური დათვალიერება, ასევე ხდება თერმოსკრინინგიც.  რამდენიმე პირი იყო, რომელსაც აღენიშნებოდა ზღვრულს ზემოთ ტემპერატურა და მივუთითე, რომ სამედიცინო პუნქტში გაიაროს კონსულტაცია. ჯერჯერობთ არ …

10-ზე მეტი პირის შეკრებისთვის 15 ათასი ლარით დააჯარიმეს „ახალი ლიდერების ინიციატივა“

შსს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ორგანიზაცია „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს, კრისტინა მარია კოდი პუშოუს ჩაბარდა. „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 …

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის ემზადება

დღეს ბათუმის მერმა ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერიაში საგანგებო თათბირი გამართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, უხვი ნალექისა და თოვლის შემთხვევაში, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავლენ. გასულ წლებში დიდთოვლობის გამო, გარკვეული პერიოდით ბათუმის ქუჩებში ტრანსპორტით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. თოვლის გამო დაზიანდა სადენებიც და მცენარეებიც. დღეს, 22 …

Exit mobile version