პატიმრის დედა: ის, რაც შეიძლება სხვა პატიმრისთვის, არ შეიძლება ჩემი შვილისთვის?!

ავტორი: ცირა გოდერძიშვილი, პატიმარ გიორგი ოქროპირიძის დედა __ მოგმართავთ თხოვნით, რათა გაასაჯაროოთ ინფორმაცია პატიმრობაში მყოფი ჩემი შვილის შესახებ: მის, ანუ პაციენტ გიორგი ოქროპირიძის უფლებებს მუდმივად არღვევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, თამთა დემურიშვილი – მას არ უწევენ ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სამედიცინო დაუხმარებლობა პაციენტისთვის/მით უფრო პატიმრისთვის, რომელსაც აქვს გადატანილი მძიმე ოპერაციები ღვიძლზე, ფილტვზე და ორი …

რას აკეთებენ ციხის „მაყურებლები“, რომლებსაც თეა წულუკიანი მალავს?

„მაყურებელი როგორ არ არსებობს. ერთი-ორი არის ყველა ციხეში, ზოგან სამიცაა… თუ ბევრია, მერე კონკურენციაა მაგათ შორისაც და იწყება ჩხუბი… „მაყურებლის“ ხელშია გავლენები ყველანაირი, მისთვის ადმინისტრაცია სულ ღიაა, მიდის, მოდის,“ – ამას ყოფილი პატიმარი გიორგი გვიყვება. ის ე.წ. მაყურებლების შესახებ საუბარს ვინაობის დაფარვის პირობით დაგვთანხმდა. გიორგი ციხიდან დაახლოებით 4 თვის წინ გამოვიდა. მისი თქმით, „მაყურებელი“, რომლის …

ბათუმის ციხის ადმინისტრაცია სასამართლომ 800 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა 800 ლარით დააჯარიმა სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულება. ბათუმის ციხემ ერთ-ერთი მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველს არ მიაწოდა. ომბუდსმენისთვის ინფორმაციის დამალვა კი დასჯადია. „ჩვენ ვითხოვდით ინფორმაციას ერთ-ერთ მსჯავრდებულზე, რომელიც გვწერდა, რომ შეეზღუდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ამბობდა, რომ მის საჩივარს სასამართლოში ციხის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად არ აგზავნიდა. ჩვენ მე-3 დაწესებულების ადმინისტრაციისგან მოვითხოვეთ ინფორმაციის მიღება, რაზეც გვიპასუხეს, …

რა პრობლემებზე ესაუბრნენ პატიმრები ცოტნე ანანიძეს

„მთავარი პრობლემა, რაზეც პატიმრები საუბრობენ, არის ჯანმრთელობის დაცვის მომსახურება,“ – უთხრა ბათუმის ციხიდან გამოსულმა ცოტნე ანანიძემ „ბათუმელებს“. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის შეხვედრა პატიმრებთან რამდენიმე საათს გაგრძელდა. ცოტნე ანანიძე დაწესებულებაში სასჯელაღსრულების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შევიდა. ცოტნე ანანიძის თქმით, იგი ბათუმის ციხის მთავარ ექიმსაც შეხვდა: „მითხრა, რომ ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ პატიმრებს. ჩემი …

რა ძალისხმევა გაიღო დეპუტატმა ბათუმის ციხეში შესასვლელად

18 მაისს ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან პატიმრებმა „ბათუმელებს“ წერილი გამოუგზავნეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან საპატიმრო დაწესებულებაში შესვლას ითხოვდა. „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ძალისხმევა გაიღო აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საიმისოდ, რომ მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლება მოეპოვებინა? უმაღლესმა საბჭომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბათუმის მე-3 დაწესებულებაში შესვლის უფლების მისაღებად შვიდი თვის წინ მიმართა. თუმცა …

სხეულის დაზიანების მაჩვენებელი ბათუმის ციხეში 19-დან 212-მდე გაიზარდა

სასჯელაღსრულების ბათუმის მე-3 დაწესებულებაში სხეულის დაზიანების მაჩვენებელი 2016 წელს, გასულ წელთან შედარებით, 19-დან 212-მდე გაიზარდა. მონაცემები სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში წერია, რომელიც ომბუდსმენმა გუშინ, პირველ აპრილს გამოაქვეყნა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, კონკრეტულად ბათუმის ციხეში, სხეულის დაზიანების კატეგორიებიდან თვითდაზიანების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია [2015 წელს – 0, 2016 წელს – 180]. საყოფაცხოვრებო მიზეზით სხეულის დაზიანების 26 შემთხვევა …

ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ნანა ფ.-ს სარჩელს განიხილავს. პატიმარი ქალი სასჯელაღსრულების მინისტრის ერთ-ერთი ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება პატიმარს, შემოწმების მიზნით, მოსთხოვოს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება. მოსარჩელე ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, სადაც, ძირითადად, სკანირების აპარატს იყენებენ და გამონაკლის შემთხვევაში თხოვენ პატიმარს გაშიშვლებას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამტკიცებს, რომ სკანირება სრულ შემოწმებას ვერ …

წერილი ბათუმის ციხიდან: „უსაფრთხოების საკანი“, როგორც დასჯის მეთოდი

სამი პატიმარი ბათუმის ციხიდან სამედიცინო მომსახურების ხარისხს აპროტესტებს და მთავარი ექიმის, ინგა სურმანიძის მოპყრობას ღირსების შელახვად აფასებს. წერილში პატიმრები კონკრეტულ შემთხვევას ასახელებენ, როცა მსჯავრდებული რეგისტრირებულია, როგორც საოპერაციო და ამ დროს მას ე.წ. ანტივანდალურ საკანში ათავსებენ: „დღეს, 14 ივლისს, ეს პატიმარი ექიმის, ინგა სურმანიძის გულგრილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არის მოთავსებული „უსაფრთხოების საკანში“… მისი ქცევა და მიდგომა თითოეული …

უვადო პატიმრების ახლობლები მასშტაბურ აქციას მინისტერიალზე გეგმავენ

დღეს,  6 ივნისს, 12 საათზე, ბათუმში იუსტიციის სახლის წინ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმართა ახლობლებმა ის საკანონმდებლო ნორმა გააპროტესტეს, რითაც უვადო პატიმრობაში მყოფ პირებს ამნისტია არ ეხებათ. „ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, სადაც  ასამდე ადამიანი იყო მოსული.  2012 წელს გამოცხადდა ამნისტია, რომელიც არ შეეხო უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პირებს, რაც არის კანონის უხეში დარღვევა. ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ეს არის საკანონმდებლო …

სასჯელაღსრულების სამინისტრო “ბათუმელების” სტატიას გამოეხმაურა

“ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში” გამოეხმაურა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო. ჩვენ ამ უწყების მიერ გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

პატიმარი: ჩემი მხედველობა მიდის უკან-უკან

ბათუმის მე-3 საპყრობილეში განთავსებული პატიმრი გიორგი ქ. თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილობით უყვება საქართველოს პარლამენტის წევრებს, უფლებადამცველებს, მედიას. ის შიშობს, რომ თუ  ოპერაციას დროულად არ გაუკეთებენ, დაბრმავება ემუქრება. პატიმარმა გიორგიმ თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილობით აცნობა დეპუტატებს – ეკა ბესელიას, ანი მიროტაძეს, მანანა კობახიძეს, ვახტანგ ხმალაძესა და ელისო ჩაფიძეს. ის დეპუტატებს დეტალურად აცნობს …

Exit mobile version