ომი და პური, რომელიც საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან შემოდის

„ჩვენ რატომ ვამბობთ, რომ გვინდა დივერსიფიცირება, იმიტომ, რომ რუსეთმა არ მოგვაყენოს რაიმე მავნებლობა“, – აცხადებს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა. საქართველოში ხორბლის შემოტანა უკვე 2 თვეა თითქმის შეჩერებულია, პურის ფქვილი კი მხოლოდ რუსეთიდან შემოდის. შესაბამისად, ქვეყანას არ აქვს ხორბლის მარაგები. ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ამჯერად პურს, როგორც ზეწოლის იარაღს საქართველოს წინააღმდეგ …

მთავრობა შაქრისა და ხორბლის მარაგზე – „არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა“

„არავითარი საფუძველი ამ აჟიოტაჟს არ ჰქონდა,“ – აღნიშნა დღეს, 21 მარტს, ჟურნალისტებთან საუბრის დროს შაქრისა და პურის ფქვილის მარაგთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. მას ჰკითხეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მარაგსა და შაქარზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისევ გაძვირდა. მინისტრის განმარტებით, მოსახლეობის ნაწილმა უსაფუძვლოდ მოიმარაგა შაქარი. „ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს იმპორტიორებთან, ვიხილეთ ყველამ …

„სუბსიდირების გარეშე პური მინიმუმ 15 თეთრით გაძვირდება“ – ბათუმელი მეწარმე

„ფქვილის სუბსიდირება რომც გაგრძელდეს, ივლისიდან, დღეს არსებული პირობებით, იძულებული ვიქნებით პური 5 თეთრით მაინც გავაძვიროთ; თუ სუბსიდირება არ იქნება, პურის ფასი მინიმუმ 15 თეთრით მაინც გაძვირდება“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „ხელვაჩაურის პურპროდუქტებში“. კომპანიის დირექტორის მოადგილის, ჯუმბერ შერვაშიძის თქმით, პურის ფასის განმსაზღვრელი ძირითადად ფქვილის ღირებულებაა, თუმცა, არამარტო. ამასთან, ფასი დამოკიდებული იქნება იმაზეც, თუ რა ფორმით დაასუბსიდირებს …

გაძვირდება თუ არა პური – რას გულისხმობს ფქვილის სუბსიდირების პროგრამა

პურზე ფასები რომ არ გაიზარდოს მთავრობამ განაცხადა, რომ ფქვილის სუბსიდირებას გეგმავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით კი, სუბსიდირებული 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა. პროგრამა, რომელიც ფქვილის სუბსიდირებას ითვალისწინებს და 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, მთავრობამ 30 ნოემბერს დაამტკიცა. თუმცა, სუბსიდირება არ გულისხმობს იმას, რომ 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილი …

„აბა, მინისტრმა რომ თქვა, ფქვილი 51 ლარიო“ – რა ღირს პურის ფქვილი ბათუმში

„პურის ფქვილი 58 ლარი ღირს, 3-4 ლარით გაძვირდა… 51 ლარი მხოლოდ ერთი ფირმის პურის ფქვილი ღირს, „კარმენი“ ჰქვია, მაგრამ არ გვაქვს, არავის არ აქვს, ვერ ნახავთ…“ – გვითხრეს ბათუმის ავტოსადგურთან ახლოს სავაჭრო ჯიხურებში, სადაც ტრადიციულად პურის ფქვილი ქალაქში ყველაზე იაფად იყიდება. აქ უკვე ყველა მყიდველს აღიზიანებს 51-ლარიან პურის ფქვილზე საუბარი, რადგან სოფლის მეურნეობის მინისტრისგან დასახელებულ …

Exit mobile version