ენმ-ის წევრი: „მზად ვარ, თავდებად დავუდგე გუშინ დაკავებულ სამ ადამიანს“

„მზად ვარ, თავდებად დავუდგე გუშინ დაკავებულ ადამიანებს,” – განაცხადა რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე მირდატ ქამადაძემ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელმა. დღეს, 31 მაისს, საკრებულოს წევრები იურიდიული კომისიის ასარჩევად შეიკრიბნენ. ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა ომარ მახარაძე მისმა სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. გამოძიებამ ომარ მახარაძე გუშინ გამოკითხა. ის საკრებულოს რიგით წევრად რჩება. ვიდრე საკრებულო წილისყრის პროცედურებს …

ომარ მახარაძეს საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე თემურ კახიძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოში ხვალ, 31 მაისს, რიგგარეშე სხდომაა დაგეგმილი. სხდომის დღის წესრიგში ერთ-ერთი საკითხი საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის თანამდებობიდან გადაყენებაა. პოსტის დატოვების შესახებ ომარ მახარაძემ განცხადება თავად დაწერა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის თავისმა სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.  ომარ მახარაძემ საკრებულოში საკუთარი სურვილით დატოვა ასევე ფრაქცია „ქართული ოცნება“. ომარ მახარაძე …

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ეს იყო პროვოკაცია

“ეს პროვოკაცია ეტყობა დიდი ხანია მზადდება,” – უთხრა პოლიციის მე-6 განყოფილებიდან გამოსულმა ომარ მახარაძემ ჟურნალისტებს. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი დღეს, 30 მაისს გამოკითხეს. “ცუდი ფაქტია ძალიან, ეს არის ჩემს წინააღმდეგ საშინელი, ბინძური კამპანია. ეს პროვოკაცია ეტყობა  გარკვეული პერიოდია მზადდება… მე გამოძიებას მივეცი ჩვენება და არ იკვეთება არანაირი დანაშაულის შემადგენლობა,” – აღნიშნა ომარ მახარაძემ. ბსუ-ს ყოფილი …

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი და ბათუმის საკრებულოს წევრი, ომარ მახარაძე ბათუმში, პოლიციის მეექვსე განყოფილებაში, გამოკითხვაზე მივიდა. პოლიცია ომარ მახარაძეს გამოკითხავს მისი მხრიდან სტუდენტის სექსუალური შევიწროების საქმეზე. ინფორმაცია გამოკითხვის დროისა და ადგილის შესახებ შს სამინისტრომ მიაწოდა ჟურნალისტებს. ომარ მახარაძე პოლიციას გუშინ, 29 მაისს, უნდა დაეკითხა, თუმცა მახარაძე პოლიციაში არ მისულა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის, …

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრი ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ რიგებს ტოვებს.  განცხადებით ომარ მახარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა. ომარ მახარაძე, რომელიც ბათუმის საკრებულოს წევრობასთან ერთად ბსუ-ში ლექციებს კითხულობდა, საკუთარმა სტუდენტმა გასულ კვირას სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ლექტორი აცხადებს, რომ ეს იყო მის წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაცია. …

ბსუ-ს სტუდენტები “ქართული ოცნების“ შეხვედრაზე, სალექციო საათებში

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმაციით, დღეს, სასწავლო პროცესის პერიოდში, ლექციებიდან გაიყვანეს სტუდენტები „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე დასასწრებად. სტუდენტების თქმით, ლექციებიდან სტუდენტების გაყვანას ორგანიზებას უწევდა სამართლის პროფესორი ომარ მახარაძე, რომელიც ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, ადამ მახარაძის ძმაა. „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე სტუდენტების დასწრების ფაქტი „ბათუმელებს“ დაუდასტურა თავად ომარ მახარაძემაც. “მთელი უნივერსიტეტი იქ ვიყავით, მერე …

Exit mobile version