ამბასადორი ბულვარში მეხუთე სართულს აშენებს – ნებართვა 4 სართულზეა გაცემული

შპს „ამბასადორი ბათუმი“ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის კარკასზე მეხუთე სართულს აშენებს, კომპანიას მხოლოდ 4 სართულის აშენების უფლება აქვს [პლუს 3 სართულიც მიწის ქვეშ], თუმცა 15 სართულის აშენება სურს. ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაბამისად, ძეგლის ტერიტორიაზე მშენებლობას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი აკვირდება. მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა პროექტის შესაბამისად? – ამ კითხვაზე სააგენტოში, ჯერჯერობით, პასუხი …

მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2019 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით,  მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა. ამავე მონაცემებით, აჭარა მეორე ადგილზეა [ფართობის მიხედვით] დასრულებული ობიექტების კუთხითაც. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს აჭარაში 130 ობიექტის მშენებლობა დასრულდა და 1 261 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში 2019 წელს დასრულდა 451 839 კვ.მ ფართობის მშენებლობა, ხოლო …

„ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა

შპს „ბათუმი რივიერამ“ მერიას პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად მიმართა. ამის შესახებ ბათუმის მერიის ვებგვერდზეა ასახული. როგორც ვიცით, კომპანიის პროექტი მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, ამიტომაც ნებართვის მისაღებად კომპანიამ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს უნდა მიმართოს, თუმცა ასევე აქვს ვალდებულება, პროექტი მუნიციპალიტეტსაც შეათანხმოს. პროექტი უნდა განიხილოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც, რადგან ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. კომპანია „სილქ …

ბათუმის მერია მშენებლობასა და დემონტაჟზე ახალ მოსაკრებელს აწესებს

ბათუმის მერია მშენებლობის მოსაკრებლის გამოთვლის წესს ცვლის. მას შემდეგ, რაც ცვლილებას  საკრებულო დაამტკიცებს, მშენებლები ნებართვის მისაღებად დაგეგმილი სამშენებლო პროექტის 1 კვადრატულ მეტრზე 1 ლარს გადაიხდიან, იგულისხმება კ2- ის საანგარიშო ფართობი, რაც სამშენებლო ნაკვეთის ფართობთან მიმართებაში პროექტის მასშტაბს განსაზღვრავს [ამ ფართობში არ შედის კიბის უჯრედი და აივნები]. ამ დრომდე მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი მშენებლობის ფართობის [კ1]  მიხედვით …

ქვეყანაში სამშენებლო ნებართვა 3 520 869 კვ/მ-ზე გაიცა, აქედან აჭარაში ყველაზე მეტი აშენდება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დეკლარირებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მშენებლობაზე სულ 4 991 ნებართვაა გაცემული. ნებართვები ჯამში 3 520 869 კვ/მ ფართობის აშენებაზე გაიცა. აქედან, ყველაზე მეტი ფართობი, სხვა რეგიონებსა და თბილისთან შედარებით, აჭარაში აშენდება – 1 440 148 კვ/მ. ფართობის მიხედვით აჭარის შემდეგ თბილისია – 1 405 422 …

ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2018 წლის სტატისტიკა

2018 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების 72,6 პროცენტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,3 პროცენტი – ქალაქ თბილისზე, 13,6 პროცენტი – აჭარაზე და 10,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.  გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს გაცემულია სულ 10204 …

ბათუმის მერია: „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუის

დღეს, 12 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნოდარ დუმბაძემ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მერია სამშენებლო ნებართვებს არ გასცემს და მოქალაქეები ვერც იმის თაობაზე იღებენ ინფორმაციას, განიხილა თუ არა მერიამ მათი განცხადება. „საუბარი გვაქვს იმ 600-ზე მეტ განცხადებაზე, რომლებიც მერიაშია შესული და მერია მშენებლობის ნებართვას არ იძლევა. როცა ვეკითხებით, თუ რატომ არ …

რას ითვალისწინებს ახალი სამშენებლო რეგულაციები

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის მერიისა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართეს. ბლიც-ინტერვიუ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნუგზარ ძნელაძესთან. ბატონო ნუგზარ, რას გულისხმობს ახალი რეგლამენტი? არის გარკვეული სიახლეები დაგეგმარებაში და მშენებლობაში, რაც მოეთხოვება ნებართვის გამცემს, მაკონტროლებელსა და მშენებელს. ახლა გაცნობითი …

Exit mobile version