პარიზში, „შარლი ებდოს“ ყოფილ ოფისთან, დანით რამდენიმე ადამიანი დაჭრეს

დღეს, 25 სექტემბერს, დილით, პარიზის მეთერთმეტე რაიონში, სატირული გამოცემის, „შარლი ებდოს“ რედაქციის ყოფილ შენობასთან დანით შეიარაღებული პირი რამდენიმე ადამიანს დაესხა თავს. გამოცემა Le Parisien-ის ცნობით რამდენიმე ადამიანი მძიმედაა დაჭრილი. 2015 წელს ზუსტად ამავე ადგილზე დაესხნენ თავს „შარლი ებდოს“ კარიკატურისტებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. პარიზში უსაფრთხოების მიზნით …

პარიზის კატაკომბები – ეპიდემიით გარდაცვლილთა ძვლების ლაბირინთი

პარიზის მიწისქვეშა კატაკომბები 20 მეტრის სიღრმეზეა განლაგებული – საკანალიზაციო ქსელსა და მეტროზე კიდევ უფრო ღრმად მიწაში. კატაკომბების ლაბირინთი შემზარავი, საშიში, მაგრამ ამავე დროს იდუმალი სანახაობაა – აქ XI საუკუნის შემდეგ გარდაცვლილი, 6 მილიონზე მეტი პარიზელის ძვლებია შენახული. თუმცა გარდაცვლილთა თავიდანვე ასე დაკრძალვა არავის განუზრახავს. კატაკომბების შექმნა XVIII საუკუნის შუა წლების პარიზში დატრიალებულმა ამბავმა განაპირობა. ქალაქს …

ბათუმის მერია პარიზში ვიზიტზე: სიცრუეა, რომ მერს მეგობრები ახლდნენ ბიუჯეტის ფულით

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულ ვიზიტზე მერს ახლდნენ მეგობრები, რომლებიც დაფინანსებულნი იყვნენ ბიუჯეტის თანხებით, წარმოადგენს სიცრუეს“, – ასე მთავრდება ბათუმის მერიის მიერ წუხელ გავრცელებული განცხადება. – „ღონისძიებაზე დამსწრე სხვა პირები გამოფენაზე იმყოფებოდნენ საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით. მათი დაფინანსება არ განხორციელებულა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას“. საქმე იმაშია, რომ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ …

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთი არქიტექტორთა საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს

16 აპრილს, სამშაბათს, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა იმ შესაძლო გზებსა და საშუალებებზე ისაუბრა, რითაც უახლოეს ხანებში იქნება შესაძლებელი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა. პრემიერ-მინისტრის განცხადებამდე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს განაცხადა, რომ პირვანდელი სახით კათედრალი 5 წელიწადში უნდა აღდგეს.  სპეციალისტების თქმით, რთულია ამ ეტაპზე განისაზღვროს, რა დრო დასჭირდება და ზუსტად რა ფინანსურ რესურსს მოითხოვს …

ჯიმ მორისონის პარიზი

დეკემბერში ჯიმ მორისონი 74 წლის გახდებოდა. მუსიკოსი ამერიკიდან პარიზში 1971 წელს გაიქცა. ანონიმურად მცხოვრები მორისონისთვის პარიზი წერისა და შთაგონების წყაროდ იქცა, რაც კარგად ჩანს მის იმდროინდელ ჩანაწერებში. დავათვალიეროთ ადგილები, სადაც სამოციანი წლების როკვარსკვლავმა სიცოცხლის ბოლო წელი გაატარა. საცხოვრებელი სახლი ბოტრელის ქუჩა №17-ში, სადაც  მორისონი გარდაცვლილი იპოვეს. ეს ჯიმ მორისონისა და მისი მეგობრის, პამელა კურსონის ბინა იყო, …

Exit mobile version